მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გააძვირებს ლარის გაუფასურება - ბიზნესი და ექსპერტები მოსალოდნელ ცვლილებებზე
რას გააძვირებს ლარის გაუფასურება - ბიზნესი და ექსპერტები მოსალოდნელ ცვლილებებზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკვეთ­რად უფა­სურ­დე­ბო­და. კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში 1 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 3 ლარ­საც კი მი­აღ­წია, რა­მაც ქვე­ყა­ნა ინფლა­ცი­ის საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა.

რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ინფლაქ­ცი­ის საფრ­თხე და­ი­ნა­ხა და პრო­დუქ­ტებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სის ზრდის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გუ­შინ სა­ვა­ლუ­ტო აუქ­ცი­ონ­ზე 40 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნა გა­სა­ყი­დად. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან 32 800 000 აშშ დო­ლა­რი გა­ი­ყი­და და ეს გაც­ვლით კურ­სზეც აი­სა­ხა: პირ­ველ აგ­ვის­ტოს 1 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.92 გახ­და, როცა 31 ივ­ლისს 2.97 ლარი ღირ­და.

ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, პრო­დუქ­ცი­ის გაძ­ვი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა გაძ­ვი­რე­ბაც შე­საძ­ლოა, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფა­სებ­ზე. იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი პრო­დუქ­ცი­ას ძი­რი­თა­დად, დო­ლარ­ში ყი­დუ­ლო­ბენ, მისი მკვეთ­რი გამ­ყა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ხარ­ჯე­ბი ეზ­რდე­ბათ, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, ფა­სე­ბი და­ა­კო­რექ­ტი­რონ.

ეკო­ნო­მის­ტი სოსო არჩვა­ძე AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზა­რი ¾-ით იმ­პორტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სებ­ზე იმის მი­ხედ­ვით აი­სა­ხე­ბა, რა დრო სჭირ­დე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­დან სა­მომ­ხმა­რებ­ლო დახ­ლებ­ზე მო­სახ­ვედ­რად და რა რე­ზერ­ვე­ბი აქვთ იმ­პორ­ტი­ო­რებს.

"რე­ზერ­ვე­ბის ვა­დე­ბი გან­სხვავ­დე­ბა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. ნავ­თოპრდუქ­ტებ­ში ეს შე­იძ­ლე­ბა, იყოს 2-3 კვი­რის მა­რა­გი, მარ­ცვლე­ულ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ნაკ­ლე­ბი ვადა. ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რიც მუ­შა­ობს, ამი­ტომ ჩვენ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ვა­ლუ­ტის კურ­სი იც­ვლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-12 დღე ეს არის ის მაქ­სი­მუ­მი, რა დრო­შიც შე­საძ­ლოა ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბამ ფა­სე­ბის ზრდა­ზე მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა.

ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ეს პრო­ცე­სი სამ­წუ­ხა­როდ, უფრო ჩქარ­დე­ბა - ვა­ლუ­ტის ახა­ლი კურ­სი ჯერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის, რომ უკვე ახა­ლი კურ­სით ხდე­ბა ფა­სე­ბის გან­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მის­ტმა.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პურ-პრო­დუქ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლი­თა და ფქვი­ლით მზად­დე­ბა, შე­საძ­ლოა, 1 ტო­მა­რა ფქვი­ლის ფას­მა 2 ლა­რით მო­ი­მა­ტოს. თუ ახლა 1 ტო­მა­რა ფქვი­ლი სა­შუ­ა­ლოდ, 48 ლარი ღირს, ფა­სის ზრდის შემ­თხვე­ვა­ში, 50 ლარი გახ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს ფა­სის ცვლი­ლე­ბა პუ­რის ფას­ზე.

"ფქვი­ლის ფასი დღეს­დღე­ო­ბით დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,75-2,80 კურ­სზეა გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს არის სი­ტუ­ა­ცია, რომ დო­ლა­რი თუ არ დას­ტა­ბი­ლურ­და, ფა­სე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის დრა­მა­ტულ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით.

დღეს ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 48 ლა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვენ ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფასს მო­ვუ­მა­ტებთ, ეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 2-ლა­რი­ა­ნი მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა და ფასი 50 ლარ­ზე ავა“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლის და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან სი­ლა­გა­ვა.

5%-ით შე­იძ­ლე­ბა გაძ­ვირ­დეს კვერ­ცხი და ქათ­მის ხორ­ცი. რო­გორც „რა­დიო პა­ლიტ­რის“ ეთერ­ში მეფ­რინ­ვე­ლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზუ­რაბ უჩუმ­ბე­გაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრო­დუქტზე ფასი იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­იზ­რდე­ბა, თუ ლა­რის კურ­სის რყე­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და ნიშ­ნუ­ლი არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

"ლა­რის კურ­სის რყე­ვე­ბი და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მოქ­მე­დებს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის დარ­გზე. იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი - ეს იქ­ნე­ბა ზეთი, მზე­სუმ­ზი­რის შრო­ტი, სო­ი­ოს შრო­ტი, ვი­ყი­დოთ უცხო­უ­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ზეა მიბ­მუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ლარი ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის­თვის ერთ-ერთი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. ჩათ­ვა­ლეთ, რომ მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­გე­ბა არ აქვს.

სწო­რედ ამი­ტო­მაც არის, რომ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა წლე­ბია არ ხდე­ბა, ბო­ლო­ში ინ­ტე­რე­სი არ არის. ჩვენ თუ ახლა არ გა­ვაძ­ვი­რეთ პრო­დუქ­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­გე­ბა არ გვაქვს. სულ ყვე­ლა­ფე­რი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, მარ­ცვლე­უ­ლი უკვე გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ არ გა­ვაძ­ვი­როთ პრო­დუქ­ცია, მაგ­რამ თუ ნიშ­ნუ­ლი არ დას­ტა­ბი­ლურ­და და 2.80 მა­ინც არ დაჯ­და, გაძ­ვი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია - ქა­თა­მი და კვერ­ცხი მი­ნი­მუმ 5%-ით მა­ინც გაძ­ვირ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და უჩუმ­ბე­გაშ­ვილ­მა.

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რო­გორც წესი, მკვეთ­რად აი­სა­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სებ­ზეც.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ირი­ნა ჭე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სექ­ტემ­ბრი­დან მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­ნარ­ჩუნ­და, ყვე­ლა გა­და­ხე­დავს ფა­სებს, იმი­ტომ რომ არ­სე­ბობს კონ­კუ­რენ­ცია, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი. 99% მე­დი­კა­მენ­ტი­სა, დო­ლარ­შია შე­ძე­ნი­ლი და ისე შე­მო­დის, ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მო­ი­მა­ტებს ფა­სე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძი­რი­თა­დი მოხ­მა­რე­ბის მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად არ გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ეს ზრდა სხვა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ას შე­ე­ხე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მა­ინც გაძ­ვირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

კი­დევ ერთი რამ, რაც ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო ძი­რი­თა­დად, ყო­ველ­თვის ძვირ­დე­ბა, საწ­ვა­ვია.

საწ­ვა­ვის ფა­სის წარ­მოქ­მნა­ზე ზე­გავ­ლე­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფასი და გაც­ვლი­თი კურ­სი ახ­დენს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 ბა­რე­ლი ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით, 54.82 აშშ დო­ლა­რია. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, ნავ­თო­ბის ფასი ნელ-ნელა იზ­რდე­ბა. თუ ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში 1 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით, 49 დო­ლა­რი იყო, აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სის­თვის 5 ერ­თე­უ­ლით გა­ი­ზარ­და. ამას თან ერ­თვის ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და ეს სუ­რა­თი გვაძ­ლევს სა­ბაბს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვიც გაძ­ვირ­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად ამ მო­ლო­დი­ნე­ბი­სა, ნავ­თოპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა საწ­ვა­ვის ფასი არ გა­ზარ­დონ.

„თუ ლარ­მა გამ­ყა­რე­ბის პრო­ცე­სი გა­აგ­რძე­ლა და შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რა თქმა უნდა, საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბის სა­კი­თხი მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნე­ბა. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი და იმე­დე­ბი გა­მარ­თლდე­ბა და ლარი გამ­ყა­რე­ბას და­ი­წყებს. მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი და მჯე­რა, რომ ლარი გამ­ყა­რე­ბას და­ი­წყებს“ - გან­მარ­ტა მთვრა­ლაშ­ვილ­მა.

რა­ტომ გა­უ­ფა­სურ­და ლარი მკვეთ­რად დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

ამ კი­თხვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არას­დროს არ არ­სე­ბობს. ეკო­ნო­მის­ტთა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას სა­გა­რეო ფაქ­ტო­რებს უკავ­ში­რებს. გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბაც, რომ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო შექ­მნილ­მა ნე­გა­ტი­ურ­მა გან­წყო­ბა­მაც გა­მო­იწ­ვია.

თსუ-ის ანა­ლი­ზი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ჭა­რა­ი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის თემა“ გა­ნა­ცხა­და, რომ ლარი გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა და მერ­ყე­ო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეკო­ნო­მი­კის სი­სუს­ტეა.

"პრობ­ლე­მა არის ის, რომ იმ­პორტდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ. ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის­თვის ჩვენ თვი­თონ ძა­ლი­ან ცოტა პრო­დუქ­ცი­ას ვა­წარ­მო­ებთ და ამას­თან, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ის მოხ­მა­რე­ბა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. მათ შო­რის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­აც კი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბა ჩვენ ად­გილ­ზე შეგ­ვიძ­ლია, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია.

თუნ­დაც ავე­ჯი და ისე­თი პრო­დუქ­ცია, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბა­სა და წარ­მო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ სჭირ­დე­ბა, იმ­პორტზე შე­მოგ­ვაქვს. თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ჩა­ე­რე­ვა, არ ჩა­ე­რე­ვა, 40 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ი­ტანს თუ 100 მი­ლი­ონს, ეს ჩა­რე­ვა დრო­ე­ბი­თად იმოქ­მე­დებს" - გან­მარ­ტა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფაქ­ტორს, ჭა­რა­ია გან­მარ­ტავს, რომ მან გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი შექ­მნა, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მა­ინც სუს­ტი ეკო­ნო­მი­კი­თა და იმ­პორტდა­მი­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნო­ზებს, ეკო­ნო­მისტს გაც­ვლი­თი კურ­სის ნიშ­ნუ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირს, თუმ­ცა ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 2.90 ნიშ­ნუ­ლის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლებს და ასეც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­ვარ­და, შე­მოდ­გო­მა­ზე კი ლარი ძი­რი­თა­დად, რყე­ვებს გა­ნიც­დის, შე­საძ­ლოა, გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია მო­მა­ვალ თვე­ებ­შიც გაგ­რძელ­დეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

რას გააძვირებს ლარის გაუფასურება - ბიზნესი და ექსპერტები მოსალოდნელ ცვლილებებზე

რას გააძვირებს ლარის გაუფასურება - ბიზნესი და ექსპერტები მოსალოდნელ ცვლილებებზე

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად უფასურდებოდა. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარსაც კი მიაღწია, რამაც ქვეყანა ინფლაციის საფრთხის წინაშე დააყენა.

როგორც გამოიკვეთა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაქციის საფრთხე დაინახა და პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად, გუშინ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა და ეს გაცვლით კურსზეც აისახა: პირველ აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.92 გახდა, როცა 31 ივლისს 2.97 ლარი ღირდა.

ბიზნესის წარმომადგენები ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია შენარჩუნდება, პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

პროდუქტები, რომელთა გაძვირებაც შესაძლოა, ლარის გაუფასურებამ გამოიწვიოს

ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ აისახება იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე. იმპორტიორები პროდუქციას ძირითადად, დოლარში ყიდულობენ, მისი მკვეთრი გამყარების შემთხვევაში კი ხარჯები ეზრდებათ, ამიტომ იძულებულები ხდებიან, ფასები დააკორექტირონ.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე AMBEBI.GE-ს განუმარტავს, რომ საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი ¾-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასებზე იმის მიხედვით აისახება, რა დრო სჭირდება იმპორტირებულ პროდუქციას საზღვრის გადმოკვეთიდან სამომხმარებლო დახლებზე მოსახვედრად და რა რეზერვები აქვთ იმპორტიორებს.

"რეზერვების ვადები განსხვავდება პროდუქციის წარმომავლობის მიხედვით. ნავთოპრდუქტებში ეს შეიძლება, იყოს 2-3 კვირის მარაგი, მარცვლეულში შეიძლება იყოს უფრო ნაკლები ვადა. ბევრი სხვა ფაქტორიც მუშაობს, ამიტომ ჩვენ პირობებში, როდესაც ვალუტის კურსი იცვლება, დაახლოებით, 10-12 დღე ეს არის ის მაქსიმუმი, რა დროშიც შესაძლოა ვალუტის კურსის ცვლილებამ ფასების ზრდაზე მოახდინოს ზეგავლენა.

ჩვენს რეალობაში ეს პროცესი სამწუხაროდ, უფრო ჩქარდება - ვალუტის ახალი კურსი ჯერ დაფიქსირებული არ არის, რომ უკვე ახალი კურსით ხდება ფასების განსაზღვრა“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში პურ-პროდუქტები ძირითადად, იმპორტირებული ხორბლითა და ფქვილით მზადდება, შესაძლოა, 1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარით მოიმატოს. თუ ახლა 1 ტომარა ფქვილი საშუალოდ, 48 ლარი ღირს, ფასის ზრდის შემთხვევაში, 50 ლარი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იმოქმედებს ფასის ცვლილება პურის ფასზე.

"ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, რომ დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ფასები უნდა გადაიხედოს, თუმცა ამ დროისთვის დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით.

დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 48 ლარია, შესაბამისად, თუ ჩვენ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფასს მოვუმატებთ, ეს, დაახლოებით, 2-ლარიანი მატება იქნება და ფასი 50 ლარზე ავა“, - აღნიშნავს საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

5%-ით შეიძლება გაძვირდეს კვერცხი და ქათმის ხორცი. როგორც „რადიო პალიტრის“ ეთერში მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, პროდუქტზე ფასი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ლარის კურსის რყევები გაგრძელდება და ნიშნული არ დასტაბილურდება.

"ლარის კურსის რყევები და ეროვნული ვალუტის გაუფასურება კატასტროფულად მოქმედებს მეფრინველეობის დარგზე. იძულებული ვართ, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი - ეს იქნება ზეთი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ვიყიდოთ უცხოური და ეს ყველაფერი უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. შესაბამისად, ლარი ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. ჩათვალეთ, რომ მეფრინველეობას ფაქტობრივად, მოგება არ აქვს.

სწორედ ამიტომაც არის, რომ დარგის განვითარება წლებია არ ხდება, ბოლოში ინტერესი არ არის. ჩვენ თუ ახლა არ გავაძვირეთ პროდუქცია, ფაქტობრივად, მოგება არ გვაქვს. სულ ყველაფერი იმპორტირებულია, მარცვლეული უკვე გაძვირებულია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გავაძვიროთ პროდუქცია, მაგრამ თუ ნიშნული არ დასტაბილურდა და 2.80 მაინც არ დაჯდა, გაძვირება გარდაუვალია - ქათამი და კვერცხი მინიმუმ 5%-ით მაინც გაძვირდება" - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

ლარის გაუფასურება, როგორც წესი, მკვეთრად აისახება მედიკამენტების ფასებზეც.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების პრეზიდენტი ირინა ჭელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელია.

"იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, ყველა გადახედავს ფასებს, იმიტომ რომ არსებობს კონკურენცია, არსებობს უამრავი ფაქტორი. 99% მედიკამენტისა, დოლარშია შეძენილი და ისე შემოდის, ამიტომ სავარაუდოა, რომ მოიმატებს ფასები. სავარაუდოდ, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად არ გაიზრდება, თუმცა ეს ზრდა სხვა ტიპის პროდუქციას შეეხება და საბოლოოდ მედიკამენტები მაინც გაძვირდება“, - აღნიშნა მან.

კიდევ ერთი რამ, რაც ლარის გაუფასურების გამო ძირითადად, ყოველთვის ძვირდება, საწვავია.

საწვავის ფასის წარმოქმნაზე ზეგავლენას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი და გაცვლითი კურსი ახდენს. ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით, 54.82 აშშ დოლარია. ბოლო რამდენიმე თვეა, ნავთობის ფასი ნელ-ნელა იზრდება. თუ ივნისის შუა რიცხვებში 1 ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით, 49 დოლარი იყო, აგვისტოს დასაწყისისთვის 5 ერთეულით გაიზარდა. ამას თან ერთვის ლარის გაუფასურება და ეს სურათი გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, საქართველოში საწვავიც გაძვირდეს.

მიუხედავად ამ მოლოდინებისა, ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება, ამიტომ შესაძლებელია, ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა საწვავის ფასი არ გაზარდონ.

„თუ ლარმა გამყარების პროცესი გააგრძელა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირების საკითხი მიმდინარე ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლების პროგნოზები და იმედები გამართლდება და ლარი გამყარებას დაიწყებს. მე ამ მიმართულებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს“ - განმარტა მთვრალაშვილმა.

რატომ გაუფასურდა ლარი მკვეთრად დოლართან მიმართებაში?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არასდროს არ არსებობს. ეკონომისტთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ გაუფასურება საპროტესტო აქციების გამო შექმნილმა ნეგატიურმა განწყობამაც გამოიწვია.

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ ლარი გაუფასურებისა და მერყეობის განმაპირობებელი, საბოლოო ჯამში ეკონომიკის სისუსტეა.

"პრობლემა არის ის, რომ იმპორტდამოკიდებულები ვართ. ადგილობრივი ბაზრისთვის ჩვენ თვითონ ძალიან ცოტა პროდუქციას ვაწარმოებთ და ამასთან, ძირითადად, ყველა ტიპის პროდუქციის მოხმარებაზე ვართ ორიენტირებულები. მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი, რომლის წარმოება ჩვენ ადგილზე შეგვიძლია, იმპორტირებულია.

თუნდაც ავეჯი და ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებასა და წარმოებას, განსაკუთრებული ინვესტიციები არ სჭირდება, იმპორტზე შემოგვაქვს. თუ ასე გაგრძელდება, ეროვნული ბანკი ჩაერევა, არ ჩაერევა, 40 მილიონ დოლარს გამოიტანს თუ 100 მილიონს, ეს ჩარევა დროებითად იმოქმედებს" - განმარტა მან.

რაც შეეხება საპროტესტო აქციების ფაქტორს, ჭარაია განმარტავს, რომ მან გარკვეული ნეგატიური მოლოდინები შექმნა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ლარის გაუფასურება მაინც სუსტი ეკონომიკითა და იმპორტდამიკიდებულებითაა განპირობებული.

რაც შეეხება პროგნოზებს, ეკონომისტს გაცვლითი კურსის ნიშნულის დასახელება უჭირს, თუმცა ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით, 2.90 ნიშნულის გარშემო იტრიალებს და ასეც შენარჩუნდება.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტული სეზონი წელს საქართველოში, ფაქტობრივად, ჩავარდა, შემოდგომაზე კი ლარი ძირითადად, რყევებს განიცდის, შესაძლოა, გაუფასურების ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდეს.

მარიამ გეგუჩაძე კარანტინში გადაჰყავთ - "პარიზიდან ჩამოვფრინდი..."

"ბავშვობაში ზღაპრების პარალელურად სამეცნიერო ენციკლოპედიებს ვათვალიერებდი" - წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომელსაც მეცნიერობა სურს

ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა