პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვარამია - "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ვინმეს უნდა დააბრალონ  და ეს ვინმე ვარ მე
გვარამია - "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ვინმეს უნდა დააბრალონ  და ეს ვინმე ვარ მე

ჩემი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2"- ის რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­ში სი­სუ­ლე­ლეა, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის და­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, მან "რუს­თა­ვი 2" ფაქ­ტობ­რი­ვად "მკვდა­რი" ჩა­ი­ბა­რა და 7 წე­ლის ისე აფუნ­ქცი­ო­ნი­რა, რომ ხელ­ფა­სი არა­ვის­თვის და­უგ­ვი­ა­ნე­ბია.

"ჩემ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე არის აღ­ძრუ­ლი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე სუ­ლე­ლუ­რია. ამას ისევ "პაკ­რიშ­კე­ბის" საქ­მე სჯობ­და. რა თქმა უნნ­და, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა ჩემი და­და­ნა­შუ­ა­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­ში. მე ჩა­ვი­ბა­რე მკვდა­რი კომ­პა­ნია და იმის მოკ­ლუ­ლი, სხვა­თა შო­რის, ვისი ცო­ლიც ახლა მი­ჩი­ვის. ეს კომ­პა­ნია და­ვა­ყე­ნე ფეხ­ზე და 7 წელი მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ვა­ფუნ­ქცი­ო­ნი­რე, არც ერთი ხელ­ფა­სი არ და­მიგ­ვი­ა­ნია და თუ და­ვაგ­ვი­ა­ნე, არ ყო­ფი­ლა ისე, რომ ვინ­მეს რამე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქო­ნო­და. პი­რი­ქით, ხელ­ფასს ზე­მო­თაც ვეხ­მა­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­ვის და­ბა­რე­ბას ორი მი­ზე­ზით ხნის. მისი თქმით, ეს უკავ­შირ­დე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ში ფი­ნან­სურ კრი­ზისს, რო­მე­ლიც "ვინ­მეს უნდა დაბ­რალ­დეს" და ასე­ვე, მის მიერ ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"მი­ზა­ნი არის ორი: "რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვა იგეგ­მე­ბა იმ მო­ტი­ვით, რომ არ არის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ვინ­მეს უნდა და­აბ­რა­ლონ და ეს ვინ­მე ვარ მე. ეს იქ­ნე­ბა სა­სა­ცი­ლო. პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი აქე­დან, და­მაბ­რუ­ნონ და ხვალ­ვე გავ­ცემ ხელ­ფა­საც და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. ეს ერთი და მე­ო­რე მი­ზე­ზი, რა თქმა უნდა, არის ტე­ლე­ვი­ზია, რო­მელ­საც მე ვა­კე­თებ და რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა „რუს­თა­ვი 2“ -ზე უკე­თე­სი. მე ამის პი­რო­ბას ვდებ. ის გა­მო­იწ­ვევ იმას, რომ „რუს­თა­ვი 2“ სა­ერ­თოდ არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც უნდა ივა­ნიშ­ვილს“, - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

გვა­რა­მი­ას თქმით, თუკი და­ა­კა­ვე­ბენ, ის ტე­ლე­ვი­ზი­ას მა­ინც გა­ა­კე­თებს.

"ფე­ხებ­ზე მკი­დია თუ და­მა­კა­ვე­ბენ, მხო­ლოდ გა­მო­ვი­ძი­ნებ. ყევ­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მე გა­მო­ვალ და ივა­ნიშ­ვი­ლი ვე­რას­დროს გა­მო­ვა. პი­რო­ბას ვდებ. ტე­ლე­ვი­ზია გა­კეთ­დე­ბა მა­ინც", - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გვარამია - "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ვინმეს უნდა დააბრალონ  და ეს ვინმე ვარ მე

გვარამია - "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ვინმეს უნდა დააბრალონ  და ეს ვინმე ვარ მე

ჩემი დადანაშაულება "რუსთავი 2"- ის რაიმე მატერიალურ ზარალში სისულელეა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მან "რუსთავი 2" ფაქტობრივად "მკვდარი" ჩაიბარა და 7 წელის ისე აფუნქციონირა, რომ ხელფასი არავისთვის დაუგვიანებია.

"ჩემზე ძალიან ბევრი საქმე არის აღძრული, მოგეხსენებათ, მაგრამ ეს ყველაზე სულელურია. ამას ისევ "პაკრიშკების" საქმე სჯობდა. რა თქმა უნნდა, სრული სისულელეა ჩემი დადანაშუალება "რუსთავი 2"-ის რაიმე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და იმის მოკლული, სხვათა შორის, ვისი ცოლიც ახლა მიჩივის. ეს კომპანია დავაყენე ფეხზე და 7 წელი მიუხედავად ყველაფრისა, ვაფუნქციონირე, არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანია და თუ დავაგვიანე, არ ყოფილა ისე, რომ ვინმეს რამე დავალიანება ჰქონოდა. პირიქით, ხელფასს ზემოთაც ვეხმარებოდი ადამიანებს", - განაცხადა გვარამიამ.

ის პროკურატურაში თავის დაბარებას ორი მიზეზით ხნის. მისი თქმით, ეს უკავშირდება "რუსთავი 2"-ში ფინანსურ კრიზისს, რომელიც "ვინმეს უნდა დაბრალდეს" და ასევე, მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილებას.

"მიზანი არის ორი: "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები და ვინმეს უნდა დააბრალონ და ეს ვინმე ვარ მე. ეს იქნება სასაცილო. პირდაპირ ვეუბნები აქედან, დამაბრუნონ და ხვალვე გავცემ ხელფასაც და არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს ერთი და მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ტელევიზია, რომელსაც მე ვაკეთებ და რომელიც იქნება „რუსთავი 2“ -ზე უკეთესი. მე ამის პირობას ვდებ. ის გამოიწვევ იმას, რომ „რუსთავი 2“ საერთოდ არააქტუალური გახდება იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ივანიშვილს“, - აღნიშნა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, თუკი დააკავებენ, ის ტელევიზიას მაინც გააკეთებს.

"ფეხებზე მკიდია თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ. ყევლაფერი კარგად იქნება. მე გამოვალ და ივანიშვილი ვერასდროს გამოვა. პირობას ვდებ. ტელევიზია გაკეთდება მაინც", - აღნიშნა გვარამიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ