ავტორი:

ფესტივალ ECHOWAVES-ს TREEBAL-ის სცენა დაემატა

ფესტივალ ECHOWAVES-ს TREEBAL-ის სცენა დაემატა

22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში ფესტივალი Echowaves იმართება.

Echowaves 2019-ზე რამდენიმე ახალი სცენა შეემატა. მათ შორისაა, TREEBAL-ის სცენაც. Treebal საქართველოში დაფუძნდა და თავისი სცენით ფსიქოდელიური ტრანსის კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

ამ დროისათვის ცნობილია იმ არტისტების სია, რომლებიც წელს ანაკლიაში, მსმენელის წინაშე წასრდგებიან. ორგანიზატორების თქმით, მათ კიდევ რამდენიმე სახელი დაემატება. ამ დროისთვის კი LINE UP ასე გამოიყურება:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS

KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live

ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS

BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU

ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA' / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO

ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL

ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN

SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე - კურორტ ანაკლიაში. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალმა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

ის მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობითა და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის შორთლისთშიც აღმოჩნდა. მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და 27 000 000-მდე უცხოელს გააცნო საქართველო.

ფესტივალის მიზანია რეგიონისთვის დახმარების გაწევა კულტური და ეკონომიკური დონის განვითარების თვალსაზრისით და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარება. მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება