სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის ვგრძნობ, მის გვერდით დგომას" - ქეთი ხატიაშვილი ცნობილ მორაგბესთან ურთიერთობასა და თავის  წარმატებულ ბიზნესზე
"ყოველთვის ვგრძნობ, მის გვერდით დგომას" - ქეთი ხატიაშვილი ცნობილ მორაგბესთან ურთიერთობასა და თავის  წარმატებულ ბიზნესზე

ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი სპორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ჯან­სა­ღი წე­სით ცხოვ­რე­ბას აქ­ტი­ურ პრო­პა­გან­დას უწევს. ქე­თიმ ცოტა ხნის წინ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო და ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მე­ლიც მოკ­ლე დრო­ში წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად აქ­ცია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, ქეთი და ცნო­ბი­ლი მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. წყვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რაკს თავს არი­დებს, თუმ­ცა აშ­კა­რაა, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლად გრძნობს თავს.

AMBEBI.GE-მ ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც ცნო­ბილ­მა ტან­მო­ვარ­ჯი­შემ და ტე­ლე­წამ­ყვან­მა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ისა­უბ­რა. რად­გან ზა­ფხუ­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ტერ­ვიუ სა­ზა­ფხუ­ლო თე­მით და­ვი­წყეთ...

- დღეს არის ჩემი პირ­ვე­ლი დას­ვე­ნე­ბის დღე, რო­გორც კი შვე­ბუ­ლე­ბა და­ი­წყო, ანას­ტა­სი­ას­თან ჩა­მო­ვე­დი ლა­გო­დეხ­ში. აქ ის­ვე­ნებს ჩვენს ნა­თე­სა­ვებ­თან. ბავ­შვო­ბის წლე­ბი მეც აქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვნა­ხე ჩემი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და კარ­გად ვგრძნობ თავს. აქე­დან მივ­დი­ვარ ბა­თუმ­ში და შემ­დეგ აზი­ა­ში - ია­პო­ნი­ა­ში.

- დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო წელი გქონ­დათ?

- დატ­ვირ­თუ­ლი წელი მქონ­და, ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. წინა სექ­ტემ­ბრის მერე ბევ­რი რა­ღაც შე­იც­ვა­ლა და მოხ­და. ჩემი აკა­დე­მი­ის გარ­და, სამი ფი­ლი­ა­ლი გავ­ხსე­ნით, მქონ­და სამი დიდი საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რა­მაც წინსვლა გა­ნა­პი­რო­ბა, ამას კი, უფრო მეტი საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა მოჰ­ყვა. ასე­ვე, ვი­ყი­დე ახა­ლი ბინა, რო­მელ­საც ახლა ვა­რე­მონ­ტებ.

- რო­გორც ვიცი, დუ­ბა­ი­შიც გაქვთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი...

- კი ასეა, დუ­ბა­ი­ში ასე­ვე არის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია, სა­დაც მწვრთნე­ლი არ ვარ, მაგ­რამ, მე ავა­წყვე ქარ­თველ კომ­პა­ნი­ო­ნებ­თან ერ­თად. ადრე ყო­ველ­თვე დავ­დი­ო­დი, ახლა სამ თვე­ში ერთხელ ჩავ­დი­ვარ.

- მას შემ­დეგ, რაც გა­მოჩ­ნდით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში", აქ­ტი­ურ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და ტან­ვარ­ჯიშს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ სა­კუ­თა­რი საქ­მის წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად ქცე­ვა?

- როცა მეს­მის, რომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­მოგ­ვდის, მსი­ა­მოვ­ნებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, მე მინ­დო­და უბ­რა­ლოდ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა და ამი­ტომ შე­იქ­მნა ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია, მაგ­რამ ნელ-ნელა წა­მო­ვი­და სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, და­ვა­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი და წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად იქცა ეს საქ­მე. ახლა სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით. გვყავს გუნ­დის ახა­ლი წევ­რი, მწრთნე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლიო თასე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მის­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ და უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თვის აღვზარ­დოთ ბავ­შვე­ბი. როცა ეს საქ­მე და­ვი­წყე, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით, დღეს დიდი გუნ­დი და დიდი ოჯა­ხი ვართ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ის არის, რომ მოხ­დეს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და ბავ­შვებ­ში თა­ვი­დან­ვე. მო­შორ­დნენ ტე­ლე­ფო­ნებს, აი­პა­დებს და ა.შ. მინ­და ისე­თი ჯან­მრთე­ლი იყოს ეს თა­ო­ბა, ისე ჯან­სა­ღად გა­ი­ზარ­დოს, რო­გორც ჩვე­ნი თა­ო­ბა.

- თქვე­ნი შვი­ლი ანას­ტა­სი­აც ტან­მო­ვარ­ჯი­შეა?

- ანას­ტა­სია ჩარ­თუ­ლია მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ში. ემო­ცი­უ­რია, მე მგავს მი­მი­კე­ბით და ემო­ცი­ე­ბით. სა­ღა­მოს ისე­თი დაღ­ლი­ლი მო­დის სახ­ლში, მხო­ლოდ ჭამა, შხა­პის მი­ღე­ბა და და­ძი­ნე­ბა უნდა.

- რო­გორ ახერ­ხებ მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას?

- აქ მეხ­მა­რე­ბა გე­ნე­ტი­კა და სპორ­ტი. როცა დღე­ში 4 სა­ა­თი ვაჩ­ვე­ნებ ბავ­შვებს რა უნდა ვა­კე­თო, ასე­ვე გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს "ტე­ლე­ი­მე­დის­თვის", ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის. ამას­თა­ნა­ვე ვიკ­ვე­ბე­ბი სწო­რად. რო­დე­საც შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ და არ ვმუ­შა­ობ, მა­შინ გა­მირ­ბის წონა. ჭამა ყვე­ლას უყ­ვარს, მათ შო­რის მეც, მაგ­რამ რო­გორც კი მო­ვი­მა­ტებ, 7 სა­ა­თის შემ­დეგ წყალ­საც არ ვსვამ, ფე­ხით დავ­დი­ვარ და ფორ­მა­ში ვდგე­ბი.

- რას გვე­ტყვით თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის, ცნო­ბი­ლი მო­რაგ­ბის დათო კა­ჭა­რა­ვას შე­სა­ხებ, რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- მე და და­თომ ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. თა­ვი­დან­ვე არ და­წყე­ბუ­ლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი, მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის დო­ნე­ზე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ნელ-ნელა გაჩ­ნდა სიმ­პა­ტია და მას შემ­დეგ ერ­თად ვართ. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან ჩვენს შვი­ლებ­საც და ეს მი­ხა­რია.

- გეხ­მა­რე­ბათ დათო თქვენს საქ­მე­ში?

- დათო ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით მიდ­გას, მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად არ არის, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ თა­მა­შობს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვგრძნობ მის გვერ­დით დგო­მას და ეს მსი­ა­მოვ­ნებს.

- რთუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა?

- რთუ­ლია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს პრობ­ლე­მა არაა. როცა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბაა ორ ადა­მი­ანს შო­რის, სი­შო­რე პრობ­ლე­მა არაა.

ავტორი:

"ყოველთვის ვგრძნობ, მის გვერდით დგომას" - ქეთი ხატიაშვილი ცნობილ მორაგბესთან ურთიერთობასა და თავის  წარმატებულ ბიზნესზე

"ყოველთვის ვგრძნობ, მის გვერდით დგომას" - ქეთი ხატიაშვილი ცნობილ მორაგბესთან ურთიერთობასა და თავის  წარმატებულ ბიზნესზე

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი სპორტის პარალელურად, სატელევიზიო საქმიანობით არის დაკავებული. ის ჯანსაღი წესით ცხოვრებას აქტიურ პროპაგანდას უწევს. ქეთიმ ცოტა ხნის წინ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ტანვარჯიშის აკადემია ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლე დროში წარმატებულ ბიზნესად აქცია. რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა, ქეთი და ცნობილი მორაგბე დავით კაჭარავა შეყვარებულები არიან. წყვილი პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს თავს არიდებს, თუმცა აშკარაა, რომ ჰარმონიულად გრძნობს თავს.

AMBEBI.GE-მ ქეთი ხატიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ცნობილმა ტანმოვარჯიშემ და ტელეწამყვანმა პირად ცხოვრებაზე და საქმიანობაზე ისაუბრა. რადგან ზაფხულია, ბუნებრივია, ინტერვიუ საზაფხულო თემით დავიწყეთ...

- დღეს არის ჩემი პირველი დასვენების დღე, როგორც კი შვებულება დაიწყო, ანასტასიასთან ჩამოვედი ლაგოდეხში. აქ ისვენებს ჩვენს ნათესავებთან. ბავშვობის წლები მეც აქ მაქვს გატარებული, ვნახე ჩემი ძველი მეგობრები და კარგად ვგრძნობ თავს. აქედან მივდივარ ბათუმში და შემდეგ აზიაში - იაპონიაში.

- დატვირთული სამუშაო წელი გქონდათ?

- დატვირთული წელი მქონდა, ამას ნამდვილად არ ველოდი. წინა სექტემბრის მერე ბევრი რაღაც შეიცვალა და მოხდა. ჩემი აკადემიის გარდა, სამი ფილიალი გავხსენით, მქონდა სამი დიდი საქმიანი შემოთავაზება, რამაც წინსვლა განაპირობა, ამას კი, უფრო მეტი საქმიანი წინადადება მოჰყვა. ასევე, ვიყიდე ახალი ბინა, რომელსაც ახლა ვარემონტებ.

- როგორც ვიცი, დუბაიშიც გაქვთ საქმიანი ურთიერთობები...

- კი ასეა, დუბაიში ასევე არის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია, სადაც მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ, მე ავაწყვე ქართველ კომპანიონებთან ერთად. ადრე ყოველთვე დავდიოდი, ახლა სამ თვეში ერთხელ ჩავდივარ.

- მას შემდეგ, რაც გამოჩნდით "ცეკვავენ ვარსკვლავებში", აქტიურ პოპულარიზაციას უწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ტანვარჯიშს, როგორ მოახერხეთ საკუთარი საქმის წარმატებულ ბიზნესად ქცევა?

- როცა მესმის, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია გამოგვდის, მსიამოვნებს. თავდაპირველად, მე მინდოდა უბრალოდ საყვარელი საქმე მეკეთებინა და ამიტომ შეიქმნა ტანვარჯიშის აკადემია, მაგრამ ნელ-ნელა წამოვიდა საინტერესო იდეები, შემოთავაზებები, დავამატეთ რამდენიმე ფილიალი და წარმატებულ ბიზნესად იქცა ეს საქმე. ახლა სხვა ეტაპზე გადავედით. გვყავს გუნდის ახალი წევრი, მწრთნელი, რომელიც ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასების გამარჯვებულია, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ და უკვე თამამად შეგვიძლია ოლიმპიადებისთვის აღვზარდოთ ბავშვები. როცა ეს საქმე დავიწყე, მხოლოდ ორი ადამიანი ვიყავით, დღეს დიდი გუნდი და დიდი ოჯახი ვართ. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა ბავშვებში თავიდანვე. მოშორდნენ ტელეფონებს, აიპადებს და ა.შ. მინდა ისეთი ჯანმრთელი იყოს ეს თაობა, ისე ჯანსაღად გაიზარდოს, როგორც ჩვენი თაობა.

- თქვენი შვილი ანასტასიაც ტანმოვარჯიშეა?

- ანასტასია ჩართულია მხატვრულ ტანვარჯიშში. ემოციურია, მე მგავს მიმიკებით და ემოციებით. საღამოს ისეთი დაღლილი მოდის სახლში, მხოლოდ ჭამა, შხაპის მიღება და დაძინება უნდა.

- როგორ ახერხებ მუდმივად ფორმაში ყოფნას?

- აქ მეხმარება გენეტიკა და სპორტი. როცა დღეში 4 საათი ვაჩვენებ ბავშვებს რა უნდა ვაკეთო, ასევე გადაღებები მაქვს "ტელეიმედისთვის", ეს საუკეთესო საშუალებაა მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის. ამასთანავე ვიკვებები სწორად. როდესაც შვებულებაში ვარ და არ ვმუშაობ, მაშინ გამირბის წონა. ჭამა ყველას უყვარს, მათ შორის მეც, მაგრამ როგორც კი მოვიმატებ, 7 საათის შემდეგ წყალსაც არ ვსვამ, ფეხით დავდივარ და ფორმაში ვდგები.

- რას გვეტყვით თქვენი სიყვარულის, ცნობილი მორაგბის დათო კაჭარავას შესახებ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

- მე და დათომ ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდანვე არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა, დაახლოებით ერთი წელი, მხოლოდ გამარჯობის დონეზე ვიცნობდით ერთმანეთს. ნელ-ნელა გაჩნდა სიმპატია და მას შემდეგ ერთად ვართ. კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ჩვენს შვილებსაც და ეს მიხარია.

- გეხმარებათ დათო თქვენს საქმეში?

- დათო ყველაფერში გვერდით მიდგას, მართალია საქართველოში ხშირად არ არის, რადგან საზღვარგარეთ თამაშობს, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით დგომას და ეს მსიამოვნებს.

- რთულია ერთმანეთისგან შორს ყოფნა?

- რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემა არაა. როცა ურთიერთგაგებაა ორ ადამიანს შორის, სიშორე პრობლემა არაა.

სად და როგორ ატარებენ შობის არდადეგებს ქართველი ვარსკვლავები

"ჯეიმს ბონდის გოგონა“, ტანია რობერთსი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

"გაზაფხულზე პანდემია რომ დაიწყო, რაღაცების ცხობას შევუდექი... ვცდილობ, როგორც შემიძლია, სხვებსაც დავეხმარო" - ირინა ონაშვილი