კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა
"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა

მე ვიცი, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია. რომ მჭირ­დე­ბო­დეს, ჩა­დე­ნის დრო­საც, ძა­ლი­ან კარ­გი იუ­რის­ტი ვარ და შე­მიძ­ლია კვა­ლი არ დავ­ტო­ვო, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მისი გა­მო­კი­თხვა უნდა მოხ­დეს. გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე აპი­რებს პა­სუ­ხის გა­ცე­მას.

„რა­საც მკი­თხა­ვენ იმა­ზე ვუ­პა­სუ­ხებ, რაც მახ­სოვს თან იმას, იმი­ტომ, რომ არის ლა­პა­რა­კი 2015 წელ­ზე, ეკო­ნო­მი­კურ და ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რაც ყვე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის საქ­მეა. რაც მახ­სოვს ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ტყვი, ავ­ხსნი, პრობ­ლე­მა არ მაქვს. მე ვიცი, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია. რომ მჭირ­დე­ბო­დეს, ჩა­დე­ნის დრო­საც, იუ­რის­ტი ვარ და შე­მიძ­ლია კვა­ლი არ დავ­ტო­ვო და მით უმე­ტეს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ კვალს მე არ ვტო­ვებ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

კი­თხვა­ზე, ელო­დე­ბა თუ არა მოწ­მის სტა­ტუ­სის ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით შეც­ვლას და გა­მო­რი­ცხავს თუ არა, რომ მისი და­კა­ვე­ბა დღეს­ვე მოხ­დეს, ნიკა გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უშ­ვებს.

გა­მო­ძი­ე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი 9 %-იანი წი­ლის მე­სა­კუთ­რის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო, საქ­მეს და­ერ­თო მოქ­მე­დი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­უ­ბა­რია შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე უნდა გა­მო­ი­კი­თხოს.

„გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხმე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე და ქო­ნე­ბის თვალ­თმაქ­ცუ­რი და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­რი­გე­ბით გა­და­მავ­ლის ფაქ­ტებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის ფარ­გლებ­ში დღეს მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხე­ბა კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მან უარი თქვა გა­მომ­ძი­ებ­ლის წი­ნა­შე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე, რის შემ­დე­გაც ჩვენ მივ­მარ­თეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს. ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი 9 %-იანი წი­ლის მე­სა­კუთ­რის ინ­ტე­რე­სებ­სი დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამა­ვე დროს საქ­მეს და­ერ­თო გან­ცხა­დე­ბე­ბი მოქ­მე­დი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის. დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­უ­ბა­რია შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. თუ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ამ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტერ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გან­ვა­ცხა­დებ. გი­დას­ტუ­რებთ არ­სე­ბობს ორი გან­ცხა­დე­ბა, ორი სხვა­დას­ხვა პი­რის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კი­თხვებს რა სა­ხის კი­თხვე­ბი უნდა იყოს დას­მუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბას აქვს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვა და იმე­დი გვაქვს, რომ მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის და ადეკ­ვა­ტურ პა­სუ­ხებს“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ და იქვე დას­ძი­ნა, რომ საქ­მე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

„მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ფას­დე­ბა და გა­კეთ­დე­ბა მათი ანა­ლი­ზი და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­მელ­საც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ“, - დას­ძი­ნა პრო­კუ­რორ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა

"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.

„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

გამოძიება „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს დაერთო მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადებები, დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც რამდენიმე წუთში „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე უნდა გამოიკითხოს.

„გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხმების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე და ქონების თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით გადამავლის ფაქტებზე. აღნიშნულის ფარგლებში დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც მოგეხსენებათ, მან უარი თქვა გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოს. ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ინტერესებსი დამცველი ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ამავე დროს საქმეს დაერთო განცხადებები მოქმედი გენერალური დირექტორის. დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე და აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუ რა მტკიცებულებები აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას, ბუნებრივია, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ვერ განვაცხადებ. გიდასტურებთ არსებობს ორი განცხადება, ორი სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს რა სახის კითხვები უნდა იყოს დასმული, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შესაბამის და ადეკვატურ პასუხებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ და იქვე დასძინა, რომ საქმეზე ჩატარდება სრულყოფილი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება, ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

„მოპოვებული მტკიცებულებები შეფასდება და გაკეთდება მათი ანალიზი და მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და რომელსაც ბუნებრივია, საზოგადოებას შევატყობინებთ“, - დასძინა პროკურორმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები