პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხედველობა ბავშვობაში დავკარგე... ვფიქრობდი, თუ ვინმე შემიყვარდებოდა, მისი ოჯახის წევრები არ მიმიღებდნენ, მაგრამ..."
"მხედველობა ბავშვობაში დავკარგე... ვფიქრობდი, თუ ვინმე შემიყვარდებოდა, მისი ოჯახის წევრები არ მიმიღებდნენ, მაგრამ..."

ვინც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა, მი­სა­ღებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­ნიშ­ნავ­და სიმ­პა­თი­ურ, ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც ყვე­ლა სტუ­მარს თა­ვა­ზი­ა­ნად ეგე­ბე­ბა და უღი­მის. ეს ნანა ბრეგ­ვა­ძეა - ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი და დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხა, მაგ­რამ მა­ინც არ გა­ტყდა და ბედს არ შე­უ­რიგ­და. მისი ამ­ბა­ვი რა­ღა­ცით ნო­დარ დუმ­ბა­ძის ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟის - ხა­ტი­ას თავ­გა­და­სა­ვალს წა­ა­გავს. ნა­ნამ თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, მიღ­წე­ვებ­სა და წარ­მა­ტე­ბებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო.

სევ­დი­ა­ნი ბავ­შვო­ბა

- მხედ­ვე­ლო­ბა ბავ­შვო­ბა­ში დავ­კარ­გე, არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად - მა­შინ მხო­ლოდ თვე­ე­ბი­სა ვი­ყა­ვი. ბავ­შვო­ბა ჩემ­თვის რთუ­ლიც იყო და მარ­ტი­ვიც: ყვე­ლა ჩემ­ზე ზრუ­ნავ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი გუ­ლის­ტკი­ვი­ლიც მახ­სენ­დე­ბა. რა­ღა­ცას რომ ვერ ვხე­დავ­დი, ვერ ვა­კე­თებ­დი ან ისე ვერ ვთა­მა­შობ­დი, რო­გორც სხვა ბავ­შვე­ბი, ცრემ­ლებს ძლივს ვი­კა­ვებ­დი... იმის გამო, რომ ვერ ვხე­დავ­დი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ამას გან­ვიც­დი­დი. სა­ბავ­შვო ბაღ­ში სამ­ტრე­დი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნეს, 3 წლის ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ­დი და ყვე­ლას ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, მაგ­რამ ბევ­რჯერ მი­ტი­რია იმის გამო, რომ სხვებს არ ვგავ­დი; ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია - რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც მე და­მე­მარ­თა ასე­თი რამ-მეთ­ქი! უნდა ვთქვა, რომ ამ სირ­თუ­ლე­ებ­მა უფრო მე­ტად გა­მაძ­ლი­ე­რა: მივ­ხვდი, ჯა­რის­კა­ცი­ვით უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩემი თავი კბი­ლე­ბით და­მეც­ვა. ალ­ბათ, ამი­ტომ არ მოვ­დუნ­დი და დეპ­რე­სი­ას თავი არ და­ვუ­ხა­რე. შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. 7 წლის ასაკ­ში დე­დას დავ­შორ­დი და ეს ჩემ­თვის კი­დევ ერთი დიდი ტკი­ვი­ლი იყო. დედა პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დი­ო­და, მაგ­რამ არ­და­დე­გე­ბი­დან არ­და­დე­გე­ბამ­დე ოჯახს მო­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი და ჩემს დარდს კარ­გი სწავ­ლით ვებ­რძო­დი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, საკ­მა­ოდ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ვი­ღე. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე მი­მაჩ­ნია, რომ უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა და სირ­თუ­ლე­ებ­თან ბრძო­ლა მას­წავ­ლა.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია

- სკო­ლის შემ­დეგ იყო ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მერე კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მა­გის­ტრა­ტუ­რა - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხრით. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორ­ღაც ჩემს თავ­ში და­ვი­კარ­გე და ვფიქ­რობ­დი, რომ ამ სამ­ყა­რო­ში ად­გილს ვე­რა­სო­დეს ვი­პო­ვი­დი. ძვე­ლი კომ­პლექ­სე­ბიც მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ როცა და­ვაკ­ვირ­დი, რამ­ხე­ლა ტკი­ვილს ატა­რებ­დნენ სხვე­ბი, შშმ პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დათ, გულს ვიმ­შვი­დებ­დი და უფალს მად­ლო­ბას ვწი­რავ­დი. თან­და­თან ჩემი კომ­პლექ­სე­ბიც და­ვა­მარ­ცხე. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და მომ­წონ­და, როცა ჩემი კურ­სე­ლე­ბი რა­ღა­ცას მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ჩემს აზრს ან­გა­რიშს უწევ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა იყო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში გა­მი­კე­თეს: რქო­ვა­ნე­ბი გა­და­მი­ნერ­გეს. ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მხედ­ვე­ლო­ბა მო­მე­მა­ტა და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბაც შევ­ძე­ლი. ის ოპე­რა­ცია წინა პრე­ზი­დენ­ტმა - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­მი­ფი­ნან­სა, ამ­ჟა­მად კი, თურ­ქეთ­ში ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას და ამა­საც სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით: თან­ხა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­მო­მი­ყო.

მი­ხა­რია, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩემ­თვის სირ­თუ­ლეს რომ აღარ წარ­მო­ად­გენს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სრულ­ყო­ფი­ლი მხედ­ვე­ლო­ბა აქვთ, ამას არ აფა­სე­ბენ, ჩემ­თვის კი თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი ფერი, რო­მელ­საც მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ვამ­ჩნევ, სი­ცო­ცხლის ტოლ­ფა­სია.

რო­გორ შე­იქ­მნა უსი­ნათ­ლო­თა ან­სამ­ბლი "რე­ლიკ­ვია"

- ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ და სრულ­ფა­სო­ვა­ნი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მაქვს. მყავს უსი­ნათ­ლო მუ­სი­კო­სე­ბის ჯგუ­ფი "რე­ლიკ­ვია" და მე­სა­მე წე­ლია, მათი პრო­დი­უ­სე­რი ვარ. ბო­ლოს იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვით, ქა­ლაქ რეჯო კა­ლაბ­რი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ და ამ ქა­ლა­ქის მკვიდ­რე­ბიც. ძა­ლი­ან მინ­და, ეს ჯგუ­ფი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს და მეტს მი­აღ­წი­ოს. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლოს უსი­ნათ­ლო­თა კავ­შირ­ში, სა­დაც კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის ცენ­ტრის პიარ-მე­ნე­ჯე­რი ვარ. მი­მაჩ­ნია, რომ მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდი შრო­მის ფა­სად მო­ვი­პო­ვე. წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თვის ლან­გრით არა­ვის მო­ურ­თმე­ვია, ყვე­ლა­ფე­რი დიდი ბრძო­ლი­სა და წვა­ლე­ბის ფა­სად მო­ვი­პო­ვე, რაც კი­დევ უფრო მეტ სტი­მულს მაძ­ლევს - მიღ­წე­უ­ლით არა­სო­დეს ვარ კმა­ყო­ფი­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"მხედველობა ბავშვობაში დავკარგე... ვფიქრობდი, თუ ვინმე შემიყვარდებოდა, მისი ოჯახის წევრები არ მიმიღებდნენ, მაგრამ..."

"მხედველობა ბავშვობაში დავკარგე... ვფიქრობდი, თუ ვინმე შემიყვარდებოდა, მისი ოჯახის წევრები არ მიმიღებდნენ, მაგრამ..."

ვინც თბილისის მერიაში ერთხელ მაინც ყოფილა, მისაღებში აუცილებლად შენიშნავდა სიმპათიურ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ყველა სტუმარს თავაზიანად ეგებება და უღიმის. ეს ნანა ბრეგვაძეა - ქალბატონი, რომელმაც უამრავი ტკივილი და დაბრკოლება გადალახა, მაგრამ მაინც არ გატყდა და ბედს არ შეურიგდა. მისი ამბავი რაღაცით ნოდარ დუმბაძის ცნობილი პერსონაჟის - ხატიას თავგადასავალს წააგავს. ნანამ თავის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და წარმატებებზე გულახდილად გვიამბო.

სევდიანი ბავშვობა

- მხედველობა ბავშვობაში დავკარგე, არასწორი მკურნალობის შედეგად - მაშინ მხოლოდ თვეებისა ვიყავი. ბავშვობა ჩემთვის რთულიც იყო და მარტივიც: ყველა ჩემზე ზრუნავდა, თუმცა ძალიან ბევრი გულისტკივილიც მახსენდება. რაღაცას რომ ვერ ვხედავდი, ვერ ვაკეთებდი ან ისე ვერ ვთამაშობდი, როგორც სხვა ბავშვები, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი... იმის გამო, რომ ვერ ვხედავდი, ყველასგან გამორჩეული ცხოვრება მქონდა და ამას განვიცდიდი. საბავშვო ბაღში სამტრედიაში მიმიყვანეს, 3 წლის ყველასთან ვმეგობრობდი და ყველას ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ბევრჯერ მიტირია იმის გამო, რომ სხვებს არ ვგავდი; ბევრჯერ მიფიქრია - რაღა მაინცდამაინც მე დამემართა ასეთი რამ-მეთქი! უნდა ვთქვა, რომ ამ სირთულეებმა უფრო მეტად გამაძლიერა: მივხვდი, ჯარისკაცივით უნდა ვყოფილიყავი და ჩემი თავი კბილებით დამეცვა. ალბათ, ამიტომ არ მოვდუნდი და დეპრესიას თავი არ დავუხარე. შემდეგ თბილისში გადმოვედი, უსინათლოთა სკოლაში ვსწავლობდი. 7 წლის ასაკში დედას დავშორდი და ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი ტკივილი იყო. დედა პერიოდულად ჩამოდიოდა, მაგრამ არდადეგებიდან არდადეგებამდე ოჯახს მოწყვეტილი ვიყავი და ჩემს დარდს კარგი სწავლით ვებრძოდი. წარმატებული და აქტიური მოსწავლე ვიყავი, საკმაოდ კარგი განათლებაც მივიღე. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე მიმაჩნია, რომ უსინათლოთა სკოლა-ინტერნატმა დამოუკიდებელ ადამიანად ჩამომაყალიბა და სირთულეებთან ბრძოლა მასწავლა.

წარმატებული ოპერაცია

- სკოლის შემდეგ იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც უცხო ენების ფაკულტეტი დავამთავრე, მერე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაგისტრატურა - საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. სტუდენტობის პერიოდში, როგორღაც ჩემს თავში დავიკარგე და ვფიქრობდი, რომ ამ სამყაროში ადგილს ვერასოდეს ვიპოვიდი. ძველი კომპლექსებიც მაწუხებდა, მაგრამ როცა დავაკვირდი, რამხელა ტკივილს ატარებდნენ სხვები, შშმ პირები, რომლებსაც ჩემზე მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, გულს ვიმშვიდებდი და უფალს მადლობას ვწირავდი. თანდათან ჩემი კომპლექსებიც დავამარცხე. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და მომწონდა, როცა ჩემი კურსელები რაღაცას მეკითხებოდნენ, ჩემს აზრს ანგარიშს უწევდნენ. იმ პერიოდში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ოპერაცია, რომელიც ისრაელში გამიკეთეს: რქოვანები გადამინერგეს. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, მხედველობა მომემატა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც შევძელი. ის ოპერაცია წინა პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა დამიფინანსა, ამჟამად კი, თურქეთში ვაგრძელებ მკურნალობას და ამასაც სახელმწიფოს დახმარებით: თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ გამომიყო.

მიხარია, დამოუკიდებლად გადაადგილება ჩემთვის სირთულეს რომ აღარ წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც სრულყოფილი მხედველობა აქვთ, ამას არ აფასებენ, ჩემთვის კი თითოეული ახალი ფერი, რომელსაც მკურნალობის შემდეგ ვამჩნევ, სიცოცხლის ტოლფასია.

როგორ შეიქმნა უსინათლოთა ანსამბლი "რელიკვია"

- ამჟამად თბილისის მერიაში ვმუშაობ და სრულფასოვანი, აქტიური ცხოვრება მაქვს. მყავს უსინათლო მუსიკოსების ჯგუფი "რელიკვია" და მესამე წელია, მათი პროდიუსერი ვარ. ბოლოს იტალიაში ვიყავით, ქალაქ რეჯო კალაბრიაში წარმატებული კონცერტი გავმართეთ, რომელსაც ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ და ამ ქალაქის მკვიდრებიც. ძალიან მინდა, ეს ჯგუფი უფრო პოპულარული გახდეს და მეტს მიაღწიოს. პარალელურად ვმუშაობ საქართველოს უსინათლოთა კავშირში, სადაც კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის პიარ-მენეჯერი ვარ. მიმაჩნია, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად მოვიპოვე. წარმატება ჩემთვის ლანგრით არავის მოურთმევია, ყველაფერი დიდი ბრძოლისა და წვალების ფასად მოვიპოვე, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს - მიღწეულით არასოდეს ვარ კმაყოფილი. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ