ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ძლიერ ტალღებში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი მაცხოვრებელია.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.