მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრმა არ იცის რა არის "ბიო", ნიტრატებით გაჯერებულ საკვებს ჭამენ" - 26 წლის ბიომეურნის რჩევები ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად
"ბევრმა არ იცის რა არის "ბიო", ნიტრატებით გაჯერებულ საკვებს ჭამენ" - 26 წლის ბიომეურნის რჩევები ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად

ნიკა ბა­გა­ლიშ­ვი­ლი წნორ­ში ცხოვ­რობს, 26 წლი­საა, აქვს თა­ვი­სი ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა და დიდი გეგ­მე­ბი. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რო­ნო­მი­უ­ლი სა­მა­გის­ტრო კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ მშობ­ლი­ურ სო­ფელს მი­ა­შუ­რა. "ჯერ ერთი, მიყ­ვარს ეს საქ­მე და მერე - ვფიქ­რობ, ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი არა­ფე­რი ხდე­ბა და მინ­და, რა­ღა­ცე­ბი შევ­ცვა­ლო. სა­ერ­თოდ, აგ­რა­რულ სა­კი­თხებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად არი­ა­ნინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ ჩემ­თვის არ მე­კე­თე­ბი­ნა საქ­მე, ბიზ­ნე­სი და ის სხვე­ბის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლო ყო­ფი­ლი­ყო", - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა.

- ჯან­სა­ღი კვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გა­რე­მო სა­შინ­ლად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა კი მხო­ლოდ ბი­ო­მი­მარ­თუ­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე მო­სავ­ლის ასე მოყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კვლა­ვაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭა­მენ ნიტ­რა­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბულ პრო­დუქ­ტებს და არ იცი­ან, რა რა­ო­დე­ნო­ბით არის შხა­მი ამ პრო­დუქ­ტებ­ში.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ბი­ოპ­რო­დუქ­ტი ნიტ­რა­ტე­ბით მოყ­ვა­ნი­ლის­გან?

- ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლია ებ­რძო­ლო სა­რე­ვე­ლას - და­ას­ხამ და მორ­ჩა, იქ აღა­რა­ფე­რი ამო­ვა. ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, ამას ვერ გა­ა­კე­თებ. სა­რე­ვე­ლას გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად ბრძო­ლა ხე­ლით გი­წევს და მისი მოს­პო­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი საქ­მეა. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ბი­ოპ­რო­დუქ­ტი შეგ­ვიძ­ლია ისე­ვე მო­ვიყ­ვა­ნოთ, რო­გორც ქი­მი­უ­რი, თუმ­ცა მეტი შრო­მა უნდა და მერე ამი­ტო­მაც გან­სხვავ­დე­ბა ფა­სე­ბი და ხა­რის­ხი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ზა­რი არ არის ერ­თნა­ი­რი, მა­გა­ლი­თად, 1 კი­ლოგ­რა­მი პა­მი­დო­რი ზო­გან 1,5 ლარი ღირს, ზო­გან - 2 ან 3 ლარი. სა­ბო­ლო­ოდ არც ვიცი, რა არის პა­მიდვ­რის რე­ა­ლუ­რი ფასი, მე 3,5 ლა­რად ვყი­დი და ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ფა­სია, მაგ­რამ ეს საქ­მე ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მაქვს და მინ­და ყვე­ლამ შე­ი­ტყოს. ამი­ტომ თა­ვი­დან ასე­თი მიდ­გო­მა მაქვს. სერ­ტი­ფი­კა­ტიც არ მაქვს ჯერ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან მექ­ნე­ბა და ფასს უკვე ამის მი­ხედ­ვით მო­ვუ­მა­ტებ. ჩემი პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა­ ქი­მი­უ­რად და­მუ­შა­ვე­ბულ-მო­წე­უ­ლის­გან, რო­გორც შე­სა­ხე­და­ვად, ისე სუ­ნით და გე­მო­თი.

- რა ფარ­თობ­ზე მოგ­ყავთ პა­მი­დო­რი?

- პა­მი­დო­რი, ბრო­კო­ლი და ცხა­რე წი­წა­კა ჩემს ეზო­ში და ეზოს უკან, ბა­ღჩა­ში მაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი, სულ 500 კვმ-ია. კარ­ტო­ფი­ლი ცოტა ზე­მოთ, ტყის მი­წა­ზე მაქვს. ის ად­გი­ლი, 15 წე­ლია, არ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლა. შარ­შან შე­მოვ­ღო­ბე, ჩემ­თვის სა­სინ­ჯად კარ­ტო­ფი­ლი დავ­თე­სე. კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, წლე­ულს უკვე გა­სა­ყი­დად ბევ­რი დავ­თე­სე. სამ­წუ­ხა­როდ, წყა­ლი არ უდ­გე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა და­ბა­ლი იყო. ლო­ბიო ქვე­მოთ, ალაზ­ნის ვე­ლის­კენ მი­თე­სია, ნა­ხე­ვარ ჰექ­ტა­რამ­დეა და სულ 7000 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ვა. ფარ­თო­ბის პრობ­ლე­მა მაქვს, თო­რემ უფრო მეტ პრო­დუქტს დავ­თე­სავ­დი.

- მარ­ტო მუ­შა­ობთ თუ და­საქ­მე­ბუ­ლი გყავთ ვინ­მე?

- ჩემი მშობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ­ უმე­ტეს­წი­ლად, მე ვმუ­შა­ობ. უბ­რა­ლოდ, მათი დახ­მა­რე­ბა ხან­და­ხან მჭირ­დე­ბა. მე თვი­თონ ვყი­დი კი­დეც სა­კუ­თარ მო­სა­ვალს. ბრო­კო­ლი წლე­ულს პირ­ვე­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. თა­ვი­დან თეს­ლი სპე­ცი­ა­ლურ კა­სე­ტებ­ში დავ­თე­სე, ნერ­გე­ბი კარ­გად გა­ფხვი­ე­რე­ბულ ნი­ა­დაგ­ში გა­და­ვი­ტა­ნე. მიწა კარ­გად გა­ფხვი­ე­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. დარ­გვი­სას რი­გებს შო­რის მან­ძი­ლი 60-70 სმ-ია და­სა­ცა­ვი, მცე­ნა­რე­ებს შო­რის მან­ძი­ლი კი 35 სმ უნდა იყოს. წყა­ლი უყ­ვარს, ხში­რი მორ­წყვა უნდა. თუ ნეს­ტი არ აქვს, ვერ მო­დის. სამ თვე­ში ბრო­კო­ლის გაძ­ლევს და პა­ტა­რა ნაკ­ვეთ­ზე თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია წე­ლი­წად­ში ორი მო­სა­ვა­ლი მო­ას­წრო, მაგ­რამ ეს ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის კარ­გი არ არის. წლე­ულს მავ­ნებ­ლე­ბი ცოტა მყავ­და, მაგ­რამ თუ გა­ი­სად იმა­ვე ად­გი­ლას ბრო­კო­ლის დარ­გავ, მავ­ნებ­ლე­ბი მო­ი­მა­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, ბრძო­ლა მო­მი­წევს, ამი­ტომ ჯობს, სხვა კულ­ტუ­რა გა­ვა­შე­ნო. კულ­ტუ­რე­ბი ისე უნდა ჩა­ა­ნაც­ვლო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­დეს. სირ­თუ­ლე, რო­გორც ვთქვით, სა­რე­ვე­ლე­ბის ხე­ლით მო­ცი­ლე­ბაა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, მულ­ჩი­რე­ბას მაგ სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხით უკე­თებთ მცე­ნა­რეს...

- ბა­ლა­ხის მულ­ჩი იმით გან­სხვავ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რის­გან, რომ აქ ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი მი­დის - ლპე­ბა, ჩნდე­ბა ჭი­ა­ყე­ლე­ბი, სი­ნეს­ტე გა­ცი­ლე­ბით მეტი აქვს და ფეს­ვი იმ სი­ცხის გამო, რო­მე­ლიც ჩვენ­კენ იცის, შოკ­ში აღარ ვარ­დე­ბა. ზე­მო­დან ბა­ლა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 15 სმ-ზე ადევს და სი­ცხე ფეს­ვამ­დე ვერ აღ­წევს, რაკი სი­ნეს­ტე­საც დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნებს. ამის და­დე­ბი­თი მხა­რე ის არის, ბა­ლახს რომ გავ­შლი, იქ სა­რე­ვე­ლა აღარ ამო­დის და შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან ბრძო­ლა აღარ მი­წევს. თუმ­ცა ბა­ლა­ხის მულ­ჩის გაშ­ლა ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, ბევ­რი დრო და ენერ­გი­აა სა­ჭი­რო.

- სა­სუ­ქად რას იყე­ნებთ?

- სა­ქონ­ლის გა­დამ­წვარ ნა­კელს. კარგ ეფექტს იძ­ლე­ვა. ბრო­კო­ლი, პა­მი­დო­რი სულ ამ სა­სუ­ქით მო­ვიყ­ვა­ნე, მშვე­ნი­ე­რი მო­სა­ვა­ლიც მი­ვი­ღე.

- ყუ­რძე­ნი არ მოგ­ყავთ?

- ჯერ არა, მაგ­რამ ვა­პი­რებ მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, რად­გა­ნაც ამ საქ­მე­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა დრო­ის ამ­ბა­ვია და ალ­ბათ, ესეც მექ­ნე­ბა.

- ნიკა, სოფ­ლის ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სო სას­წავ­ლებ­ლის გახ­სნას აპი­რებთ, სა­დაც მათ ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა უნდა შე­ას­წავ­ლოთ. რო­გორ გა­გიჩ­ნდათ ეს იდეა?

- რე­გი­ონ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ცუ­დად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან - ხორ­ბლის მო­სა­ვალს რომ აი­ღე­ბენ, მერე ნამ­ჯას ცე­ცხლს უკი­დე­ბენ და წვა­ვენ. ეს არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გა­ნაც იწ­ვე­ბა ჰუ­მუ­სი - მი­წის სწო­რედ ის ფენა, რო­მელ­მაც ნა­ყო­ფი უნდა მოგ­ვცეს. წლე­ბის შემ­დეგ ამის გამო ჩვე­ნი ნი­ა­და­გი შე­იძ­ლე­ბა უნა­ყო­ფო გახ­დეს... მოკ­ლედ, უამ­რავ სა­კი­თხში ჩანს უცო­დი­ნა­რო­ბა. სა­კონ­სულ­ტა­ციო მა­გი­დის კონ­სულ­ტან­ტი ვარ "ცოდ­ნის კა­ფე­ში". პრო­ექ­ტი ფერ­მე­რე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, მაგ­რამ ამან არ იმუ­შა­ვა - ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბი­ათ. შეხ­ვედ­რებ­ზე მხო­ლოდ პა­ტა­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ. ორმა ბავ­შვმა - ფერ­მე­რო­ბა მინ­და, კარ­ტო­ფი­ლი უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო. გა­მი­ხარ­და და სკო­ლის გახ­სნის იდე­აც აქე­დან გაჩ­ნდა. გა­დავ­წყვი­ტე, პა­ტა­რებ­თან ვი­მუ­შაო. მათ მეტს ას­წავ­ლი, ვიდ­რე დი­დებს. დი­დებს უკვე რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვთ და ვე­რა­ფერს ცვლი­ან. ამის არც სურ­ვი­ლი აქვთ. ჩვენს სას­წავ­ლე­ბელ­ში 7-დან 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი ივ­ლი­ან. თე­ო­რი­ის სწავ­ლის გარ­და, პრაქ­ტი­კა­საც გა­ივ­ლი­ან. თვი­თონ­ვე დარ­გა­ვენ, და­თე­სენ, მო­იყ­ვა­ნენ. ამ პრო­ცეს­ში რომ ჩა­ერ­თვე­ბი­ან, მერე გა­ყი­დი­ან კი­დეც და ამა­საც ის­წავ­ლი­ან. ზა­ფხუ­ლი დას­რულ­დე­ბა და ჩვენც და­ვი­წყებთ.

- მათ­თვის სწავ­ლე­ბას უსას­ყიდ­ლოდ აპი­რებთ?

- კი, უფა­სო იქ­ნე­ბა და მაქ­სი­მუმ 20 ბავ­შვი უნდა მი­ვი­ღოთ.

- ჩვენს მკი­თხველს რას ურ­ჩევ­დით?

- რო­დე­საც საქ­მეს იწყებ, უნდა იცო­დე, რო­გორ მო­იყ­ვა­ნო ესა თუ ის პრო­დუქ­ტი. კულ­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ უნდა იცო­დე ყვე­ლა­ფე­რი, რომ მერე ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა შე­გექ­მნას. და­ვუშ­ვათ, და­ვი­წყე პა­მიდვ­რის მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ არ ვარ შე­სა­ბა­მი­სად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ჩნდე­ბა მავ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს. ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ უნდა ვი­ცო­დე, მოყ­ვა­ნაც და ისიც, რო­გორ ვებ­რძო­ლო მავ­ნე­ბელს... შე­საძ­ლოა, სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­როს მო­სა­ვა­ლი და ამის­თვი­საც უნდა ვიყო მზად, თუნ­დაც დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი უნდა მქონ­დეს. ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ყუ­რე­ბი არ უნდა ჩა­მოვ­ყა­როთ და მი­წა­ზე შრო­მა არ უნდა შევ­წყვი­ტოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბევრმა არ იცის რა არის "ბიო", ნიტრატებით გაჯერებულ საკვებს ჭამენ" - 26 წლის ბიომეურნის რჩევები ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად

"ბევრმა არ იცის რა არის "ბიო", ნიტრატებით გაჯერებულ საკვებს ჭამენ" - 26 წლის ბიომეურნის რჩევები ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად

ნიკა ბაგალიშვილი წნორში ცხოვრობს, 26 წლისაა, აქვს თავისი ბიომეურნეობა და დიდი გეგმები. აგრარულ უნივერსიტეტში აგრონომიული სამაგისტრო კურსის გავლის შემდეგ მშობლიურ სოფელს მიაშურა. "ჯერ ერთი, მიყვარს ეს საქმე და მერე - ვფიქრობ, ბიომეურნეობის მიმართულებით საქართველოში დიდი არაფერი ხდება და მინდა, რაღაცები შევცვალო. საერთოდ, აგრარულ საკითხებში ადამიანები ძალიან ცუდად არიანინფორმირებული. ყოველთვის ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვის არ მეკეთებინა საქმე, ბიზნესი და ის სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო", - გვეუბნება ნიკა.

- ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. გარემო საშინლად დაბინძურებულია, ჯანსაღი პროდუქტების მიღება კი მხოლოდ ბიომიმართულებით არის შესაძლებელი. ამიტომაც გადავწყვიტე მოსავლის ასე მოყვანა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კვლავაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭამენ ნიტრატებით გაჯერებულ პროდუქტებს და არ იციან, რა რაოდენობით არის შხამი ამ პროდუქტებში.

- რით განსხვავდება ბიოპროდუქტი ნიტრატებით მოყვანილისგან?

- ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მარტივად შეგიძლია ებრძოლო სარეველას - დაასხამ და მორჩა, იქ აღარაფერი ამოვა. ბიომეურნეობაში ეს დაუშვებელია, ამას ვერ გააკეთებ. სარეველას გასანადგურებლად ბრძოლა ხელით გიწევს და მისი მოსპობა ყველაზე რთული საქმეა. რაოდენობრივად ბიოპროდუქტი შეგვიძლია ისევე მოვიყვანოთ, როგორც ქიმიური, თუმცა მეტი შრომა უნდა და მერე ამიტომაც განსხვავდება ფასები და ხარისხი. საქართველოში ბაზარი არ არის ერთნაირი, მაგალითად, 1 კილოგრამი პამიდორი ზოგან 1,5 ლარი ღირს, ზოგან - 2 ან 3 ლარი. საბოლოოდ არც ვიცი, რა არის პამიდვრის რეალური ფასი, მე 3,5 ლარად ვყიდი და ვფიქრობ, საკმაოდ დაბალი ფასია, მაგრამ ეს საქმე ახალი დაწყებული მაქვს და მინდა ყველამ შეიტყოს. ამიტომ თავიდან ასეთი მიდგომა მაქვს. სერტიფიკატიც არ მაქვს ჯერ, მომავალი წლიდან მექნება და ფასს უკვე ამის მიხედვით მოვუმატებ. ჩემი პროდუქტი ძალიან განსხვავდება ქიმიურად დამუშავებულ-მოწეულისგან, როგორც შესახედავად, ისე სუნით და გემოთი.

- რა ფართობზე მოგყავთ პამიდორი?

- პამიდორი, ბროკოლი და ცხარე წიწაკა ჩემს ეზოში და ეზოს უკან, ბაღჩაში მაქვს გაშენებული, სულ 500 კვმ-ია. კარტოფილი ცოტა ზემოთ, ტყის მიწაზე მაქვს. ის ადგილი, 15 წელია, არ დამუშავებულა. შარშან შემოვღობე, ჩემთვის სასინჯად კარტოფილი დავთესე. კარგი მოსავალი მოვიდა, წლეულს უკვე გასაყიდად ბევრი დავთესე. სამწუხაროდ, წყალი არ უდგება და შესაბამისად, მოსავლიანობა დაბალი იყო. ლობიო ქვემოთ, ალაზნის ველისკენ მითესია, ნახევარ ჰექტარამდეა და სულ 7000 კვმ მიწის ნაკვეთი გამოვა. ფართობის პრობლემა მაქვს, თორემ უფრო მეტ პროდუქტს დავთესავდი.

- მარტო მუშაობთ თუ დასაქმებული გყავთ ვინმე?

- ჩემი მშობლები მეხმარებიან, მაგრამ უმეტესწილად, მე ვმუშაობ. უბრალოდ, მათი დახმარება ხანდახან მჭირდება. მე თვითონ ვყიდი კიდეც საკუთარ მოსავალს. ბროკოლი წლეულს პირველად მოვიყვანე. თავიდან თესლი სპეციალურ კასეტებში დავთესე, ნერგები კარგად გაფხვიერებულ ნიადაგში გადავიტანე. მიწა კარგად გაფხვიერებული უნდა იყოს. დარგვისას რიგებს შორის მანძილი 60-70 სმ-ია დასაცავი, მცენარეებს შორის მანძილი კი 35 სმ უნდა იყოს. წყალი უყვარს, ხშირი მორწყვა უნდა. თუ ნესტი არ აქვს, ვერ მოდის. სამ თვეში ბროკოლის გაძლევს და პატარა ნაკვეთზე თავისუფლად შეგიძლია წელიწადში ორი მოსავალი მოასწრო, მაგრამ ეს ბიომეურნეობისთვის კარგი არ არის. წლეულს მავნებლები ცოტა მყავდა, მაგრამ თუ გაისად იმავე ადგილას ბროკოლის დარგავ, მავნებლები მოიმატებს და შესაბამისად, ბრძოლა მომიწევს, ამიტომ ჯობს, სხვა კულტურა გავაშენო. კულტურები ისე უნდა ჩაანაცვლო, რომ რაც შეიძლება უკეთესი მოსავალი მოვიდეს. სირთულე, როგორც ვთქვით, სარეველების ხელით მოცილებაა.

- როგორც შევიტყვე, მულჩირებას მაგ სარეველა ბალახით უკეთებთ მცენარეს...

- ბალახის მულჩი იმით განსხვავდება ხელოვნურისგან, რომ აქ ბუნებრივი პროცესები მიდის - ლპება, ჩნდება ჭიაყელები, სინესტე გაცილებით მეტი აქვს და ფესვი იმ სიცხის გამო, რომელიც ჩვენკენ იცის, შოკში აღარ ვარდება. ზემოდან ბალახი დაახლოებით 15 სმ-ზე ადევს და სიცხე ფესვამდე ვერ აღწევს, რაკი სინესტესაც დიდხანს ინარჩუნებს. ამის დადებითი მხარე ის არის, ბალახს რომ გავშლი, იქ სარეველა აღარ ამოდის და შესაბამისად, მასთან ბრძოლა აღარ მიწევს. თუმცა ბალახის მულჩის გაშლა ძალიან შრომატევადი პროცესია, ბევრი დრო და ენერგიაა საჭირო.

- სასუქად რას იყენებთ?

- საქონლის გადამწვარ ნაკელს. კარგ ეფექტს იძლევა. ბროკოლი, პამიდორი სულ ამ სასუქით მოვიყვანე, მშვენიერი მოსავალიც მივიღე.

- ყურძენი არ მოგყავთ?

- ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ მეურნეობის გაფართოებას, რადგანაც ამ საქმეში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია. თუმცა დროის ამბავია და ალბათ, ესეც მექნება.

- ნიკა, სოფლის ბავშვებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნას აპირებთ, სადაც მათ ბიომეურნეობა უნდა შეასწავლოთ. როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?

- რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ცუდად არიან ინფორმირებული. მარტივ მაგალითს მოვიყვან - ხორბლის მოსავალს რომ აიღებენ, მერე ნამჯას ცეცხლს უკიდებენ და წვავენ. ეს არ შეიძლება, რადგანაც იწვება ჰუმუსი - მიწის სწორედ ის ფენა, რომელმაც ნაყოფი უნდა მოგვცეს. წლების შემდეგ ამის გამო ჩვენი ნიადაგი შეიძლება უნაყოფო გახდეს... მოკლედ, უამრავ საკითხში ჩანს უცოდინარობა. საკონსულტაციო მაგიდის კონსულტანტი ვარ "ცოდნის კაფეში". პროექტი ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობდა, მაგრამ ამან არ იმუშავა - ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. შეხვედრებზე მხოლოდ პატარები მოდიოდნენ. ორმა ბავშვმა - ფერმერობა მინდა, კარტოფილი უნდა მოვიყვანოო. გამიხარდა და სკოლის გახსნის იდეაც აქედან გაჩნდა. გადავწყვიტე, პატარებთან ვიმუშაო. მათ მეტს ასწავლი, ვიდრე დიდებს. დიდებს უკვე რაღაც მიმართულება აქვთ და ვერაფერს ცვლიან. ამის არც სურვილი აქვთ. ჩვენს სასწავლებელში 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ივლიან. თეორიის სწავლის გარდა, პრაქტიკასაც გაივლიან. თვითონვე დარგავენ, დათესენ, მოიყვანენ. ამ პროცესში რომ ჩაერთვებიან, მერე გაყიდიან კიდეც და ამასაც ისწავლიან. ზაფხული დასრულდება და ჩვენც დავიწყებთ.

- მათთვის სწავლებას უსასყიდლოდ აპირებთ?

- კი, უფასო იქნება და მაქსიმუმ 20 ბავშვი უნდა მივიღოთ.

- ჩვენს მკითხველს რას ურჩევდით?

- როდესაც საქმეს იწყებ, უნდა იცოდე, როგორ მოიყვანო ესა თუ ის პროდუქტი. კულტურების შესახებ უნდა იცოდე ყველაფერი, რომ მერე ნაკლები პრობლემა შეგექმნას. დავუშვათ, დავიწყე პამიდვრის მოყვანა, მაგრამ არ ვარ შესაბამისად ინფორმირებული და ჩნდება მავნებელი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. ამიტომ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდე, მოყვანაც და ისიც, როგორ ვებრძოლო მავნებელს... შესაძლოა, სტიქიამ გაანადგუროს მოსავალი და ამისთვისაც უნდა ვიყო მზად, თუნდაც დამცავი ბადეები უნდა მქონდეს. ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და მიწაზე შრომა არ უნდა შევწყვიტოთ.

"ალექს ისუნთქე! სახლამდე მიგიყვანოთ! თბილისში მოვდივართ" - 1 წლის ალექსი პატურაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

ბათუმში, ზღვაში მაშველები მამაკაცს ეძებენ

"ჩვენთან მუშაობდა, 4 დღეა არ გამოჩენილა... დასაფლავებაზე იყო წასული" - დიდუბის ბაზრის ხელმძღვანელი ინფიცირებულ ქალზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"