სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი პროფკავშირი - "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ
ახალი პროფკავშირი - "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ

„სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, 10 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ გა­ი­ფი­ცონ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რკი­ნიგ­ზელ­თა ახა­ლი პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ ილია ლეჟა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, გა­ფიც­ვა­ში შე­საძ­ლოა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს რკინგზის 4800-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა.

ილია ლეჟა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წლე­ბია ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბას მო­ი­თხო­ვენ, თუმ­ცა პი­რებს, რო­მელ­თა ხელ­ფა­სიც 1000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა, მო­თხოვ­ნას „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ ად­მი­ნის­ტრა­ცია არ უკ­მა­ყო­ფი­ლებს. ილია ლეჟა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა შრო­მის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მე­დი­ა­ტო­რი და­ნიშ­ნა, თუმ­ცა რკი­ნიგ­ზის ადმნის­ტრა­ცი­ამ მე­დი­ა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. ილია ლეჟა­ვას გან­ცხა­დე­ბით, რკი­ნიგ­ზის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას 10 აგ­ვის­ტომ­დე აქვს ვადა, აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ხოლო 10 აგ­ვის­ტოს პროფ­კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და­ი­წყე­ბენ გა­ფიც­ვას რკი­ნიგ­ზე­ლე­ბი.

„გა­ფიც­ვის უფ­ლე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლია, მო­ლა­პა­რა­კე­ბის ვადა ამო­ი­წუ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ა­ტორს მე­ო­რე მხა­რე არ შეხ­ვდა, უარი გა­ნა­ცხა­დეს, რაც პირ­და­პირ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა, რად­გან კა­ნონ­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ მხა­რე­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში მე­დი­ა­ტო­რის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ 2012 წლის შემ­დეგ, პი­რებს, რო­მელ­თა ხელ­ფა­სიც არ აღე­მა­ტე­ბა 1000 ლარს, ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ერ­თოდ არ მო­მა­ტე­ბი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი თხოვ­ნი­სა. საკ­მა­ოდ მძი­მე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მყოფ პი­რებს აქვთ 200- 300 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფა­სი, მა­შინ რო­დე­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ბე­რი­ლია შტა­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად გე­ნე­რალ­რი დი­რექ­ტო­რის ხელ­ფა­სი 15 000 ლა­რია, მას ყავს 6 მო­ად­გი­ლე, 6 თა­ნა­შემ­წე, 7 კონ­სულ­ტა­ტი, რო­მელ­თა ხელ­ფა­სიც 4 ათა­სი ლა­რი­დან იწყე­ბა და ადის ზე­მოთ. დაჩი ცა­გუ­რი­ას და კოკა გუნ­ცა­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა კი 11 მი­ლი­ო­ნი ლა­რის საწ­ვა­ვი და­ხარ­ჯეს. ეს კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს და ამა­ზე უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ“, - აღ­ნიშ­ნა ილია ლეჟა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ახალი პროფკავშირი - "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ

ახალი პროფკავშირი - "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები, შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ განუცხადა, გაფიცვაში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს რკინგზის 4800-მა თანამშრომელმა.

ილია ლეჟავას ინფორმაციით, თანამშრომლები წლებია ხელფასების მატებას მოითხოვენ, თუმცა პირებს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, მოთხოვნას „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია არ უკმაყოფილებს. ილია ლეჟავას ინფორმაციითვე, საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, თუმცა რკინიგზის ადმნისტრაციამ მედიაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც კანონდარღვევაა. ილია ლეჟავას განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციას 10 აგვისტომდე აქვს ვადა, აწარმოოს მოლაპარაკებები თანამშრომლებთან, ხოლო 10 აგვისტოს პროფკავშირის გამგეობის სხდომა გაიმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტულად როდის დაიწყებენ გაფიცვას რკინიგზელები.

„გაფიცვის უფლება მოპოვებულია, მოლაპარაკების ვადა ამოიწურა. სამწუხაროდ, მედიატორს მეორე მხარე არ შეხვდა, უარი განაცხადეს, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ მხარეები ვალდებულნი არიან მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ 2012 წლის შემდეგ, პირებს, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1000 ლარს, ანაზღაურება საერთოდ არ მომატებიათ, მიუხედავად არაერთი თხოვნისა. საკმაოდ მძიმე სამუშაოებზე მყოფ პირებს აქვთ 200- 300 ლარის ოდენობის ხელფასი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციაში გაბერილია შტატები. მაგალითად გენერალრი დირექტორის ხელფასი 15 000 ლარია, მას ყავს 6 მოადგილე, 6 თანაშემწე, 7 კონსულტატი, რომელთა ხელფასიც 4 ათასი ლარიდან იწყება და ადის ზემოთ. დაჩი ცაგურიას და კოკა გუნცაძის ავტომობილებმა კი 11 მილიონი ლარის საწვავი დახარჯეს. ეს კითხვები არსებობს და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ადმინისტრაციამ“, - აღნიშნა ილია ლეჟავამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ