ავტორი:

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოთ ნაჭრის ჩანთით პოლიეთილენის პარკი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოთ ნაჭრის ჩანთით პოლიეთილენის პარკი

უკვე რამდენიმე ათეული წელია, აქტიურად მიმდინარეობს პოლიეთილენის პარკების ნაჭრის ჩანთებით ჩანაცვლების კამპანია. ეს პარკები, რომლებიც ყოველი ჩვენგანის სახლში მოიპოვება, თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო რთულად იშლება და ნიადაგში 400–დან 1000 წლამდე რჩება. შედეგად, საფრთხე ექმნება ყველასა და ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა: ოკეანეებს, ზღვებსა თუ ტბებს, ფლორასა თუ ფაუნას და ჩვენ – ადამიანებს.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გაყიდვა 2019 წლის 1–ელი აპრილიდან აიკრძალა და ისინი ნაკლებად უსაფრთხო, ბიოდეგრადირებადმა პარკებმა ჩაანაცვლა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სრული უსაფრთხოების მისაღწევად, მათზეც ამბობენ უარს და არჩევანს ნაჭრის ჩანთებზე აკეთებენ.

გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოთ პოლიეთილენის პარკი ნაჭრის ჩანთით.

1. ნაჭრის ჩანთა ბუნებრივი მასალისგან მზადდება, შესაბამისად, ნიადაგში მარტივად იხსნება და თავიდან გვაცილებს ბუნების დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებს.

2. ნაჭრის ჩანთა მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეგვიძლია. ასევე, ნაჭრის ჩანთა იმ ასობით პარკისგან განსხვავებით, რომლებითაც უჯრებს ვავსებდით, გაცილებით მცირე ადგილს იკავებს.

3. ნაჭრის ჩანთა გაცილებით დიდ სიმძიმეს უძლებს – ხილ–ბოსტნეულით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული. ამასთანავე, პოლიეთილენის პარკისგან განსხვავებით, აბსოლუტურად „ჩუმია“ და მოძრაობისას ზედმეტი ხმაურით არ გვაწუხებს.

4. ნაჭრის ჩანთა გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე პოლიეთილენის პარკების მთელი შეკვრა. სწორედ იმიტომ, რომ ნაჭრის ჩანთის ყოველდღიურად ყიდვა არ არის საჭირო.

5. ნაჭრის ჩანთა ძალიან მოდური დალამაზია. სხვადასხვა დიზაინის ჩანთებით თამამად შეგვიძლია მოვიწონოთ თავი: მაღაზიასა თუ თეატრში, სამსახურსა თუ უნივერსიტეტში. ასე რომ, ნაჭრის ჩანთას, პოლიეთილენის პარკისგან განსხვავებით, აქსესუარის დანიშნულებაც აქვს და სტილის ელემენტს წარმოადგენს. თანაც, ისინი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის ერთნაირად მიმზიდველია.

ნაჭრის ჩანთების დამკვიდრების სასარგებლო ტენდენცია საქართველოშიც შეიმჩნევა.

ნაჭრის ჩანთა – ეს არის 21–ე საუკუნის არჩევანი, გარემოსთვის უსაფრთხო, მრავალჯერადი და მოდური აქსესუარი ყველასათვის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ