მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერიკო ანჯაფარიძის უცნობი წერილები გარდაცვლილი მეუღლისადმი - "აბულაძე როლს მთავაზობს, სულ ერთი ფრაზაა... წუწურაქი ეგა!"
ვერიკო ანჯაფარიძის უცნობი წერილები გარდაცვლილი მეუღლისადმი - "აბულაძე როლს მთავაზობს, სულ ერთი ფრაზაა... წუწურაქი ეგა!"

მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე ეს ის ეპო­ქა­ლუ­რი წყვი­ლია, რო­მელ­მაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ კულ­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვა­ლი და­ა­ტყო. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი და კინო ნამ­დვი­ლად ღა­რი­ბი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ეს ორი ადა­მი­ა­ნი.

გარ­და მათი ფას­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­უ­რია წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია. ფიქ­რის გო­რა­ზე, ჭი­ა­უ­რე­ლი-ან­ჯა­ფა­რი­ძის სახ­ლში მოხ­ვედ­რილ სტუმ­რებს დღემ­დე სი­ა­მა­ყით უყ­ვე­ბი­ან ამ­ბავს იმა­ზე, რომ ად­გი­ლი, სა­დაც ეს ლე­გენ­და­რუ­ლი სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს, ოდეს­ღაც ტყე იყო და იქ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ სა­სე­ირ­ნოდ.

ერთ-ერთი სე­ირ­ნო­ბი­სას, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა ვე­რი­კოს აკო­ცა და დაჰ­პირ­და, რომ სახ­ლს სწო­რედ იმ ად­გი­ლას აუ­შე­ნებ­და, სა­დაც პირ­ვე­ლად აკო­ცა... წლე­ბის შემ­დეგ მარ­თლაც აა­შე­ნა სახ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რელ თავ­შეყ­რის ად­გი­ლად და კულ­ტუ­რის ერ­თგვარ ცენ­ტრად იქცა.

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის­თვის მხო­ლოდ მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბის დედა არ იყო, ის რე­ჟი­სო­რის მუ­ზა­დაც იქცა, ვე­რი­კომ მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ჭი­ა­უ­რე­ლის რო­გორც დრა­მა­ტულ ფილ­მებ­ში, ისე კო­მე­დი­ურ ფილმში - "რაც გი­ნა­ხავს, ვე­ღარ ნა­ხავ" ითა­მა­შა.

რო­გორც მათი ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­გენ­და­რუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი იხ­სე­ნებ­და, დედა და მამა ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ხა­სი­ა­თი­თა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით. მამა, სტა­ლი­ნის მე­გო­ბა­რი, საკ­მა­ოდ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ხოლო დე­დას ეს ყვე­ლა­ფე­რი არ აინ­ტე­რე­სებ­და - მის­თვის მთა­ვა­რი იყო შე­მოქ­მე­დე­ბა, თე­ატ­რი და ის რო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უ­და­რებ­ლად ას­რუ­ლებ­და. მაგ­რამ მათ უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებ­დათ...

სო­ფი­კო იგო­ნებ­და, რომ როცა მა­მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უწევ­და ყოფ­ნა, დედა მას ტე­ლე­ფონ­ზე სა­ა­თო­ბით ელა­პა­რა­კე­ბო­და და უხ­სნი­და სიყ­ვა­რულს, სწერ­და წე­რი­ლებს და სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით უზი­ა­რებ­და ოჯახ­ში მომ­ხდარ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან, თუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ამ­ბავს.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ­ცაა, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძემ მე­უღ­ლის­თვის წე­რი­ლე­ბის მი­წე­რა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­აგ­რძე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბი შე­ვი­და ან­დრო ჭი­ა­უ­რე­ლის მიერ "პირ­ვე­ლი არ­ხის" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დი­ა­ში გა­და­ღე­ბულ ფილმში - "ვე­რი­კო".

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ წე­რილ­ში ვე­რი­კო მი­ხე­ილს ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

"...გახ­სოვს ჩვე­ნი სოფ­კა, ჩვე­ნი გოგო, კი­ბის პა­ტა­რა სივ­რცე­ზე სპექ­ტაკლს რომ დგამ­და? თა­ვი­სი­ვე მო­ფიქ­რე­ბულ ოთხმოქ­მე­დე­ბი­ან პი­ე­სას. ყვე­ლა აქტი იმე­ო­რებ­და პირ­ველს. მოფ­რი­ნა­ვენ ბომ­ბე­ბი, ის იმა­ლე­ბა და ერთ-ერთი ბომ­ბი კლავს. მა­ყუ­რე­ბელს წარ­მოდ­გე­ნა­ზე არ უშ­ვებ­და. ჩვენ კი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დით...

როცა შენ შე­ნიშ­ვნა მი­ე­ცი, რომ ყვე­ლა აქტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გი­პა­სუ­ხა - რომ შენ­ზე კარ­გად იცო­და, რო­გორ და­ედ­გა და ეთა­მა­შა სპექ­ტაკ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს თვი­სე­ბა დღემ­დე შე­მორ­ჩა, არა­და ორ­მოც წელ­ზე მეტი გა­ვი­და".

წე­რი­ლებ­ში ან­ჯა­ფა­რი­ძე გარ­დაც­ლილ მე­უღ­ლეს დღე­სას­წა­უ­ლებს ულო­ცავ­და, ყო­ფით ამ­ბებს უყ­ვე­ბო­და და აზ­რსაც კი ეკი­თხე­ბო­და შე­თა­ვა­ზე­ბულ რო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მა­გა­ლი­თად, ერთ წე­რილ­ში მსა­ხი­ო­ბი თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს ახ­სე­ნებს და წერს, რომ რე­ჟი­სო­რი მას ეპი­ზო­დურ როლს სთა­ვა­ზობს. სა­უ­ბა­რია ფილმზე "მო­ნა­ნი­ე­ბა", სა­დაც ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე ფი­ნა­ლურ სცე­ნა­ში ჩნდე­ბა და და­უ­ვი­წყარ სა­ხეს ქმნის ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ეპი­ზო­დი "მო­ნა­ნი­ე­ბა­ში" სწო­რედ ვე­რი­კოს სცე­ნაა, რო­მე­ლიც ტაძ­რი­სა­კენ მი­მა­ვალ გზას ეძებს...

"გი­ლო­ცავ ფე­რის­ცვა­ლე­ბას! გუ­შინ შენი ქა­ლიშ­ვი­ლი ვე­ნე­ცი­ი­დან ჩა­მო­ვი­და. რა­ღა­ცა პრი­ზი მი­ი­ღო, ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბა არ მახ­სოვს, ძა­ლი­ან კი აქებ­დნენ სო­ფი­კოს.

ვე­ნე­ცი­ას არ და­ვი­წყე­ბი­ხარ, გა­ზე­თებ­ში იხ­სე­ნებ­დნენ 1947 წელს, ფეს­ტი­ვალს, შენს ფილ­მს, შენს გვარს. მეც კი გა­მიხ­სე­ნეს, რო­გორც შენი მე­უღ­ლე - "ქალი, რო­მე­ლიც ნაზი, მე­ლო­დი­უ­რი ხმით წამ­ღე­რე­ბით ლა­პა­რა­კობ­და..." ნეტა ეხლა მო­ას­მე­ნი­ნათ ჩემი ნაზი ხმა - ბე­ბე­რი ყვა­ვი.

ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, მიყ­ვარ­ხარ!

გა­გიკ­ვირ­დე­ბა, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, მგო­ნი შენი მო­წა­ფეა, თა­ვის ფილმში როლს მთა­ვა­ზობს. არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრა­ზა - "რა სა­ჭი­როა გზა, თუ ტა­ძარ­თან არ მი­მიყ­ვანს?!" ეგ წუ­წუ­რა­ქი ეგა! შე­ეძ­ლო ჩემ­თვის ცოტა უფრო დიდი როლი შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. არა, თუ შენ წი­ნა­აღ­მდე­გი ხარ არ ვი­თა­მა­შებ, თუმ­ცა, რა­ტომ გე­კი­თხე­ბი? მა­ინც ხომ ისე გა­ვა­კე­თებ რო­გორც მე მინ­და?"

1984 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი "მო­ნა­ნი­ე­ბა" ვე­რი­კოს­თვის ერთ-ერთი ბოლო როლი იყო. მსა­ხი­ო­ბი 1987 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 86 წლის ასაკ­ში, საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ცა­მე­ტი წლის შემ­დეგ...

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

კად­რე­ბი ფილ­მი­დან - "ვე­რი­კო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ვერიკო ანჯაფარიძის უცნობი წერილები გარდაცვლილი მეუღლისადმი - "აბულაძე როლს მთავაზობს, სულ ერთი ფრაზაა... წუწურაქი ეგა!"

ვერიკო ანჯაფარიძის უცნობი წერილები გარდაცვლილი მეუღლისადმი - "აბულაძე როლს მთავაზობს, სულ ერთი ფრაზაა... წუწურაქი ეგა!"

მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე ეს ის ეპოქალური წყვილია, რომელმაც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურას განსაკუთრებული კვალი დაატყო. მათი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართული თეატრი და კინო ნამდვილად ღარიბი იქნებოდა, რომ არა ეს ორი ადამიანი.

გარდა მათი ფასდაუდებელი საქმიანობისა, საინტერესო და ემოციურია წყვილის სიყვარულისა და თანაცხოვრების მრავალწლიანი ისტორია. ფიქრის გორაზე, ჭიაურელი-ანჯაფარიძის სახლში მოხვედრილ სტუმრებს დღემდე სიამაყით უყვებიან ამბავს იმაზე, რომ ადგილი, სადაც ეს ლეგენდარული სახლი მდებარეობს, ოდესღაც ტყე იყო და იქ შეყვარებული წყვილები დადიოდნენ სასეირნოდ.

ერთ-ერთი სეირნობისას, მიხეილ ჭიაურელმა ვერიკოს აკოცა და დაჰპირდა, რომ სახლს სწორედ იმ ადგილას აუშენებდა, სადაც პირველად აკოცა... წლების შემდეგ მართლაც ააშენა სახლი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად და კულტურის ერთგვარ ცენტრად იქცა.

ვერიკო ანჯაფარიძე მიხეილ ჭიაურელისთვის მხოლოდ მეუღლე და შვილების დედა არ იყო, ის რეჟისორის მუზადაც იქცა, ვერიკომ მთავარი როლები ჭიაურელის როგორც დრამატულ ფილმებში, ისე კომედიურ ფილმში - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ითამაშა.

როგორც მათი ქალიშვილი, ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, დედა და მამა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ, ხასიათითა და მსოფლმხედველობით. მამა, სტალინის მეგობარი, საკმაოდ პოლიტიზირებული ადამიანი იყო, ხოლო დედას ეს ყველაფერი არ აინტერესებდა - მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, თეატრი და ის როლები, რომლებსაც შეუდარებლად ასრულებდა. მაგრამ მათ უსაზღვრო სიყვარული აერთიანებდათ...

სოფიკო იგონებდა, რომ როცა მამას წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში უწევდა ყოფნა, დედა მას ტელეფონზე საათობით ელაპარაკებოდა და უხსნიდა სიყვარულს, სწერდა წერილებს და საოცარი სიზუსტით უზიარებდა ოჯახში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან, თუ უმნიშვნელო ამბავს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, გასაკვირი არცაა, რომ ვერიკო ანჯაფარიძემ მეუღლისთვის წერილების მიწერა მიხეილ ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა. აღნიშნული წერილები შევიდა ანდრო ჭიაურელის მიერ "პირველი არხის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაღებულ ფილმში - "ვერიკო".

მაგალითად, ერთ-ერთ წერილში ვერიკო მიხეილს ქალიშვილის შესახებ უყვება:

"...გახსოვს ჩვენი სოფკა, ჩვენი გოგო, კიბის პატარა სივრცეზე სპექტაკლს რომ დგამდა? თავისივე მოფიქრებულ ოთხმოქმედებიან პიესას. ყველა აქტი იმეორებდა პირველს. მოფრინავენ ბომბები, ის იმალება და ერთ-ერთი ბომბი კლავს. მაყურებელს წარმოდგენაზე არ უშვებდა. ჩვენ კი ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებდით...

როცა შენ შენიშვნა მიეცი, რომ ყველა აქტი განსხვავებული უნდა ყოფილიყო, გიპასუხა - რომ შენზე კარგად იცოდა, როგორ დაედგა და ეთამაშა სპექტაკლი. სამწუხაროდ, ეს თვისება დღემდე შემორჩა, არადა ორმოც წელზე მეტი გავიდა".

წერილებში ანჯაფარიძე გარდაცლილ მეუღლეს დღესასწაულებს ულოცავდა, ყოფით ამბებს უყვებოდა და აზრსაც კი ეკითხებოდა შეთავაზებულ როლებთან დაკავშირებით.

მაგალითად, ერთ წერილში მსახიობი თენგიზ აბულაძეს ახსენებს და წერს, რომ რეჟისორი მას ეპიზოდურ როლს სთავაზობს. საუბარია ფილმზე "მონანიება", სადაც ვერიკო ანჯაფარიძე ფინალურ სცენაში ჩნდება და დაუვიწყარ სახეს ქმნის ქართულ კინემატოგრაფში - ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი და დასამახსოვრებელი ეპიზოდი "მონანიებაში" სწორედ ვერიკოს სცენაა, რომელიც ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს...

"გილოცავ ფერისცვალებას! გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს.

ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე - "ქალი, რომელიც ნაზი, მელოდიური ხმით წამღერებით ლაპარაკობდა..." ნეტა ეხლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა - ბებერი ყვავი.

ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ!

გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, მგონი შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს. არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა - "რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს?!" ეგ წუწურაქი ეგა! შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა?"

1984 წელს გადაღებული "მონანიება" ვერიკოსთვის ერთ-ერთი ბოლო როლი იყო. მსახიობი 1987 წელს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, საყვარელი მეუღლის გარდაცვალებიდან ცამეტი წლის შემდეგ...

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

კადრები ფილმიდან - "ვერიკო"

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ