პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაამხილა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა
რა გაამხილა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა

ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლი მრბო­ლე­ლის, შვიდგზის სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მის­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა იშ­ვი­ა­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

ხუ­თწე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც "ფორ­მუ­ლა 1"-ის მრბო­ლელ­მა თა­ვის უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა მი­ი­ღო ფრან­გულ ალ­პებ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დროს და მას შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. შუ­მა­ხე­რის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და მე­დი­ა­ში თით­ქმის არა­ფე­რი იწე­რე­ბა, თუ რო­გორ გრძნობს თავს ლე­გენ­და.

ახლა კი, "ფერ­ა­რის" მრბო­ლე­ლის ყო­ფილ­მა მე­ნე­ჯერ­მა და შუ­მა­ხე­რის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რმა ჟან ტოდ­მა, რა­დიო "მონ­ტე კარ­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უს დროს მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­რა სპორ­ტსმე­ნის ფა­ნებს. ტო­დის თქმით, 50 წლის შუ­მა­ხერს "კარ­გი პროგ­რე­სი" აქვს და მათ ცოტა ხნის წინ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ერ­თად უყუ­რეს "ფორ­მუ­ლა 1"-ის რბო­ლას.

"მე ყო­ველ­თვის ფრთხი­ლი ვარ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის დროს, მაგ­რამ ეს სი­მარ­თლეა. მე მი­ხა­ელ შუ­მა­ხერ­თან ერ­თად ვუ­ყუ­რე რბო­ლას შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მის სახ­ლში" - გა­ნა­ცხა­და ტოდ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხა­ე­ლის სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, ორ­გა­ნიზ­მი გა­უძ­ლებს ამ­გვარ დატ­ვირ­თვას და ამ ხან­გრძლი­ვო­ბას.

მრბო­ლე­ლის მე­ნე­ჯერ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე დას­ძი­ნა: "მი­ხა­ე­ლი სა­უ­კე­თე­სო ხელ­შია და მას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ სა­კუ­თარ სახ­ლში. ის არ ნებ­დე­ბა და აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას!"

მი­ხა­ელ შუ­მა­ხერს მძი­მე ინ­ცი­დენ­ტი 2013 წელს შე­ემ­თხვა. ის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იყო. 2014 წლი­დან მრბო­ლე­ლი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ სა­კუ­თარ სახ­ლში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა გაამხილა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა

რა გაამხილა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა

ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის, შვიდგზის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა უახლოესმა მეგობარმა იშვიათი კომენტარი გააკეთა.

ხუთწელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც "ფორმულა 1"-ის მრბოლელმა თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო ფრანგულ ალპებში თხილამურებით სრიალის დროს და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადის. შუმახერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და მედიაში თითქმის არაფერი იწერება, თუ როგორ გრძნობს თავს ლეგენდა.

ახლა კი, "ფერარის" მრბოლელის ყოფილმა მენეჯერმა და შუმახერის ახლო გარემოცვის წევრმა ჟან ტოდმა, რადიო "მონტე კარლოსთან" ინტერვიუს დროს მწირი ინფორმაცია გაუზიარა სპორტსმენის ფანებს. ტოდის თქმით, 50 წლის შუმახერს "კარგი პროგრესი" აქვს და მათ ცოტა ხნის წინ ტელევიზორში ერთად უყურეს "ფორმულა 1"-ის რბოლას.

"მე ყოველთვის ფრთხილი ვარ ასეთი განცხადებების დროს, მაგრამ ეს სიმართლეა. მე მიხაელ შუმახერთან ერთად ვუყურე რბოლას შვეიცარიაში, მის სახლში" - განაცხადა ტოდმა ინტერვიუში.

არსებული ინფორმაციით, მიხაელის სრულ გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ორგანიზმი გაუძლებს ამგვარ დატვირთვას და ამ ხანგრძლივობას.

მრბოლელის მენეჯერმა ინტერვიუში ასევე დასძინა: "მიხაელი საუკეთესო ხელშია და მას ყურადღებას აქცევენ საკუთარ სახლში. ის არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას!"

მიხაელ შუმახერს მძიმე ინციდენტი 2013 წელს შეემთხვა. ის 6 თვის განმავლობაში კომაში იყო. 2014 წლიდან მრბოლელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარ სახლში, შვეიცარიაში აგრძელებს მკურნალობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე