ავტორი:

როგორ შევარჩიოთ კედლის ქვაბი? - რჩევები "თერმოინდუსტრიასგან"

როგორ შევარჩიოთ კედლის ქვაბი? - რჩევები "თერმოინდუსტრიასგან"

კედლის ქვაბის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „თერმოინდუსტრიას“ სპეციალური პროექტი, რომელიც ემსახურება მომხმარებლისთვის, გათბობის სისტემების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

ქვაბის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ 5 ძირითადი ფაქტორი:

1. სიმძლავრე

ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი ცდილობს, დაამონტაჟოს იმაზე უფრო დიდი სიმძლავრის ქვაბი, ვიდრე მის გასათბობ ფართს სჭირდება. საშუალოდ, 10 კვადრატული მეტრი ფართის გასათბობად 1 კვტ თბური ენერგიაა საჭირო. ეს ციფრი მიახლოებულია.

რეალურად კი, თითოეულ შენობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. უნდა დაანგარიშდეს შენობის სითბოდანაკარგები და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთ ქვაბის სიმძლავრე.

2. წვის კამერის ტიპი

წვის კამერის ტიპის მიხედვით არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვაბის შერჩევა. კედლის ქვაბები არსებობს დახურული და ღია წვის კამერიანები. ღია წვის კამერიანი კედლის ქვაბი, წვისთვის საჭირო ჟანგბადს იმ გარემოდან ღებულობს, სადაც ის არის დამონტაჟებული, გამონაბოლქვის გადინება ბუნებრივ გაწოვაზეა დამკოიდებული.

დახურული წვის კამერიანი აგრეგატების უპირატესობა არის საკვამლე მილის სწრაფი და მარტივი მონტაჟი, ასევე, ამ ტიპის ქვაბების დამონტაჟება შეიძლება როგორც გარეთ, ოღონდ დახურულ სივრცეში, ასევე სამზარეულოში და ა.შ.

3. კონტურების რაოდენობა

შემდეგი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, კონტურების რაოდენობაა. კედლის ქვაბები არსებობს ერთ და ორკონტურიანები. ერთკონტურიანი ქვაბი ემსახურება მხოლოდ გათბობის სისტემას. ორკონტურიანი კი ცხელწყალმომარაგებასაც. ანუ ერთდროულად გათბობის სისტემასაც და ცხელწყალმომარაგებასაც. ასეთი ქვაბები სასურველია დამონტაჟდეს ისეთ შენობებში, სადაც სველი წერტილების რაოდენობა ორს არ აღემატება. მაგალითად სააბაზანო და სამზარეულო. თუკი შენობაში სველი წერტილების რაოდენობა უფრო მეტია, სასურველია დამონტაჟდეს ერთკონტურიანი ქვაბი და მოცულობითი თბომცვლელი, ცხელი წყლისათვის.

4) სამონტაჟო ტიპი

ქვაბები არის როგორც კედლის, ანუ კედელზე დასამონტაჟებელი, ასევე დასადგმელი ე.წ. სტაციონალური. ამ უკანასკნელში, ძირითადად თუჯის თბომცვლელი გამოიყენება. ექსპლოატაციის ხანგრძლივობაც უფრო მეტი აქვს ვიდრე კედლის ქვაბს, მაგრამ ღია წვის კამერიანებია და სივრცეც გაცილებით მეტი სჭირდება. ამიტომ, არჩევანს მომხმარებელი მაინც კედლის ქვაბზე აკეთებს.

5) ფუნქციონალი

არსებობს ტრადიციული და საკონდენსაციო ქვაბები. საკონდენსაციო კედლის ქვაბი თანამედროვე და ეკონომიურია. თუკი ტრადიციული ქვაბის საკვამლე მილიდან გამონაბოლქვის სითბოს ენერგია, უსარგებლოდ იკარგება, საკონდენსაციო ქვაბის საკვამლე მილიდან გამოსროლილი წარმავალი აირების ენერგია გათბობას ხმარდება, შესაბამისად, საკმაოდ ეფექტური და ეკონომიურია.

საკონდენსაციო ქვაბის მეორე უპირატესობა: ასეთი ტიპის ქვაბში გამოიყენება სანთურა, რომელსაც აქვს ალის მოდულირების საკმაოდ დიდი დიაპაზონი.

აქედან გამომდინარე ქვაბს შეუძლია, იმუშაოს ნომინალური სიმძლავრის 10%-იან დატვირთვაზე, მაშინ, როდესაც ტრადიციული ქვაბისთვის ეს ციფრი 30%-ზე ქვემოთ ვერ ჩამოვა. კიდევ ერთი უპირატესობა - საკონდენსაციო ქვაბების თბომცვლელები უჟანგავი ლითონისგანაა დამზადებული. ტრადიციულ ქვაბებში კი სპილენძი გამოიყენება.

ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, არასწორად შერჩეული გათბობის ქვაბის შემთხვევაში მივიღებთ:

  • გაზის და ელექტროენერგიის გადამეტებულ ხარჯს
  • არაკომფორტულ სითბოს შენობაში
  • ქვაბის ცვეთის ხარისხის დაჩქარებას და ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლას.

„თერმოინდუსტრია“ გირჩევთ, რომ, სისტემის მონტაჟის დაწყებამდე, დაუკავშირდეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს და დაგეგმოთ სწორად.

იხილეთ მეტი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის