კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააუქმდა პატიმრობა იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას
გააუქმდა პატიმრობა იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სცნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სე­ბის ის მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ისეთ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რაც არ იწ­ვევს მიჩ­ვე­ვას ან აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას. კერ­ძოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სცნო სა­და­ვო ნორ­მე­ბის ის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სან­ქცი­ის სა­ხით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის და პრე­კურ­სო­რის მოხ­მა­რე­ბის­თვის და ერთი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბით დამ­ზა­დე­ბის, შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის­თვის

რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2019 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი (რე­გის­ტრა­ცი­ის №770) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

„საქ­მე­ზე სა­და­ვოდ იყო გამ­ხდა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის იმ ნორ­მე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის ან პრე­კურ­სო­რის მცი­რე ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბის, შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის ანდა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­მა­რე­ბის­თვის სან­ქცი­ის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბე­ბი არ წარ­მო­შობ­და იმგვარ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­შიშ­რო­ე­ბას, რაც გა­ა­მარ­თლებ­და სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სარ­ჩე­ლე მი­იჩ­ნევ­და, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ის ისე­თი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რო­გორც აშ­კა­რად არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი (სახ­დე­ლი) არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-9 მუხ­ლის პირ­ველ და მე-2 პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით.

მო­პა­სუ­ხე მხა­რემ სა­და­ვო ნორ­მე­ბის ლე­გი­ტი­მურ მიზ­ნე­ბად მი­უ­თი­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხაზი გა­უს­ვეს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სან­ქცი­ებს, რაც სა­მარ­თალ­შემ­ფარ­დე­ბელს აძ­ლევ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, საქ­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თა­ვად გა­და­ე­წყვი­ტა რა სა­ხის სან­ქცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ცალ-ცალ­კე შე­ა­ფა­სა, ერთი მხრივ, სა­და­ვო ნორ­მე­ბით დას­ჯა­დი ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის და პრე­კურ­სო­რის მოხ­მა­რე­ბა და აშ­კა­რად პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით (ერთი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბით) შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და დამ­ზა­დე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის და პრე­კურ­სო­რის ერთი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო­ზე მეტი ოდე­ნო­ბით შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და დამ­ზა­დე­ბა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ქმნი­ან მო­თხოვ­ნას, რი­თაც ხელს უწყო­ბენ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვას, შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­მა­რე­ბის შე­ზღუდ­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას. ამა­ვე დროს, ისე­თი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბა, რომ­ლე­ბიც არ იწ­ვე­ვენ სწრაფ მიჩ­ვე­ვას ან/და აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ნივ­თი­ე­რე­ბის დას­ჯა­დო­ბის მიზ­ნე­ბი მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ამას­თან, ერთი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით, დამ­ზა­დე­ბა, შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა წარ­მო­შობს მისი გა­სა­ღე­ბი­სა და ბრუნ­ვა­ში მოქ­ცე­ვის მი­ნი­მა­ლურ, ჰი­პო­თე­ტურ რის­კებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლომ და­ას­კვნა, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე ისეთ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით, რო­მელ­თა მოხ­მა­რე­ბა არ იწ­ვევს სწრაფ მიჩ­ვე­ვას ან/და აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას, არ არის იმ ხა­რის­ხის, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გა­ა­მარ­თლებ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ცალ­კე გა­მო­ყო ისე­თი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მოხ­მა­რე­ბაც იწ­ვევს სწრაფ შეჩ­ვე­ვას ან/და პი­რის მხრი­დან აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს. სა­სა­მარ­თლომ მი­უ­თი­თა, რომ ამ­გვა­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თუნ­დაც ერთჯე­რა­დი მოხ­მა­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც აშ­კა­რად პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით დამ­ზა­დე­ბა, შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა შე­ი­ცავს საფრ­თხეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლომ და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნია სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ამა­ვე დროს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მი­იჩ­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ერთი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო­ზე მეტი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის, შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­უ­თი­თა, რომ, რო­გორც წესი, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში იზ­რდე­ბა რო­გორც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო­ნო ბრუნ­ვა­ში პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხა­რის­ხი, ისე უშუ­ა­ლოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის და ამ გზით სხვა ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის რის­კე­ბი.

ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო სა­და­ვო ნორ­მე­ბის ის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სან­ქცი­ის სა­ხით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის და პრე­კურ­სო­რის მოხ­მა­რე­ბის­თვის და ერთი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბით დამ­ზა­დე­ბის, შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის­თვის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხად­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გააუქმდა პატიმრობა იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას

გააუქმდა პატიმრობა იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რაც არ იწვევს მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №770) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

„საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებები არ წარმოშობდა იმგვარ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც გაამართლებდა საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით დაწესებული სანქციის ისეთი სახეები, როგორიცაა - ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, როგორც აშკარად არაპროპორციული სასჯელი (სახდელი) არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებად მიუთითა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და ნარკომანიის პრევენცია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებდა ალტერნატიულ სანქციებს, რაც სამართალშემფარდებელს აძლევდა შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით თავად გადაეწყვიტა რა სახის სანქციის გამოყენება იქნებოდა ყველაზე ადეკვატური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა, ერთი მხრივ, სადავო ნორმებით დასჯადი ისეთი ქმედებები, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარება და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით) შეძენა, შენახვა და დამზადება და, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადება.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები ქმნიან მოთხოვნას, რითაც ხელს უწყობენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, შესაბამისად, მოხმარების შეზღუდვა ემსახურება როგორც თავად მომხმარებლის, ასევე საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას. ამავე დროს, ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მსგავსი ნივთიერების დასჯადობის მიზნები მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვით შემოიფარგლება. ამასთან, ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოშობს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთა ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში იზრდება როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონონო ბრუნვაში პირის მონაწილეობის ხარისხი, ისე უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების და ამ გზით სხვა ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის“, - ნათქვამია განცხადდებაში.

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო - დაკავებული მარნეული-თბილისის გზაზე საკუთარი "მარშრუტკით" გადაადგილდებოდა

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს... მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო" - რას იხსენებს traveler.ge-ს დამფუძნებლი ტრაგედიის დღიდან