ავტორი:

დიღომში ავტომობილი ქალს და მასთან მყოფ ბავშვს დაეჯახა - 8 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია

დიღომში ავტომობილი ქალს და მასთან მყოფ ბავშვს დაეჯახა - 8 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია

8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც დიღომში მანქანა დაეჯახა, უმძიმესია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ბავშვს ოპერაციები ვერ უტარდება.

"ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა. იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და ოპერაციები ვერ უტარდება, რადგან მისი მდგომარეობა უმძიმესია“, - განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

რაც შეეხება ქალს, რომელიც ავარიის დროს ასევე დაშავდა, ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ქალბატონს აღენიშნება რამდენიმე სახის მოტეხილობა. მოთავსებულია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში და უტარდება ოპერაციები. ამ ეტაპზე მას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები არ აღენიშნება", - განაცხადეს ღუდუშაურის კლინიკაში.

უბედური შემთხვევა მირიან მეფის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი და ქალი ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ