საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 მედიკამენტი, რომლებსაც პაციენტები 1 ლარად შეიძენენ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 მედიკამენტი, რომლებსაც პაციენტები 1 ლარად შეიძენენ

ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი წამ­ლებ­ზე - ამ სა­კი­თხზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო 35 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტს პა­ცი­ენ­ტე­ბი 1 ლა­რად შე­ი­ძე­ნენ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 118 აფ­თი­აქ­ში.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე:

  • გულ-სის­ხლძარ­ღვთა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;
  • ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;
  • დი­ა­ბე­ტი (ტიპი II);
  • ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბე­ბი
  • ეპი­ლეფ­სია;
  • პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ 35 და­სა­ხე­ლე­ბის წა­მალს 1 ლა­რად.

ამ წამ­ლებს შო­რი­საა: ენა­ლაპ­რი­ლი, ლო­სარ­ტა­ნი, მე­ტოპ­რო­ლო­ლი, ამი­ო­და­რო­ნი, ნე­ბი­ვო­ლო­ლი, ატორ­ვას­ტა­ტი­ნი, კლო­პი­დოგ­რე­ლი, იზო­სორ­ბი­დის მო­ნო­ნიტ­რა­ტი, ფუ­რო­სე­მი­დი, გლი­მე­პი­რი­დი, თი­ა­მა­ზო­ლი, ბუ­დე­სო­ნი­დი, მე­თილპ­რედ­ნი­ზო­ლო­ნი, ლე­ვე­ტი­რა­ცე­ტა­მი, კარ­ბა­მა­ზე­პი­ნი, ნატ­რი­უ­მის ვალპ­რო­ა­ტი, ლა­მოტ­რი­ჯი­ნი და სხვე­ბი (იხი­ლეთ ვრცლად)

"ჩვე­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი შეძ­ლე­ბენ სიმ­ბო­ლუ­რად ერთ ლა­რად შე­ის­ყი­დონ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

პროგ­რა­მა მო­ი­ცავს ყვე­ლა­ზე უფრო გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა გულ­სის­ხლძარ­ღვთა, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, ფილ­ტვის, დი­ა­ბე­ტის, ეპი­ლეფ­სი­ი­სა და პარ­კინ­სო­ნის და­ავ­დე­ბე­ბი. ჩვენ უკვე ორი წე­ლია რაც ავა­მოქ­მე­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეს პროგ­რა­მა და და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათას­ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლა ამ პროგ­რა­მით, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არ იყო საკ­მა­რი­სი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღარ მოხ­დე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პი­რებ­თან ერ­თად, ჩვე­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სხვა ჯგუ­ფე­ბი შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ ამ მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მით.

აქვე მსურს, ყვე­ლას შეგ­პირ­დეთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა გაგ­რძელ­დე­ბა და ეს სიაც გა­ფარ­თოვ­დე­ბა. ეს არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის მი­ცე­მუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­სა­მარ­თით.

უკვე დღე­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მას­შტა­ბი­თაა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 118 აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნონ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პე­რა­ტე­ბი. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იმის­თვის, რომ ჩვენ და­ვი­წყოთ სის­ტე­მუ­რი მოგ­ვა­რე­ბა იმ პრობ­ლე­მე­ბის, რომ­ლე­ბიც არის ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში. მე პი­რა­დად ამ პრობ­ლე­მას გან­ვი­ხი­ლავ სი­ღა­რი­ბეს­თან ბრძო­ლის ერთ-ერთ ნა­ბი­ჯა­დაც, ვი­ნა­ი­დან ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი მი­დის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა­ში. ეს ასე არ გაგ­რძელ­დე­ბა, ჩვენ ამ პროგ­რა­მით და იმ ნა­ბი­ჯე­ბით, რომ­ლე­ბიც გა­და­იდ­გმე­ბა, თა­მა­მად შევ­ძლებთ გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ჩვე­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნის ხარ­ჯი ფაქ­ტობ­რი­ვად იქ­ნე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი“ - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

იხი­ლეთ აფ­თი­ა­ქე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის 1 ლა­რად შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 მედიკამენტი, რომლებსაც პაციენტები 1 ლარად შეიძენენ

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 მედიკამენტი, რომლებსაც პაციენტები 1 ლარად შეიძენენ

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე - ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს პაციენტები 1 ლარად შეიძენენ ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება

სწორედ აღნიშნული დაავადებების მქონე პაციენტები მიიღებენ 35 დასახელების წამალს 1 ლარად.

ამ წამლებს შორისაა: ენალაპრილი, ლოსარტანი, მეტოპროლოლი, ამიოდარონი, ნებივოლოლი, ატორვასტატინი, კლოპიდოგრელი, იზოსორბიდის მონონიტრატი, ფუროსემიდი, გლიმეპირიდი, თიამაზოლი, ბუდესონიდი, მეთილპრედნიზოლონი, ლევეტირაცეტამი, კარბამაზეპინი, ნატრიუმის ვალპროატი, ლამოტრიჯინი და სხვები (იხილეთ ვრცლად)

"ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად ერთ ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები.

პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ დაავადებებს, როგორებიცაა გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავდებები. ჩვენ უკვე ორი წელია რაც ავამოქმედეთ ქრონიკული დაავადებების ეს პროგრამა და დაახლოებით 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი, აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით.

აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით.

უკვე დღეიდან, საქართველოს მთელი მასშტაბითაა ამოქმედებული აღნიშნული პროგრამა და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში შეიძინონ აღნიშნული პრეპერატები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ სისტემური მოგვარება იმ პრობლემების, რომლებიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ეკონომიკაში. მე პირადად ამ პრობლემას განვიხილავ სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან ბოლო კვლევების თანახმად, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი მიდის მედიკამენტებისა და წამლების შეძენაში. ეს ასე არ გაგრძელდება, ჩვენ ამ პროგრამით და იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადაიდგმება, თამამად შევძლებთ განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეძენის ხარჯი ფაქტობრივად იქნება მინიმალური“ - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტების 1 ლარად შეძენაა შესაძლებელი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ