მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაკბენის დანით გადაფხეკა არასწორია, ამით შხამი ვრცელდება" - რა უნდა იცოდეთ თუ მწერმა გიკბინათ და რა სიმპტომებით ვლინდება ალერგია
"ნაკბენის დანით გადაფხეკა არასწორია, ამით შხამი ვრცელდება" - რა უნდა იცოდეთ თუ მწერმა გიკბინათ და რა სიმპტომებით ვლინდება ალერგია

ზა­ფხულ­ში მწე­რე­ბი დიდ პრობ­ლე­მებ­სა თუ საფრ­თხეს უქ­მნი­ან ადა­მი­ა­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზა­რალ­დე­ბი­ან ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც მეტი სა­შიშ­რო­ე­ბა ელით, თუმ­ცა ამ რის­კის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი აღ­მოჩ­ნდეს.

ცოტა ხნის წინ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ა­ში­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრა­ზა­ნე­ბის მომ­რავ­ლე­ბამ. ისი­ნი, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და მწე­რის კბე­ნა, ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვი­დან კო­ღოს ნაკ­ბე­ნე­ბი­ვით და­ა­ყა­რათ კან­ზე, იწყე­ბა ალერ­გია, შემ­დეგ შე­შუ­პე­ბა და სახე სივ­დე­ბა, რა­საც შე­საძ­ლოა, მოყ­ვეს ყე­ლის შე­შუ­პე­ბაც, ამი­ტომ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ მწე­რებს, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რომ მწერ­მა არ გვი­კ­ბი­ნოს და რა უნდა მო­ვი­მოქ­მე­დოთ ნაკ­ბე­ნის დროს - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს კი­თხვებს ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვი­ძე პა­სუ­ხობს:

"ინ­სექ­ტუ­რი ალერ­გია მწე­რის ნაკ­ბე­ნის მი­მართ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აა. რო­მელ მწერს შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­სექ­ტუ­რი ალერ­გია? ამას ყვე­ლა მწე­რის ნაკ­ბე­ნი არ იწ­ვევს... ალერ­გი­ი­სას, ამა თუ იმ მწე­რის შხა­მის მი­მართ, იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ირ­თვე­ბა, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, რაც იმუ­ნი­ტეტს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ახ­სოვს და ყო­ველ ჯერ­ზე როცა კი ადა­მი­ანს შხა­მი­ა­ნი მწე­რი უკბენს, აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა რე­აქ­ცია. ეს რთუ­ლი იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სია.

ალერ­გია ძი­რი­თა­დად ნესტრი­ან­სა და მკბი­ნავ მწე­რებ­ზე ხდე­ბა.

ნესტრი­ან მწე­რებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: ფუტ­კა­რი, ბზი­კი, ნესტრი­ა­ნი ჭი­ან­ჭვე­ლა (ჩვენ­თან ნაკ­ლე­ბა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი).

მკბი­ნა­ვი მწე­რე­ბია: კოღო, რწყი­ლი, ზო­გი­ერ­თი ბუზი.

ექი­მი გვიხ­სნის იმა­საც, თუ რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა მწე­რის ნაკ­ბე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გია:

"მწე­რის ნაკ­ბენ­ზე რე­აქ­ცია ად­გი­ლობ­რი­ვად, კა­ნის სი­წით­ლით, შე­შუ­პე­ბით ვლინ­დე­ბა. ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ რე­აქ­ცი­ად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ თუკი ნაკ­ბე­ნის რე­აქ­ცია 10 სმ-ზე მე­ტია, გარ­და იმ ად­გი­ლი­სა, სა­დაც სი­წით­ლე და შე­შუ­პე­ბაა, ადა­მი­ანს სხვა ნა­წი­ლე­ბიც უშუპ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ტუჩი, თვა­ლი, ყური. ამას­თან, პა­რა­ლე­ლუ­რად თუ მთელ სხე­ულ­ზე ჭინჭრის ნა­სუს­ხის მსგავ­სი გა­მო­ნა­ყა­რიც აქვს, ხმის ტემ­ბრი ეც­ვლე­ბა, სუნ­თქვა უჭირს, მუ­ცე­ლი სტკი­ვა, აღე­ბი­ნებს, უვი­თარ­დე­ბა დი­ა­რეა, წნე­ვა ეცე­მა და გო­ნე­ბას კარ­გვას - ეს უკვე პა­თო­ლო­გი­უ­რი და ძლი­ე­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აა.

ბზი­კის, კრა­ზა­ნის ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მცი­რე ზო­მის სი­წით­ლე, ხან­მოკ­ლე დრო­ის მან­ძილ­ზე ქა­ვი­ლი და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა ნორ­მა­ლუ­რია, ხოლო, თუკი, ეს დრო­ში გა­ხან­გრძლივ­და, დიდი ზო­მი­საა და ამას და­ე­მა­ტა სხვა სის­ტე­მუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ეს უკვე პა­თო­ლო­გი­ურ რე­აქ­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა და დრო­ულ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს" - გან­მარ­ტავს ალერ­გო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვი­ძე.

- კრა­ზა­ნამ ცოტა ხნის წინ ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნა მო­სახ­ლე­ო­ბა. რე­ა­ლუ­რად რა არის კრა­ზა­ნის ნაკ­ბე­ნი, რა შეგ­ვიძ­ლია მისი კბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში უცებ გა­ვა­კე­თოთ, რომ სი­ტუ­ა­ცია არ გარ­თულ­დეს?

- ბზი­კი და ფუტ­კა­რი კბე­ნი­სას ძლი­ერ პა­თო­ლო­გი­უ­რი რექ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს, ისევ და ისევ მათ­ში, ვი­საც ალერ­გია აქვს. თუმ­ცა, რო­გორც წესი, ასეც ხდე­ბა, - შე­იძ­ლე­ბა მა­ნამ­დე 10-ჯე­რაც ჰქონ­დეს ბზიკს ნაკ­ბე­ნი და არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ მე­თერ­თმე­ტე ნაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­დეს. სა­ერ­თოდ, ორ­გა­ნიზმს ალერ­გი­ის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, სჭირ­დე­ბა დრო და კონ­ტაქ­ტი ამა თუ იმ ნივ­თი­ე­რე­ბას­თან.

ასეთ დროს, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა:

  • ამო­ი­ღონ ნეს­ტა­რი, ოღონდ, ეს წვრილ­თა­ვი­ა­ნი პინ­ცე­ტით უნდა მოხ­დეს. და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­და­ფხე­კა არას­წო­რია! ამით ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცი­ის შე­ტა­ნა და შხა­მის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა;
  • ნაკ­ბე­ნი საპ­ნი­ა­ნი წყლით უნდა ჩა­მო­ი­ბა­ნონ, რათა ინ­ფექ­ცია არ შე­იჭ­რას;
  • ნაკ­ბენ­ზე უნდა და­ი­დონ ცივი სა­ფე­ნი, ყი­ნუ­ლის კუბი, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ესეც იმის­თვის, რომ შხა­მი არ გავ­რცელ­დეს. შემ­დეგ კი უნდა მი­ი­ღონ წამ­ლე­ბი;
  • თუ შე­შუ­პე­ბა და სი­წით­ლეა, შე­უძ­ლი­ათ წა­ის­ვან ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი, ან ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მა­ლა­მო, რო­მელ­საც რე­ცეპ­ტის გა­რე­შე აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძე­ნენ.

თუ პა­ცი­ენტს აქვს ქა­ვი­ლი და შიში, რამე არ და­ე­მარ­თოს, შე­უძ­ლია მე­ო­რე თა­ო­ბის ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი მი­ი­ღოს. ამ დროს ის­ტე­რი­კუ­ლი შიში ბევ­რს აქვს და ამი­ტომ, „დექ­სა­მე­ტა­ზო­ნით“ და­დი­ან, მაგ­რამ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია, ვურ­ჩი­ოთ, რომ სახ­ლში ნემ­სი გა­ი­კე­თონ, მით უფრო, თუ ასა­კოვ­ნია პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლოა, ამან ცუდი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს. როცა პირ­ვე­ლა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, დახ­მა­რე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა, პა­ცი­ენ­ტმა უნდა დარ­ე­კოს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა­ში.

- კო­ღოს ნაკ­ბე­ნიც საკ­მა­რი­სად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია და დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, კო­ღოს ნაკ­ბენ­ზე ხში­რად არ გვხდე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში რე­აქ­ცი­ე­ბი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, ესეც გარ­თულ­დეს. ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ კოღო კბენთ, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მათ ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რაც მათ სის­ხლს კო­ღოს­თვის მიმ­ზიდ­ველს ხდის, ამი­ტომ, ამის­გან თავი უნდა და­იც­ვან. სა­ერ­თოდ კი, ზოგს მე­ტად კბენს კოღო, ზოგს - ნაკ­ლე­ბად.

- ამ­ბო­ბენ, ეს სის­ხლის ჯგუფ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი­აო... რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს სი­მარ­თლეს?

- ეს ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია, თუმ­ცა იმას არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ანს არას­დროს უკბენს. ასე­ვე ფაქ­ტო­რე­ბია - თუკი ადა­მი­ა­ნი ალ­კოჰოლს არ იღებს, უფრო ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, არ იღებს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს, მისი სის­ხლი კო­ღოს­თვის მე­ტად სა­სურ­ვე­ლია. კოღო ასე­ვე ეტა­ნე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, მა­გა­ლი­თად ოფლს, რა­შიც ის ნივ­თი­ე­რე­ბა შე­დის, რაც ამ მწერს მოს­წონს.

- სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ ავი­რი­დოთ თა­ვი­დან კო­ღოს ნაკ­ბე­ნი?

- თუკი ადა­მი­ან­მა იცის, რომ კოღო კბენს, პირ­ველ რიგ­ში, უნდა მო­ე­რი­დოს მზის ჩას­ვლი­დან გან­თი­ა­დამ­დე პე­რი­ოდს, რად­გა­ნაც კოღო ამ დროს უფრო აქ­ტი­უ­რია. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ პე­რი­ოდ­ში გა­რეთ არ უნდა იყოს. გა­მო­ი­ყე­ნოს დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი, სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე რე­პი­ლენ­ტე­ბი - კო­ღოს და­მაფრ­თხო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ტან­ზე წა­სას­მე­ლი სა­ცხე­ბი (რე­პი­ლენ­ტე­ბი არ მოქ­მე­დებს ბზიკ­სა და ფუტ­კარ­ზე, მხო­ლოდ კო­ღო­ზე).

ასეთ დროს ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია და­ხუ­რუ­ლი სა­მო­სის ტა­რე­ბა, უნდა ერი­დონ პარ­ფი­უ­მე­რი­ას (სუ­ნა­მო, დე­ო­დო­რან­ტი, არო­მა­ტუ­ლი სა­პო­ნი თუ სხვ.), ეს ზრდის კო­ღო­ე­ბის მო­ზიდ­ვას, ისი­ნი სურ­ნე­ლე­ბას ეტა­ნე­ბი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში ანა­ლო­გი­უ­რი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რო­გორც ბზი­კის ნაკ­ბენ­ზე ხდე­ბა - შე­შუ­პე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად ყი­ნუ­ლი და­ი­დონ. ზოგი მა­შინ­ვე ცივ შხაპს ივ­ლებს, წყლით გრილ­დე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვად ან­ტი­ა­ლერ­გი­ულ, ან მსუ­ბუქ ჰორ­მო­ნა­ლურ მა­ლა­მოს ის­ვამს.

- და­ნარ­ჩე­ნი მკბი­ნა­ვი მწე­რე­ბის - ბაღ­ლინ­ჯო, რწყი­ლი, ზო­გი­ერ­თი ბუ­ზის შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- რო­გორც წესი, მკბი­ნავ მწე­რე­ბის მიერ დაკ­ბე­ნი­სას ად­გი­ლობ­რივ გარ­თუ­ლე­ბა ხდე­ბა ქა­ვი­ლის სა­ხით, შე­შუ­პე­ბა, ამი­ტომ ანა­ლო­გი­უ­რად უნდა მოხ­დეს პინ­ცე­ტით მისი ნაკ­ვა­ლე­ვის მო­შო­რე­ბა, დაკ­ბე­ნი­ლის ჩა­მო­ბა­ნა, ყი­ნუ­ლის და­დე­ბა და ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი ან ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მა­ლა­მოს წას­მა. ქა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი მე­ო­რე თა­ო­ბის არა­სა­ძი­ლე ეფექ­ტის მქო­ნე ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა, რომ ქა­ვი­ლი შემ­სუ­ბუქ­დეს.

- ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებს რაც ეხე­ბა, რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­მელ­თაც მწე­რის ნაკ­ბე­ნის მი­მართ ალერ­გია აქვთ (გან­სა­კუთ­რე­ბით ფუტკრის და ბზი­კის მი­მართ), თან უნდა ატა­რონ ად­რე­ნა­ლი­ნის აუ­ტო­ი­ნექ­ტო­რი. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუ წნე­ვა და­ვარ­და, ადა­მი­ა­ნი გო­ნე­ბას კარ­გავს, სუნ­თქვა უჭირს. ასეთ დროს ეს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაა, რომ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი არ გან­ვი­თარ­დეს.

ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცია კი ასე­თი იქ­ნე­ბა:

  • ფეხ­შიშ­ვე­ლებ­მა ან ღია ფეხ­საც­მლით არ ვი­ა­როთ ბა­ლახ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლებ­საც ინ­სექ­ტუ­რი ალერ­გია აქვთ;
  • მწე­რე­ბი მხედ­ვე­ლო­ბით აღიქ­ვა­მენ, შე­სა­ბა­მი­სად, ღია ფერი, ან ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი სა­მო­სი თუ არ გვეც­მე­ვა და სხე­უ­ლი ნაკ­ლე­ბად გვექ­ნე­ბა გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, უკე­თე­სია;
  • თუ მწე­რე­ბი ირ­გვლივ დაფ­რი­ნა­ვენ, ხელი არ მო­ვუქ­ნი­ოთ და მათი მო­ახ­ლო­ე­ბის შემ­თხვე­ვებს მშვი­დად გა­ვე­რი­დოთ.
  • გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში არ მი­ვირ­თვათ ტკბი­ლი საკ­ვე­ბი - ნა­ყი­ნი, სა­ზამ­თრო, რად­გა­ნაც მწე­რე­ბი ამა­საც ეტა­ნე­ბი­ან...

თუ ამ ყვე­ლა­ფერს და­ვი­ცავთ, მეტ-ნაკ­ლე­ბად ხი­ფა­თის­გან და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნაკბენის დანით გადაფხეკა არასწორია, ამით შხამი ვრცელდება" - რა უნდა იცოდეთ თუ მწერმა გიკბინათ და რა სიმპტომებით ვლინდება ალერგია

"ნაკბენის დანით გადაფხეკა არასწორია, ამით შხამი ვრცელდება" - რა უნდა იცოდეთ თუ მწერმა გიკბინათ და რა სიმპტომებით ვლინდება ალერგია

ზაფხულში მწერები დიდ პრობლემებსა თუ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. განსაკუთრებულად ზარალდებიან ალერგიული პაციენტები, რომელთაც მეტი საშიშროება ელით, თუმცა ამ რისკის ქვეშ შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს.

ცოტა ხნის წინ ბევრი ადამიანი შეაშინა დასავლეთ საქართველოში კრაზანების მომრავლებამ. ისინი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მწერის კბენა, ამბობენ, რომ თავიდან კოღოს ნაკბენებივით დააყარათ კანზე, იწყება ალერგია, შემდეგ შეშუპება და სახე სივდება, რასაც შესაძლოა, მოყვეს ყელის შეშუპებაც, ამიტომ დროული რეაგირება აუცილებელია.

რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მწერებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მწერმა არ გვიკბინოს და რა უნდა მოვიმოქმედოთ ნაკბენის დროს - ამ თემაზე AMBEBI.GE-ს კითხვებს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი მადონა დევიძე პასუხობს:

"ინსექტური ალერგია მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიული რეაქციაა. რომელ მწერს შეუძლია გამოიწვიოს ინსექტური ალერგია? ამას ყველა მწერის ნაკბენი არ იწვევს... ალერგიისას, ამა თუ იმ მწერის შხამის მიმართ, იმუნოლოგიური მექანიზმები ირთვება, ანტისხეულები გამომუშავდება, რაც იმუნიტეტს მთელი ცხოვრება ახსოვს და ყოველ ჯერზე როცა კი ადამიანს შხამიანი მწერი უკბენს, აუცილებლად ექნება რეაქცია. ეს რთული იმუნოლოგიური პროცესია.

ალერგია ძირითადად ნესტრიანსა და მკბინავ მწერებზე ხდება.

ნესტრიან მწერებს მიეკუთვნება: ფუტკარი, ბზიკი, ნესტრიანი ჭიანჭველა (ჩვენთან ნაკლებადაა გავრცელებული).

მკბინავი მწერებია: კოღო, რწყილი, ზოგიერთი ბუზი.

ექიმი გვიხსნის იმასაც, თუ რა სიმპტომებით ვლინდება მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია:

"მწერის ნაკბენზე რეაქცია ადგილობრივად, კანის სიწითლით, შეშუპებით ვლინდება. ეს ფიზიოლოგიურ რეაქციად ითვლება, მაგრამ თუკი ნაკბენის რეაქცია 10 სმ-ზე მეტია, გარდა იმ ადგილისა, სადაც სიწითლე და შეშუპებაა, ადამიანს სხვა ნაწილებიც უშუპდება, მაგალითად, ტუჩი, თვალი, ყური. ამასთან, პარალელურად თუ მთელ სხეულზე ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარიც აქვს, ხმის ტემბრი ეცვლება, სუნთქვა უჭირს, მუცელი სტკივა, აღებინებს, უვითარდება დიარეა, წნევა ეცემა და გონებას კარგვას - ეს უკვე პათოლოგიური და ძლიერი ალერგიული რეაქციაა.

ბზიკის, კრაზანის ნაკბენის შემთხვევაში, მცირე ზომის სიწითლე, ხანმოკლე დროის მანძილზე ქავილი და ტკივილის შეგრძნება ნორმალურია, ხოლო, თუკი, ეს დროში გახანგრძლივდა, დიდი ზომისაა და ამას დაემატა სხვა სისტემური გამოვლინებები, რაც ჩამოვთვალე, ეს უკვე პათოლოგიურ რეაქციად მიიჩნევა და დროულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს" - განმარტავს ალერგოლოგი მადონა დევიძე.

- კრაზანამ ცოტა ხნის წინ ძალიან შეაშინა მოსახლეობა. რეალურად რა არის კრაზანის ნაკბენი, რა შეგვიძლია მისი კბენის შემთხვევაში უცებ გავაკეთოთ, რომ სიტუაცია არ გართულდეს?

- ბზიკი და ფუტკარი კბენისას ძლიერ პათოლოგიური რექციას გამოიწვევს, ისევ და ისევ მათში, ვისაც ალერგია აქვს. თუმცა, როგორც წესი, ასეც ხდება, - შეიძლება მანამდე 10-ჯერაც ჰქონდეს ბზიკს ნაკბენი და არანაირი რეაქცია არ გამოიწვიოს, მაგრამ მეთერთმეტე ნაკბენის შემთხვევაში, სიტუაცია გართულდეს. საერთოდ, ორგანიზმს ალერგიის განსავითარებლად, სჭირდება დრო და კონტაქტი ამა თუ იმ ნივთიერებასთან.

ასეთ დროს, პირველადი დახმარება იქნება:

  • ამოიღონ ნესტარი, ოღონდ, ეს წვრილთავიანი პინცეტით უნდა მოხდეს. დანის გამოყენება, გადაფხეკა არასწორია! ამით ორგანიზმში ინფექციის შეტანა და შხამის გავრცელება ხდება;
  • ნაკბენი საპნიანი წყლით უნდა ჩამოიბანონ, რათა ინფექცია არ შეიჭრას;
  • ნაკბენზე უნდა დაიდონ ცივი საფენი, ყინულის კუბი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ესეც იმისთვის, რომ შხამი არ გავრცელდეს. შემდეგ კი უნდა მიიღონ წამლები;
  • თუ შეშუპება და სიწითლეა, შეუძლიათ წაისვან ანტიალერგიული, ან ჰორმონალური მალამო, რომელსაც რეცეპტის გარეშე აფთიაქში შეიძენენ.

თუ პაციენტს აქვს ქავილი და შიში, რამე არ დაემართოს, შეუძლია მეორე თაობის ანტიალერგიული მედიკამენტი მიიღოს. ამ დროს ისტერიკული შიში ბევრს აქვს და ამიტომ, „დექსამეტაზონით“ დადიან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ვურჩიოთ, რომ სახლში ნემსი გაიკეთონ, მით უფრო, თუ ასაკოვნია პაციენტი, შესაძლოა, ამან ცუდი შედეგი გამოიწვიოს. როცა პირველადი ღონისძიებები, დახმარება ჩატარდება, პაციენტმა უნდა დარეკოს სასწრაფო დახმარებაში.

- კოღოს ნაკბენიც საკმარისად შემაწუხებელია და დისკომფორტს იწვევს...

- საბედნიეროდ, კოღოს ნაკბენზე ხშირად არ გვხდება სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები, თუმცა შეიძლება, ესეც გართულდეს. ის პაციენტები, რომლებმაც იციან, რომ კოღო კბენთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ორგანიზმში არსებობს მთელი რიგი ნივთიერებები, რაც მათ სისხლს კოღოსთვის მიმზიდველს ხდის, ამიტომ, ამისგან თავი უნდა დაიცვან. საერთოდ კი, ზოგს მეტად კბენს კოღო, ზოგს - ნაკლებად.

- ამბობენ, ეს სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორიაო... რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ეს ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა იმას არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანს არასდროს უკბენს. ასევე ფაქტორებია - თუკი ადამიანი ალკოჰოლს არ იღებს, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს, არ იღებს მავნე ნივთიერებებს, მისი სისხლი კოღოსთვის მეტად სასურველია. კოღო ასევე ეტანება ბიოლოგიურ ნივთიერებებს, მაგალითად ოფლს, რაშიც ის ნივთიერება შედის, რაც ამ მწერს მოსწონს.

- საბოლოოდ როგორ ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი?

- თუკი ადამიანმა იცის, რომ კოღო კბენს, პირველ რიგში, უნდა მოერიდოს მზის ჩასვლიდან განთიადამდე პერიოდს, რადგანაც კოღო ამ დროს უფრო აქტიურია. თუ შესაძლებელია, მაგ პერიოდში გარეთ არ უნდა იყოს. გამოიყენოს დამცავი ბადეები, საშუალებები, ასევე რეპილენტები - კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები და ტანზე წასასმელი საცხები (რეპილენტები არ მოქმედებს ბზიკსა და ფუტკარზე, მხოლოდ კოღოზე).

ასეთ დროს ასევე სასურველია დახურული სამოსის ტარება, უნდა ერიდონ პარფიუმერიას (სუნამო, დეოდორანტი, არომატული საპონი თუ სხვ.), ეს ზრდის კოღოების მოზიდვას, ისინი სურნელებას ეტანებიან. ამ შემთხვევაში ანალოგიური რჩევა იქნება, როგორც ბზიკის ნაკბენზე ხდება - შეშუპების შესამცირებლად ყინული დაიდონ. ზოგი მაშინვე ცივ შხაპს ივლებს, წყლით გრილდება და ადგილობრივად ანტიალერგიულ, ან მსუბუქ ჰორმონალურ მალამოს ისვამს.

- დანარჩენი მკბინავი მწერების - ბაღლინჯო, რწყილი, ზოგიერთი ბუზის შემთხვევაში რა ხდება?

- როგორც წესი, მკბინავ მწერების მიერ დაკბენისას ადგილობრივ გართულება ხდება ქავილის სახით, შეშუპება, ამიტომ ანალოგიურად უნდა მოხდეს პინცეტით მისი ნაკვალევის მოშორება, დაკბენილის ჩამობანა, ყინულის დადება და ანტიალერგიული ან ჰორმონალური მალამოს წასმა. ქავილის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინური მეორე თაობის არასაძილე ეფექტის მქონე ანტიალერგიული მედიკამენტის მიღება, რომ ქავილი შემსუბუქდეს.

- ზოგად რეკომენდაციებს რაც ეხება, რისი თქმა შეგიძლიათ?

- იმ ადამიანებმა, რომელთაც მწერის ნაკბენის მიმართ ალერგია აქვთ (განსაკუთრებით ფუტკრის და ბზიკის მიმართ), თან უნდა ატარონ ადრენალინის აუტოინექტორი. ეს იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ წნევა დავარდა, ადამიანი გონებას კარგავს, სუნთქვა უჭირს. ასეთ დროს ეს პირველადი დახმარებაა, რომ ანაფილაქსიური შოკი არ განვითარდეს.

ზოგადი რეკომენდაცია კი ასეთი იქნება:

  • ფეხშიშველებმა ან ღია ფეხსაცმლით არ ვიაროთ ბალახზე, განსაკუთრებით იმ პაციენტებმა, რომლებსაც ინსექტური ალერგია აქვთ;
  • მწერები მხედველობით აღიქვამენ, შესაბამისად, ღია ფერი, ან ყვავილებიანი სამოსი თუ არ გვეცმევა და სხეული ნაკლებად გვექნება გაშიშვლებული, უკეთესია;
  • თუ მწერები ირგვლივ დაფრინავენ, ხელი არ მოვუქნიოთ და მათი მოახლოების შემთხვევებს მშვიდად გავერიდოთ.
  • გარეთ, ბუნებაში არ მივირთვათ ტკბილი საკვები - ნაყინი, საზამთრო, რადგანაც მწერები ამასაც ეტანებიან...

თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, მეტ-ნაკლებად ხიფათისგან დაცული ვიქნებით!

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ