პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გოთუა - საინტერესო ფაქტები დისიდენტ მწერალზე და მისი მოთხრობების ახალი გამოცემა
ლევან გოთუა - საინტერესო ფაქტები დისიდენტ მწერალზე და მისი მოთხრობების ახალი გამოცემა

დი­სი­დენ­ტი მწე­რა­ლი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი პა­ტირ­მო­ბა­ში გა­ა­ტა­რა, წერ­და: „მე კი უბე­დუ­რი ვარ, რად­გან დროს, რო­მელ­ში­აც და­ვი­ბა­დე - უსაშ­ვე­ლოდ აკ­ლია სი­კე­თე!... - აკ­ლია სი­კე­თე! ხოლო უსი­კე­თოდ უბე­დუ­რია ყვე­ლა! ყვე­ლა...“

ლე­ვან გო­თუა 1905 წელს და­ი­ბა­და და ცხოვ­რე­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გან­ვლო. ახლა კი ამ რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს გა­გაც­ნობთ:

  • 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და კო­ჯორ­ში და შე­უ­ერ­თდა თბი­ლი­სის დამ­ცვე­ლებს. იყო ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი და მისი ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ლი­დე­რი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1924 წლის აჯან­ყე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.
  • ლე­ვან გო­თუა რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პა­ტიმ­რეს. პირ­ვე­ლად 1924 წელს და შვი­დი თვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 1925 წლის აგ­ვის­ტო­ში ხე­ლახ­ლა და­ა­პა­ტიმ­რეს, ერთხანს თბი­ლი­სის და მოს­კო­ვის ცი­ხე­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, შემ­დეგ კი სო­ლო­ვეც­კის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პა­ტიმ­რო­ბა ვლა­დი­კავ­კაზ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­სახ­ლე­ბით შე­უც­ვა­ლეს. გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის სას­ჯე­ლი 1936-მდე გა­უ­ხან­გრძლი­ვეს.
  • 1946–55 წლებ­ში ის ვორ­კუ­ტის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში იყო. შე­მორ­ჩე­ნი­ლია პა­ტიმ­რო­ბის დრო­ინ­დე­ლი ლექ­სე­ბი, დღი­უ­რე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მა „სამ­სა­ხე­ო­ბა რა­ინ­დი­სა“ და, რაც მთა­ვა­რია, ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი „გმირ­თა ვა­რა­მი“, რომ­ლე­ბიც გო­თუ­ამ გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­ა­მუ­შა­ვა და 1958–62 გა­მოს­ცა.
  • ტეტ­რა­ლო­გია „გმირ­თა ვა­რა­მი“ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­თუ­ას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა XVI–XVII სს. სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­წე­რი­ლია ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი ეპო­ქის ის­ტო­რია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცე, კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე II-ისა და მისი ოჯა­ხის დრა­მა­ტიზ­მით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა.
  • იმ ეპო­ქა­ში წიგ­ნებს ხში­რად ახ­ლდა წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა, რო­მელ­შიც მოქ­მე­დი რე­ჟი­მის წი­ნა­შე ავ­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. „გმირ­თა ვა­რამს“ ასე­თი შე­სა­ვა­ლი არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა, ჩანს, მო­ე­რი­და იმ კა­ცის ქება-დი­დე­ბას, რო­მელ­მაც რო­მა­ნი საბ­ჭო­თა კო­ლო­ნი­ა­ში და­წე­რა. ეს კი ცო­ტამ იცის.
  • გო­თუა უმე­ტე­სად „გმირ­თა ვა­რა­მით“ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა არა­ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა მისი მო­თხო­ბე­ბი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი ასე­ვე ის­ტო­რი­ულ თე­მა­ზეა შექ­მნი­ლი. ეს მო­თხრო­ბე­ბია „კრწა­ნი­სის სევ­და“, „ყინ­წვი­სის ან­გე­ლო­ზი“, „ხანძთის ზარი“, „უგზო ქა­რა­ვა­ნი“, „სიბ­რძნე სიკ­ვდი­ლი­სა“. მას­ვე ეკუთ­ვნის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მო­თხრო­ბე­ბი: „ნის­ლი ნა­ხა­ტა­რის ტყე­ში“, „ფიქ­რე­ბი თო­კის კი­ბე­ზე“, „ფრეს­კის მე­ო­რე და­ბა­დე­ბა“ .
  • ლე­ვან გო­თუა სა­ბავ­შვო მო­თხრო­ბებ­საც წერ­და. ის აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და თე­ატრთა­ნაც და არა­ერ­თი დრა­მის ავ­ტო­რია.
  • გო­თუა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და, იყო მთამ­სვლე­ლიც, და­ლაშ­ქრუ­ლი აქვს ბევ­რი მწვერ­ვა­ლი. მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი აღ­წე­რა ნარ­კვე­ვე­ბის წიგნ­ში „მგზავ­რუ­ლი კრი­ა­ლო­სა­ნი“.

„იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ სე­რი­ა­ში 5 აგ­ვის­ტო­დან, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, ლე­ვან გო­თუ­ას „მო­თხრო­ბე­ბი“ გა­მო­ვა. მისი შე­ძე­ნა მკი­თხველს „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში შე­ეძ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ლევან გოთუა - საინტერესო ფაქტები დისიდენტ მწერალზე და მისი მოთხრობების ახალი გამოცემა

ლევან გოთუა - საინტერესო ფაქტები დისიდენტ მწერალზე და მისი მოთხრობების ახალი გამოცემა

დისიდენტი მწერალი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი პატირმობაში გაატარა, წერდა: „მე კი უბედური ვარ, რადგან დროს, რომელშიაც დავიბადე - უსაშველოდ აკლია სიკეთე!... - აკლია სიკეთე! ხოლო უსიკეთოდ უბედურია ყველა! ყველა...“

ლევან გოთუა 1905 წელს დაიბადა და ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო. ახლა კი ამ რთული ცხოვრების რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ:

  • 1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში.
  • ლევან გოთუა რამდენჯერმე დააპატიმრეს. პირველად 1924 წელს და შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს.
  • 1946–55 წლებში ის ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში იყო. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა.
  • ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მეტად მნიშვნელოვანია გოთუას შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება.
  • იმ ეპოქაში წიგნებს ხშირად ახლდა წინასიტყვაობა, რომელშიც მოქმედი რეჟიმის წინაშე ავტორის დამსახურებაზე იყო საუბარი. „გმირთა ვარამს“ ასეთი შესავალი არ აქვს. შესაბამისი უწყება, ჩანს, მოერიდა იმ კაცის ქება-დიდებას, რომელმაც რომანი საბჭოთა კოლონიაში დაწერა. ეს კი ცოტამ იცის.
  • გოთუა უმეტესად „გმირთა ვარამით“ არის ცნობილი, თუმცა არანაკლები ღირებულებისაა მისი მოთხობები, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ისტორიულ თემაზეა შექმნილი. ეს მოთხრობებია „კრწანისის სევდა“, „ყინწვისის ანგელოზი“, „ხანძთის ზარი“, „უგზო ქარავანი“, „სიბრძნე სიკვდილისა“. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი მოთხრობები: „ნისლი ნახატარის ტყეში“, „ფიქრები თოკის კიბეზე“, „ფრესკის მეორე დაბადება“ .
  • ლევან გოთუა საბავშვო მოთხრობებსაც წერდა. ის აქტიურად თანამშრომლობდა თეატრთანაც და არაერთი დრამის ავტორია.
  • გოთუა ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც, დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში „მგზავრული კრიალოსანი“.

„იკითხე ქართულის“ სერიაში 5 აგვისტოდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ლევან გოთუას „მოთხრობები“ გამოვა. მისი შეძენა მკითხველს „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში შეეძლება.

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე