სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება
"პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება

თემო მე­ლი­ქი­ძე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით 22 წლის წინ მისი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რა, ორ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან ერ­თად. ბელ­გი­ა­ში გაჩ­ნდა თე­მოს და. ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა და არც ეს შემ­თხვე­ვა იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მტკი­ცე ხა­სი­ა­თი­სა და ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის იმე­დით ახერ­ხებს "გა­დარ­ჩე­ნას".

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ამე­რი­კუ­ლი ბლო­კბას­ტერ­ში "პატ­რი­ო­ტის დღე­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლის პრე­მი­ე­რა 2016 წელს AFI Fest-ზე შედ­გა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი პი­ტერ ბერ­გია. თემო მე­ლი­ქი­ძე იქ ტე­რო­რის­ტის როლს თა­მა­შობს, რო­მელ­მაც 2013 წელს ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის დროს ტე­რაქ­ტი მო­ა­წყო. AFI Fest-ზე პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მე­ლი­ქი­ძე ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ო­ბებ­თან წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მოხ­ვდა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­ში "გზა" და­ი­ბეჭ­და:

"5 თუ 6 წლის ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ გა­ვემ­გზავ­რეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გო­რი მძი­მე პი­რო­ბე­ბი და ქა­ო­სი იყო. პირ­ვე­ლი დიდი სხვა­ო­ბა, რაც ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ვი­ნა­ხე, ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­ლდათ. მახ­სოვს პირ­ვე­ლად კომ­პი­უ­ტე­რი და ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რი რომ ვნა­ხე, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი. იყო გათ­ბო­ბა, დენი, ონ­კა­ნი­დან ცხე­ლი წყა­ლი მო­დი­ო­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და (იღი­მის)..."

"ბავ­შვო­ბა­ში ბრუს ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მე­ბი რომ ვნა­ხე, ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რი იყო და ასე ვთქვათ, ის გახ­და ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ერთხელ სკო­ლა­ში და­ვა­ლე­ბა მოგ­ვცეს, წე­რი­ლი მიგ­ვე­წე­რა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მო­მა­ვალ­ში, 20 წლის მერე. დავ­წე­რე, რომ იმ დროს უკვე მსა­ხი­ო­ბი ვიქ­ნე­ბო­დი ისე­ვე, რო­გორც ბრუს ლი და ვი­მუ­შა­ვებ­დი ჰო­ლი­ვუდ­ში. ეს აზრი არა­სო­დეს შე­მიც­ვლია..."

ნიუ-იორ­კი­დან მალე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და და ახლა უკვე იქ და­ე­ლო­და ახალ შანსს პრო­ფე­სი­ა­ში. თით­ქმის 3 თვე არა­ფე­რი ხდე­ბო­და. არა­ვის იც­ნობ­და, არც მე­ნე­ჯე­რი ჰყავ­და, არც პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და. ერთხელ ის ერთ-ერ­თმა აგენ­ტმა ნახა და რეკ­ლა­მა­ში გა­და­სა­ღე­ბად და­უ­კავ­შირ­და. ერ­თმა­ნე­თი უკეთ რომ გა­იც­ნეს, ეს ადა­მი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბის აგენ­ტი გახ­და. სწო­რედ ამ დროს რე­ჟი­სო­რი პი­ტერ ბერ­გი და პრო­დი­უ­სე­რი მარკ უოლ­ბერ­გი ფილ­მის­თვის მსა­ხი­ო­ბებს არ­ჩევ­დნენ...

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად თემო მე­ლი­ქი­ძის ინ­ტერ­ვიუ

zura
0

სათვალე მოიხსენი, მაგ თვალებს არ უხდება.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება

"პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება

თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 22 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".

ქართველი მსახიობი ამერიკული ბლოკბასტერში "პატრიოტის დღეში" მონაწილეობდა, რომლის პრემიერა 2016 წელს AFI Fest-ზე შედგა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი პიტერ ბერგია. თემო მელიქიძე იქ ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო. AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"5 თუ 6 წლის ვიყავი, საქართველოდან რომ გავემგზავრეთ. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში როგორი მძიმე პირობები და ქაოსი იყო. პირველი დიდი სხვაობა, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დავინახე, ეს ეკონომიკური მდგომარეობა გახლდათ. მახსოვს პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი. იყო გათბობა, დენი, ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას უკვე დავიწყებული ჰქონდა (იღიმის)..."

"ბავშვობაში ბრუს ლის მონაწილეობით ფილმები რომ ვნახე, ჩემთვის ემოციური იყო და ასე ვთქვათ, ის გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ერთხელ სკოლაში დავალება მოგვცეს, წერილი მიგვეწერა საკუთარი თავისთვის მომავალში, 20 წლის მერე. დავწერე, რომ იმ დროს უკვე მსახიობი ვიქნებოდი ისევე, როგორც ბრუს ლი და ვიმუშავებდი ჰოლივუდში. ეს აზრი არასოდეს შემიცვლია..."

ნიუ-იორკიდან მალე ლოს-ანჯელესში გადავიდა და ახლა უკვე იქ დაელოდა ახალ შანსს პროფესიაში. თითქმის 3 თვე არაფერი ხდებოდა. არავის იცნობდა, არც მენეჯერი ჰყავდა, არც პირადი კონტაქტები ჰქონდა. ერთხელ ის ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და რეკლამაში გადასაღებად დაუკავშირდა. ერთმანეთი უკეთ რომ გაიცნეს, ეს ადამიანი მსახიობის აგენტი გახდა. სწორედ ამ დროს რეჟისორი პიტერ ბერგი და პროდიუსერი მარკ უოლბერგი ფილმისთვის მსახიობებს არჩევდნენ...

წაიკითხეთ სრულად თემო მელიქიძის ინტერვიუ

როგორია ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ვირუსის გამო, შესაძლოა, გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა