პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყავს საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად ბედნიერი ვარ" - ნათია წიწილაშვილი საზაფხულო არდადეგებსა და საკურორტო რომანებზე
"მყავს საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად ბედნიერი ვარ" - ნათია წიწილაშვილი საზაფხულო არდადეგებსა და საკურორტო რომანებზე

მსა­ხი­ობ ნა­თია წი­წი­ლაშ­ვილს სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ: მარ­თა­ლია, მთა­ში დას­ვე­ნე­ბა არ უყ­ვარს, მაგ­რამ შვი­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბის, ანას­ტა­სია კა­ლან­და­ძის გამო, ზა­ფხუ­ლის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთს იქ მა­ინც ატა­რებს...

- მთე­ლი წლის გა­დაღ­ლი­ლი (ფი­ზი­კუ­რად, ემო­ცი­უ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად), ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბი ხოლ­მე. რო­გორც ყვე­ლა ელის შვე­ბუ­ლე­ბას, და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას, მეც ერთი სული მაქვს, რო­დის წა­ვალ. და­სას­ვე­ნებ­ლად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ზღვაა. რა თქმა უნდა, ზღვა­ზე ბავ­შვი მიმ­ყავს, მაგ­რამ მას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა "დას­ვე­ნე­ბას" არ ნიშ­ნავს (იცი­ნის). ისე გა­მო­დის, რომ ჯერ ბავ­შვი მიმ­ყავს, და­ის­ვე­ნებს, შემ­დეგ ბავ­შვის გა­რე­შე, მარ­ტო ისევ ზღვა­ზე მივ­დი­ვარ და ემო­ცი­უ­რად ვის­ვე­ნებ.

- ზღვა­ზე დროს რო­გორ ატა­რებ?

- თით­ქოს და­საქ­მე­ბუ­ლი­ვით ვარ: დღე­ში ორ­ჯერ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ჩას­ვლის პრო­ცე­დუ­რა, დი­ლას ადრე ად­გო­მა... ასე თუ ისე, რე­ჟიმ­ში ხარ. თან, გა­რუ­ჯვაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა მზის გულ­ზე ისეთ სა­ა­თებ­ში არა­სო­დეს ვარ, როცა მზე პიკ­შია. აუ­ცი­ლებ­ლად დი­ლას ადრე ვდგე­ბი, 9 სა­ათ­ზე უკვე სა­ნა­პი­რო­ზე ვარ. მაქ­სი­მუმ, 12-მდე ვრჩე­ბი. მერე სა­ღა­მოს 5-დან ისევ ჩავ­დი­ვარ. ჩემ­თვის ერ­თგვა­რი მე­დი­ტა­ცი­აა სა­ნა­პი­რო­ზე წოლა, გა­რუ­ჯვა, ზღვის ყუ­რე­ბა, ტალ­ღე­ბის ხმა... ალ­ბათ, ზღვა ყვე­ლა­ზე მე­ტად ამი­ტომ მიყ­ვარს. მთა­ში უბ­რა­ლოდ, არ ვიცი, რა უნდა ვა­კე­თო ხოლ­მე (იცი­ნის), მაგ­რამ ბავ­შვის გამო, იქ გამ­გზავ­რე­ბა მა­ინც მი­წევს.

- კარ­გად დას­ვე­ნე­ბას ახერ­ხებ? ალ­ბათ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად, გა­მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. თან, ახლა შენი გო­გო­ნაც - ნას­ტი­აც პო­პუ­ლა­რუ­ლია...

- მგო­ნი, ამ სა­კი­თხში ნას­ტი­ამ მა­ჯო­ბა (იცი­ნის). ვერ ვი­ტყვი, რომ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის და ვწუხ­დე­ბი, პი­რი­ქით - მეც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, არა­სო­დეს შე­ვუ­წუ­ხე­ბულ­ვარ. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ადა­მი­ა­ნებს ასე ვუყ­ვარ­ვარ... კი, დას­ვე­ნე­ბას ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ. ვცდი­ლობ, გან­ვიტ­ვირ­თო, მარ­ტო დავ­რჩე... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სა­ნა­პი­რო­ზე მარ­ტოც ჩავ­სულ­ვარ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია.

- თუ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა მი­გიჩ­ნე­ვია, რომ კარგ ფორ­მა­ში არ ხარ და ამის გამო, გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე უარი გით­ქვამს?

- არა, სხვა­თა შო­რის, არა­სო­დეს! სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვიყო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე და ასე­თი ვარ კი­დეც (იცი­ნის). ამი­ტომ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე უარი არა­სო­დეს მით­ქვამს. ფორ­მა­ში რომც არ ვიყო, ადა­მი­ანს გულს მა­ინც არ გა­ვუ­ტეხ და ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე უარს არ ვე­ტყვი.

- შენი პლა­ჟუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა რო­გო­რია? მო­დურ ტენ­დენ­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- ვფიქ­რობ, XXI სა­უ­კუ­ნე­ში და კონ­კრე­ტუ­ლად 2019 წელს ისე­თი მო­დაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ბევრ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, აარ­ჩი­ოს თუნ­დაც, ტა­ნი­სა­მო­სი, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი... რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცი­აც არის, ახა­ლი მო­დე­ლე­ბი იქ­მნე­ბა. ცხა­დია, ამას ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რო­გორც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე პლაჟ­ზეც კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ეს სა­კი­თხი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი არა­სო­დეს უნდა იყოს, ხელი არა­სო­დეს უნდა ჩა­იქ­ნიო - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა მაც­ვი­აო... ნე­ბის­მი­ე­რი ქალი იმის­კენ მი­ილ­ტვის, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

- შე­გიძ­ლია, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე "თა­მა­მი" სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით გა­მოჩ­ნდე?

- ასე­თი სა­მო­სი, ასე თუ ისე, მა­ინც გა­მომ­წვე­ვად აღიქ­მე­ბა... მე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს: თუ მომ­წონს, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვიც­ვამ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია. სა­ერ­თოდ, გა­მომ­წვე­ვად ჩაც­მა არ მა­ხა­სი­ა­თებს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ისეთ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებს ვარ­ჩევ, რო­მე­ლიც მიხ­დე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში შენი ჩაც­მუ­ლო­ბა გან­სხვავ­დე­ბა? ამ მხრივ, იქ უფრო მე­ტად თა­მა­მი ხომ არ ხარ?

- არა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­თნა­ი­რად ვი­მო­სე­ბი. ალ­ბათ, იქ უფრო თა­ვი­სუფ­ლად ხარ ადა­მი­ა­ნი, არა­ვინ გაკ­ვირ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში ისე­დაც ასეა, ძი­რი­თა­დად, ასე­თი მენ­ტა­ლო­ბის ხალ­ხი ცხოვ­რობს. რა თქმა უნდა, ვინც ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ის ყო­ველ­თვის თვალ­ში სა­ცე­მია და მას ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის შე­ხე­დავს, მაგ­რამ პი­რა­დად მე, რო­გორც ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მაც­ვია, უცხო­ეთ­შიც იმა­ვე­ნა­ი­რად ვი­მო­სე­ბი.

- ძი­რი­თა­დად, ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბას სად ამ­ჯო­ბი­ნებ - სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ უცხო­ეთ­ში?

- ზა­ფხულს რაც შე­ე­ხე­ბა, ძი­რი­თა­დად, აქ უფრო ხში­რად ვარ - ისევ და ისევ, ბავ­შვის გამო. სა­ერ­თოდ, მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, დრო სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვა­ტა­რო, უცხო ად­გი­ლე­ბი ვნა­ხო, სა­დაც ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ... სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც ნამ­ყო­ფი არ ვარ და მინ­და, წა­ვი­დე. უბ­რა­ლოდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სხვებ­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ისე ვგეგ­მავ, რომ ზა­ფხუ­ლის დიდ ნა­წილს ჩვენს კუ­რორ­ტებ­ზე ვა­ტა­რებ, თან - დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბა არ არის: ესაა ახა­ლი რა­ღა­ცე­ბის შეც­ნო­ბა, ნახ­ვა, გარ­თო­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა... ასე რომ, დას­ვე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ვამ­ჯო­ბი­ნებ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მყავს საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად ბედნიერი ვარ" - ნათია წიწილაშვილი საზაფხულო არდადეგებსა და საკურორტო რომანებზე

"მყავს საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად ბედნიერი ვარ" - ნათია წიწილაშვილი საზაფხულო არდადეგებსა და საკურორტო რომანებზე

მსახიობ ნათია წიწილაშვილს საზაფხულო არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ: მართალია, მთაში დასვენება არ უყვარს, მაგრამ შვილის - "ჩემი ცოლის დაქალების" პატარა მსახიობის, ანასტასია კალანდაძის გამო, ზაფხულის გარკვეულ მონაკვეთს იქ მაინც ატარებს...

- მთელი წლის გადაღლილი (ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად), ზაფხულის არდადეგებს ძალიან ველოდები ხოლმე. როგორც ყველა ელის შვებულებას, დასასვენებლად წასვლას, მეც ერთი სული მაქვს, როდის წავალ. დასასვენებლად ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ზღვაა. რა თქმა უნდა, ზღვაზე ბავშვი მიმყავს, მაგრამ მასთან ერთად დასასვენებლად წასვლა "დასვენებას" არ ნიშნავს (იცინის). ისე გამოდის, რომ ჯერ ბავშვი მიმყავს, დაისვენებს, შემდეგ ბავშვის გარეშე, მარტო ისევ ზღვაზე მივდივარ და ემოციურად ვისვენებ.

- ზღვაზე დროს როგორ ატარებ?

- თითქოს დასაქმებულივით ვარ: დღეში ორჯერ ზღვის სანაპიროზე ჩასვლის პროცედურა, დილას ადრე ადგომა... ასე თუ ისე, რეჟიმში ხარ. თან, გარუჯვაც ძალიან მიყვარს, თუმცა მზის გულზე ისეთ საათებში არასოდეს ვარ, როცა მზე პიკშია. აუცილებლად დილას ადრე ვდგები, 9 საათზე უკვე სანაპიროზე ვარ. მაქსიმუმ, 12-მდე ვრჩები. მერე საღამოს 5-დან ისევ ჩავდივარ. ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა სანაპიროზე წოლა, გარუჯვა, ზღვის ყურება, ტალღების ხმა... ალბათ, ზღვა ყველაზე მეტად ამიტომ მიყვარს. მთაში უბრალოდ, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო ხოლმე (იცინის), მაგრამ ბავშვის გამო, იქ გამგზავრება მაინც მიწევს.

- კარგად დასვენებას ახერხებ? ალბათ, ბევრი ადამიანი მოდის ფოტოს გადასაღებად, გამოსალაპარაკებლად. თან, ახლა შენი გოგონაც - ნასტიაც პოპულარულია...

- მგონი, ამ საკითხში ნასტიამ მაჯობა (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ხალხის ყურადღება დისკომფორტს მიქმნის და ვწუხდები, პირიქით - მეც ძალიან მიხარია, არასოდეს შევუწუხებულვარ. მადლობელი ვარ, რომ ადამიანებს ასე ვუყვარვარ... კი, დასვენებას ყოველთვის ვახერხებ. ვცდილობ, განვიტვირთო, მარტო დავრჩე... ყოფილა შემთხვევა, სანაპიროზე მარტოც ჩავსულვარ და აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ შემქმნია.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მიგიჩნევია, რომ კარგ ფორმაში არ ხარ და ამის გამო, გულშემატკივართან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი გითქვამს?

- არა, სხვათა შორის, არასოდეს! სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, მოწესრიგებულად გამოვიყურებოდე და ასეთი ვარ კიდეც (იცინის). ამიტომ ფოტოს გადაღებაზე უარი არასოდეს მითქვამს. ფორმაში რომც არ ვიყო, ადამიანს გულს მაინც არ გავუტეხ და ფოტოს გადაღებაზე უარს არ ვეტყვი.

- შენი პლაჟური ჩაცმულობა როგორია? მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებ?

- ვფიქრობ, XXI საუკუნეში და კონკრეტულად 2019 წელს ისეთი მოდაა, რომელიც ადამიანს ბევრ საშუალებას აძლევს, აარჩიოს თუნდაც, ტანისამოსი, საცურაო კოსტიუმი... რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენციაც არის, ახალი მოდელები იქმნება. ცხადია, ამას ყურადღებას ვაქცევ და დიდი სურვილი მაქვს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პლაჟზეც კარგად გამოვიყურებოდე. ეს საკითხი მეორეხარისხოვანი არასოდეს უნდა იყოს, ხელი არასოდეს უნდა ჩაიქნიო - რა მნიშვნელობა აქვს, რა მაცვიაო... ნებისმიერი ქალი იმისკენ მიილტვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს.

- შეგიძლია, ზღვის სანაპიროზე "თამამი" საცურაო კოსტიუმით გამოჩნდე?

- ასეთი სამოსი, ასე თუ ისე, მაინც გამომწვევად აღიქმება... მე არანაირი პრობლემა არ მაქვს: თუ მომწონს, აუცილებლად ჩავიცვამ, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევა არ მქონია. საერთოდ, გამომწვევად ჩაცმა არ მახასიათებს. ჩვეულებრივად, ისეთ საცურაო კოსტიუმებს ვარჩევ, რომელიც მიხდება.

- საქართველოსა და უცხოეთში შენი ჩაცმულობა განსხვავდება? ამ მხრივ, იქ უფრო მეტად თამამი ხომ არ ხარ?

- არა, აბსოლუტურად ერთნაირად ვიმოსები. ალბათ, იქ უფრო თავისუფლად ხარ ადამიანი, არავინ გაკვირდება. უცხოეთში ისედაც ასეა, ძირითადად, ასეთი მენტალობის ხალხი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ვინც ლამაზად გამოიყურება, ის ყოველთვის თვალში საცემია და მას ადამიანი ყოველთვის შეხედავს, მაგრამ პირადად მე, როგორც ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს ქვეყანაში მაცვია, უცხოეთშიც იმავენაირად ვიმოსები.

- ძირითადად, ზაფხულის გატარებას სად ამჯობინებ - საქართველოში თუ უცხოეთში?

- ზაფხულს რაც შეეხება, ძირითადად, აქ უფრო ხშირად ვარ - ისევ და ისევ, ბავშვის გამო. საერთოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, დრო საზღვარგარეთ გავატარო, უცხო ადგილები ვნახო, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ... საქართველოშიც ბევრი ადგილია, სადაც ნამყოფი არ ვარ და მინდა, წავიდე. უბრალოდ, არის შემთხვევები, როცა სხვებზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ მაინც ისე ვგეგმავ, რომ ზაფხულის დიდ ნაწილს ჩვენს კურორტებზე ვატარებ, თან - დიდი სიამოვნებით. არანაირი პრობლემა არ მაქვს. საზღვარგარეთ წასვლა ჩემთვის დასვენება არ არის: ესაა ახალი რაღაცების შეცნობა, ნახვა, გართობის ერთ-ერთი სახეობა... ასე რომ, დასვენებას საქართველოში ვამჯობინებ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ