პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაშვებების სერიაც დაიწყო!!! ხვალ ჩვენი რიგი მოვა" - რას წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე"
"გაშვებების სერიაც დაიწყო!!! ხვალ ჩვენი რიგი მოვა" - რას წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე"

"რუს­თა­ვი 2-ის" ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, პა­ა­ტა სა­ლი­ამ არ­ხის მთა­ვა­რი იუ­რის­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლის თქმით, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით შვე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს მი­ი­ღო.

მუ­რა­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე.

"გაშ­ვე­ბე­ბის სე­რი­აც და­ი­წყო!!! ამ­დე­ნი წელი ჩვენ­თან ერ­თად იომა, იბ­რძო­ლა რ2 ის გა­და­სარ­ჩე­ნად, დღეს მე­ილ­ზე მი­წე­რეს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან რო­მელ­საც ამ­დე­ნი წელი, ამ­დე­ნი დღე და ღამე შეს­წი­რა.

ხვალ ჩვე­ნი რიგი მოვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის მო­საკ­ლა­ვად გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბით მოგ­ვახ­რჩო­ბენ ყვე­ლას!" - წერს მე­ლა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იუ­რისტს, მისი თქმით, ეს და­სა­წყი­სია იმი­სა, რომ მო­მა­ვალ­ში ზე­წო­ლა უკვე ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მათ კი იუ­რის­ტი არ ეყო­ლე­ბათ, რათა დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თონ.

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია ”რუს­თა­ვი 2-ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია სამ­სა­ხუ­რი­დან იუ­რის­ტის, თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას "რუს­თა­ვი 2"-თან კო­მენ­ტარ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"თამ­თას შვე­ბუ­ლე­ბა­ზე დას­ტუ­რი მე არ მი­მი­ცია. წარ­მო­მიდ­გი­ნა დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც, თით­ქოს, დიტო სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი უშ­ვებ­და მას შვე­ბუ­ლე­ბა­ში, რა­ზეც მას გან­ვუ­ცხა­დე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომ­პა­ნი­ა­ში დად­გე­ნი­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თან უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო და მე ამა­ზე პა­სუხს გავ­ცემ­დი. არ არის სი­მარ­თლე, რომ, თით­ქოს, ის ჩემ­თან იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

მე­ო­რე რაც შე­ე­ხე­ბა, არ­სე­ბობ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, მე მი­თი­თე­ბუ­ლი მაქვს შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც მას გა­ეგ­ზავ­ნა, ის ნორ­მე­ბი, რო­მე­ლიც და­არ­ღვია, შე­სა­ბა­მი­სად, მას აქვს უფ­ლე­ბა, მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, იუ­რის­ტია და თვი­თონ იცის, რა ზო­მებს უნდა მი­მარ­თოს. თუ მას აქვს პრე­ტენ­ზია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო­ში გავ­ცემთ პა­სუხს,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"გაშვებების სერიაც დაიწყო!!! ხვალ ჩვენი რიგი მოვა" - რას წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე"

"გაშვებების სერიაც დაიწყო!!! ხვალ ჩვენი რიგი მოვა" - რას წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე"

"რუსთავი 2-ის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ წერს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

"გაშვებების სერიაც დაიწყო!!! ამდენი წელი ჩვენთან ერთად იომა, იბრძოლა რ2 ის გადასარჩენად, დღეს მეილზე მიწერეს, რომ გათავისუფლებულია ტელევიზიიდან რომელსაც ამდენი წელი, ამდენი დღე და ღამე შესწირა.

ხვალ ჩვენი რიგი მოვა, თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად გავლებული მავთულხლართებით მოგვახრჩობენ ყველას!" - წერს მელაძე.

რაც შეეხება გათავისუფლებულ იურისტს, მისი თქმით, ეს დასაწყისია იმისა, რომ მომავალში ზეწოლა უკვე ჟურნალისტებზე განხორციელდება, მათ კი იურისტი არ ეყოლებათ, რათა დახმარებისთვის მიმართონ.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია სამსახურიდან იურისტის, თამთა მურადაშვილის გათავისუფლებას "რუსთავი 2"-თან კომენტარში გამოეხმაურა.

"თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ, თითქოს, ის ჩემთან იყო შეთანხმებული.

მეორე რაც შეეხება, არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია, შესაბამისად, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს,“ - განაცხადა სალიამ.

"ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს" - ლევან რატიანის პასუხი კრიტიკოსებს

აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე  შეუძლიათ

"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს