ბაღდათის მუნიციპალიტეტში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა წყვილი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ შეეჯახა მოტოციკლს, რომელზეც ორი ახალგაზრდა იჯდა, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
მოტოციკლს მართავდა 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც ადგილზევე დაიღუპა, საავადმყოფოში გადაიყვანეს ამავე ასაკის გოგონა, ზივზივაძის შეყვარებული მარიამ მაჩიტიძე. სამწუხაროდ, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მაღალი სიჩქარით და ნასავამ მდგომარეობაში მოძრავი მძღოლი პოტენციური მკვლელია და ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბების გამო და ე.წ. "ლიშენია" ნასვამობის გამო, ვერაფერს შეცვლის. ეს ხალხი კი არ უნდა დაჯარიმდეს, უნდა გასამართლდეს განზრახ მკვლელობისთვის. გაზს რომ ფეხს აჭერ და მთვრალი ჯდები საჭესთან, უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანის მოსაკლავად და დასასახიჩრებლად მიდიხარ. გაამკაცრონ კანონი სანამ არ ამოწყვეტილა ახალგაზრდობა ამ უპასუგისმგებლო და მკვლელი მძღოლების გამო.