კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი და რა ბედი ელის ლარის კურსს - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი
გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი და რა ბედი ელის ლარის კურსს - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

გაზ­ზე ტა­რი­ფე­ბის ზრდა არ მოხ­დე­ბა; ასე­თი ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა მაქვს, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ფა­სე­ბის შე­საძ­ლო ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას. მისი თქმით, ამ თვალ­საზ­რი­სით მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია მთავ­რო­ბას ენ­დოს.

„ივ­ლი­სის თვე­ში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დონე არის 4,6%, რაც ზო­მი­ე­რი ინფლა­ცი­აა. პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მინ­და მო­გი­წო­დოთ, ნუ შევ­ქმნით ნე­გა­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ მოხ­დე­ბა გაზ­ზე ტა­რი­ფე­ბის ზრდა. მე ასე­თი ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა მაქვს და ჩემ­მა ში­ნა­გან­მა რწმე­ნამ შარ­შა­ნაც გა­ა­მარ­თლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შარ­შა­ნაც ახალ წლამ­დე, მცდე­ლო­ბა და სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბა იყო, რომ გა­ზის ფასი გა­იზ­რდე­ბო­და და ეს არა­თუ არ გა­მარ­თლდა, არა­მედ გა­ზის ტა­რი­ფე­ბი შემ­ცირ­და. ასე რომ, შე­გიძ­ლი­ათ სრუ­ლი­ად გვენ­დოთ ამ თვალ­საზ­რი­სით,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

თურ­ნა­ვას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს. მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზი 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბია.

„ლა­რის კურ­სი მყარ­დე­ბა. ეს არის სტა­ბი­ლუ­რი ტენ­დენ­ცია, რა­მაც კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ჩვე­ნი ანა­ლი­ზი იყო სწო­რი - ლა­რის კურ­სი ხე­ლოვ­ნუ­რად იყო გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი. ეკო­ნო­მი­კა იზ­რდე­ბა, სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი ორ­გა­ნუ­ლი მი­ზე­ზი ეკო­ნო­მი­კა­ში არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ ლარი იყოს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს. ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რია.

რე­ა­ლუ­რად, ლა­რის კურ­სის რყე­ვე­ბი მოჰ­ყვა 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბას და პარ­ლა­მენტზე შტურმს. შემ­დეგ ეს აი­სა­ხა ნე­გა­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ფონ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, რო­მე­ლიც აღ­რმა­ვებ­და ნე­გა­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს. კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ ნე­გა­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს შე­უძ­ლია, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ლა­რის კურ­სის რყე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი და რა ბედი ელის ლარის კურსს - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი და რა ბედი ელის ლარის კურსს - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება; ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას შეუძლია მთავრობას ენდოს.

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი 20 ივნისის მოვლენებია.

„ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი - ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ეკონომიკა იზრდება, საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული მიზეზი ეკონომიკაში არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია.

რეალურად, ლარის კურსის რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტზე შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

"კოვიდი 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი კი - თვითიზოლაციაშია" - სამთავისსა და ქვემოჭალაში სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კრისტიან დანიელსონი "ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერებს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება

"ვინც შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ქვეყანა არ უყვარს" - ალეკო ელისაშვილი