ავტორი:

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა, თუმცა პროგრამაში შედის ცვლილება და ამ ხარჯის გაწევა საჭირო აღარ იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომელიც ც ჰეპატიტის პროგრამაში შევიტანეთ. იცით, რომ საქართველო არის ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს ც ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო,“-აცხადებს ბახტაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი