ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე "ფეისბუქზე" გულისამაჩუყებელ ისტორიას და ემოციურ ფოტოებს ავრცელებს. ამ ისტორიას შეიძლება თანამედროვე "მოხუცი და ზღვა" ვუწოდოთ - როგორც ფოტოგრაფი წერს, მისმა მეგობარმა 86 წლის ბაბუას მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და ამ ასაკში პირველად აჩვენა ზღვა.
ბიჭი, რომელმაც მოხუც ბაბუას ასეთი სიურპრიზი მოუწყო, დავით ზურაბაშვილია.
აი, რას წერს მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ფოტოგრაფი:
"საოცარი დღე. გურგენა პაპა 86 წლის... არასოდეს არ ყოფილა ზღვაზე. რატო, უი, როგორ? - პაპამ მითხრა, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არ მეცალაო. მაგარი შვილიშვილი ყავს - დავით ზურაბაშვილი, დღეს აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა!
მადლობა, რომ ეს ემოცია გამიზიარე დავით და დამანახე პაპას საოცარი თვალები...
აბა დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ-ბებიებისთვის რომ მათ გავულამაზოთ დღეები?" - წერს ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე.
ზაქარია ჭელიძე 34 წლის ფოტოგრაფია. ის წლების განმავლობაში აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მის ობიექტივში ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა, მათ შორის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებიც: ანტონიო ბანდერასი, კიანუ რივზი, უილიამ დეფო, ედვარდ ნორტონი, მაილი საირუსი...
ფოტო: ზაქარია ჭელიძე