ავტორი:

"შეიძლება, რომ ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი დაბლა ჩამოვწიოთ და თუნდაც 6% იყოს" - პრემიერი

"შეიძლება, რომ ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი დაბლა ჩამოვწიოთ და თუნდაც 6% იყოს" - პრემიერი

სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც 6%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სესხებზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ სესხის გაცემას არ გულისხმობს.

„ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხები იპოთეკაზე ხელმისაწვდომი იყოს. ხელმისაწვდომობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ სესხი გაიცეს. ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს. იპოთეკური სესხები ლარში ორნიშნა ციფრი იყო და შემდეგ გამოჩნდა 7% - იანი სესხები ლარში. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც 6%. სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მიდგომები და მე მოვისმინე კომერციული ბანკების შეფასება ამ საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად საცალო ვაჭრობას, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და გაყიდვების ის ტემპი, რომელიც იყო. თუმცა მაკროეკონომიკური გადასახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სესხების დიდი ნაწილი მიდიოდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე. მინდა მოგიწოდოთ, ნახოთ ბოლო პერიოდის დინამიკა, როგორ შეიცვალა ბიზნესის დაკრედიტება, რომელიც მნიშვენლოვნადაა გაზრდილი, ვიდრე საცალო დაკრედიტება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები