ავტორი:

მეტი ვიდრე კონსულტანტი - "ჩაიმანია" ფართოვდება და თანამშრომლებს ეძებს

მეტი ვიდრე კონსულტანტი - "ჩაიმანია" ფართოვდება და თანამშრომლებს ეძებს

„ჩაიმანია“, რომელიც ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის ყიდის, გაფართოებისთვის ემზადება და ამისთვის თანამშრომლებს ეძებს.

„ჩაიმანია“ ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში უკვე 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. „ჩაიმანიას“ ყიდვა შესაძლებელია - „გუდვილი“ დიღომის, ვაკის და ქავთარაძის ფილიალებში, ასევე თბილისი მოლში, “ვაკის კარფურში“ და ა.შ. „ჩაიმანია" მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან, მაშ შორის - „ხილის ბაღს“, „რძის ულუნს“,„ ჰავაის მზის ჩასვლას“, „ჟოლოს ოცნებას“ და ა.შ.

2019 წლიდან „ჩაიმანიას“ წილობრივი პარტნიორი „სინერჯი კაპიტალი“ გახდა და მისი მხარდაჭერით კომპანია მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდას და გაფართოებას გეგმავს. გაფართოებიდან გამომდინარე კომპანიის დღის წესრიგში ახალი თანამშრომლების მოძიების პროცესი დადგა.

„ჩაიმანიას“ კონსულტანტი, სტანდარტული კონსულტანტი ან პროდუქტის გამყიდველი არ არის, ის უფრო მეტია. ჩაის სწორად შერჩევას სჭირდება ცოდნა იმის შესახებ, თუ რომელს რა სარგებელი მოაქვს, ასევე რისთვის არის კარგი და ზოგადად, როგორ უნდა მოხდეს მისი დაყენება. ამდენად, „ჩაიმანიას“ კონსულტანტი აღიქმება როგორც ჩაის ექსპერტი, რომელიც კვალიფიციურ რჩევას მოგცემს ამ საკითხში“, - აცხადებს „ჩაიმანიას“ დირექტორი ნინო მუმლაძე.

კომპანიაში კონსულტანტების პროფესიულ განათლებაზე მუდმივად ზრუნავენ. ნინო მუმლაძის თქმით, „ჩაიმანიაში“ პერიოდულად ჩამოდიან მისი პარტნიორი უცხოელი ჩაის/ყავის ექსპერტები და თანამშრომლებს სპეციალურ მასტერკლასებს უტარებენ. გარდა ამისა, „ჩაიმანიას“ თანამშრომლებისთვის შემუშავებული აქვს სწავლების პროგრამა მუდმივი განვითარებისთვის - შიდა ცოდნის გაზიარების ფორმატები და გარე ტრენინგებიც გაყიდვებში.

„ჩვენ კომპანიაში დასაქმებული კონსულტანტები აქტიურად არიან ჩართული კომპანიის განვითარების ამოცანებში. განსაკუთრებით გამოცდილები და მონდომებულები კომპანიისთვის მნიშვნელოვან ამოცანებს იბარებენ, რაშიც დამატებით ანაზღაურებას ღებულობენ. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების სტიმულირება, ასორტიმენტის განვითარება, მომხმარებლების ლოიალობის ამაღლება, სოციალური ქსელების მართვა თუ სხვა. ამით მათი საქმიანობა უფრო საინტერესო და სახალისო ხდება და შესაძლებლობებსაც აძლევს მათ, რომ ცოდნაც დააგროვონ სხვა კუთხით და საკუთარი შესაძლებლობებიც გამოავლინონ კომპანიის მენეჯმენტის წინაშე.

„ჩაიმანიაში“ მეგობრული გარემოა, თანამშრომლები გუნდური პრინციპით მუშაობენ. დამფუძნებლის ურთიერთობა გუნდის წევრებთან ძალიან ჰუმანური და მეგობრულია, ამიტომ ატმოსფერო ძალიან დადებითია“, - განაცხადა ნინო მუმლაძემ.

ვისაც ასეთ გარემოში მუშაობის სურვილი აქვს, შეიძლება ოცნებაც აიხდინოს. „ჩაიმანია“ ფართოვდება და ამისთვის კონსულტანტებს ეძებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აპლიკანტებს განსაკუთრებული განათლება და გამოცდილება არ სჭირდებათ, რადგან სწავლების პროგრამა თავად გააჩნიათ და დასაქმებულებსაც თავად კომპანიაში ასწავლიან.

რაც შეეხება ანაზღაურებას, კონსულტანტის ანაზღაურება არის ფიქსირებული ნამუშევარი დღეების მიხედვით + ბონუსი ყველა გაყიდვიდან.

თუ გსურთ „ჩაიმანიას“ გუნდის წევრი გახდეთ და სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლო საქმე აკეთოთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 557455455

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი