ავტორი:

Nokia-ს ახალი სისტემა - პერსონალური ინფორმაციის გაძლიერებული დაცვისთვის

Nokia-ს ახალი სისტემა - პერსონალური ინფორმაციის გაძლიერებული დაცვისთვის

ტექნოლოგიების განვითარებამ უსაფრთხოების სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. თუ ადრე მხოლოდ ფიზიკურად შეეძლოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვა, ახლა თაღლითებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს: „ტელეფონი გამიტეხეს“, „ელ-ფოსტა გამიტეხეს“, „iCloud-ი გამიტეხეს“ - ეს ფრაზები ხშირად გვესმის, არა მხოლოდ ახლობლებისგან, არამედ უამრავი ცნობილი ადამიანისგან.

არაერთი პლიტიკოსი თუ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი გამხდარა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

ჰილარი კლინტონის მარჯვენა ხელი და მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ვიცე-თავჯდომარე - ჰუმა აბედინი ყოვლისმომცველ სკანდალში გაეხვა, როდესაც ჰაკერებმა მისი მეუღლის - კონგრესმენ ენთონი უეინერის ტელეფონიდან ფარული მეგობარი ქალბატონისთვის გაგზავნილი ფოტო გაავრცელეს. კიბერთაღლითებმა არც ჰოლივუდის თითქოს ერთი შეხედვით ხელშეუხებელი ვარსკვლავები მოაწყინეს: კრისტოფერ ჩეინს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სკარლეტ იოჰანსონის მეილი „გატეხა“;

2011 წელს ერთ-ერთმა ჰაკერმა მსახიობ მილა კუნისის ტელეფონზე მოახდინა თავდასხმა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ფოტოები გაავრცელა, რამაც უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თითქოს ვარსკვლავები ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს; 2014 წელს რიანას ტელეფონი „გატეხეს“; სიენა მილერს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ტელეფონი News of the World-ის რეპორტიორმა დან ევანსმა „გაუტეხა“ და ამტკიცებდა, რომ მსახიობს ჯუდ ლოსთან ურთიერთობის პარალელურად ფარული რომანი ჰქონდა დაოჯახებულ დენიელ ქრეიგთან.

ფაქტია, რომ ყველაზე დაცული მობილური სისტემაც კი ადრე თუ გვიან კიბერშეტევის მსხვერპლია, რაც მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესების საჭიროების წინაშე გვაყენებს. კითხვაზე: "რა ვქნა, რომ არ ვიყო შემდეგი მსხვერპლი?“ ამჯერად Nokia-ს ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიანტი ტელეფონების და პლანშეტების მიმართულებით - HMD Global-ი გვპასუხობს.

HMD Global-მა დაახლოებით ერთი თვის წინ უმსხვილეს IT და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია CGI-სა და Google Cloud-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა: სამი გიგანტი კომპანიის გაერთიანებით ევროპაში Google-ის ახალი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა იქმნება, რომელიც მონაცემთა უსაფრთხოდ დაცვის დატაცენტრს მოემსახურება. Nokia-ს მომხმარებლების მობილური აქტივაციის და სხვა მონაცემები სწორედ ამ ახალ Google Cloud-ზე გადავა და Nokia-ს ახალი მოდელების - 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის მფლობელები ტელეფონის შეძენიდან 36 თვის განმავლობაში სისტემური და უსაფრთხოების მუდმივ განახლებებს მიიღებენ.

მოცემულ მოდელებს Google Assistant-ის ღილაკიც აქვს დამატებული, რაც სასურველი ინფორმაციის მოძიებას თუ სხვა მობილური ოპერაციის შესრულებას წამებში ხდის შესაძლებელს.

ამ სასიამოვნო სიახლეს საქართველოში Nokia-ს ოფიციალური წარმომადგენელი „სავაჭრო სახლი გოლეთიანიც“ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამივე სახეობის „მომავლის“ სმარტფონი საქართველოშიც გაყიდვაშია.

მარიამ გამცემლიძე, „სავაჭრო სახლ გოლეთიანის“ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მობილური ტელეფონების ფუნქცია - სმარტფონები ზარის განხორციელების თუ ინტერნეტში ძვრომიალის შესაძლებლობის საზღვრებს დიდი ხანია გაცდნენ და ჩვენს პერსონალურ ასისტენტებად იქცნენ, თანაც საკმაოდ ნდობით აღჭურვილ ასისტენტებად, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ისინი ჩვენ შესახებ უამრავ საბანკო და პერსონალურ ინფორმაციას ინახავენ.

ამ ფაქტმა ჩვენს სურვილებზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა: თუ ადრე მობილურ ტელეფონებს, მაგალითად, დიზაინის მიხედვით ვარჩევდით, დღეს წინა პლანზე უსაფრთხოება დგას - მომხმარებელს მობილური ტელეფონის სრულად დაცული სისტემა სურს, რომელიც მუდმივად განახლებადია!“

HMD Global-ის წარმომადგენლები კი გვამცნობენ, რომ CGI-სა და Google Cloud-თან პარტნიორობის შედეგად დანერგილი სიახლე ჩვენი მონაცემებს დაცვას ევროკავშირის მიერ დადგენილი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ არსებული კანონმდებლობის (General Data Protection Regulation) მიხედვით გვპირდება, რაც Nokia-ს მომხმარებლებს ბრენდისადმი ნდობას კიდევ უფრო აღრმავებს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის