საპენსიო სააგენტო ვიდეორგოლს აქვეყნებს. ახალ რგოლში საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე არის ძირითადი აქცენტი - დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე.
ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275 პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც ყოველწლიურად 10-11% სარგებელი ერიცხება. ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეორგოლია.
საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.