პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგეგმილია ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა" - პროკურატურის განცხადება და გვარამიას პასუხი
"დაგეგმილია ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა" - პროკურატურის განცხადება და გვარამიას პასუხი

პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას გა­მო­კი­თხვას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­ნა­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გან­ჩი­ნე­ბე­ბი, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვის 2“-ის კონ­ტრაქ­ტო­რი სა­წარ­მო­ე­ბი­დან, მათ შო­რის „ინ­ტერ მე­დია“ და „ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სი­დან“, გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე.

„სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2"-ის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, მისი კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მით­ვი­სე­ბის და ქო­ნე­ბის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ან/და თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბით გა­და­მალ­ვის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გან­ჩი­ნე­ბე­ბი, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვის 2“-ის კონ­ტრაქ­ტო­რი სა­წარ­მო­ე­ბი­დან, მათ შო­რის „ინ­ტერ მე­დია“ და „ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სი­დან“, გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სხვა საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­გეგ­მი­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის ნი­კო­ლოზ გვა­რა­მი­ას გა­მო­კი­თხვა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვის 2“-ის 9%-იანი წი­ლის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლის ნინო ნი­ჟა­რა­ძის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის თა­ო­ბა­ზე.

ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ერ­თო “რუს­თა­ვის 2-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე, რა­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ დიდი ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ას.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნიკა გვა­რა­მია.

მისი თქმით, ნინო ნი­ჟა­რა­ძის მიერ მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნილ ბუ­ნე­ბა­ში არარ­სე­ბულ ფაქ­ტებ­ზე საქ­მე აღ­ძრეს და ამ ეტაპ­ზე მოწ­მის სა­ხით იბა­რე­ბენ.

„სამი მუხ­ლი­თაა საქ­მე აღ­ძრუ­ლი: 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის დ და მე-3 ნა­წი­ლის გ (დიდი ოდე­ნო­ბით მით­ვი­სე­ბა ან გაფ­ლან­გვა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით), 205-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის ა და ბ (დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვა მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ან/და თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით), 220-ე მუხ­ლი (უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა).

რო­გორც დიქ­ტა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, არა­თუ „რუს­თა­ვი 2“ - ში არ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი დარ­ჩე­ნა და თა­ვი­სუ­ფა­ლი და კრი­ტი­კუ­ლი სი­ტყვის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მა, იქე­დან წა­მოს­ვლა და „რუს­თა­ვი 2“-ის წა­სულ­ში და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ახა­ლი კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, ჩემი არ­სე­ბო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში უკვე, ზო­გა­დად, არ შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს.

მე­გობ­რე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, სა­ერ­თოდ რა­მის გა­კე­თე­ბა რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია უკვე ამ ქვე­ყა­ნა­ში, რა შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს ამას? დიქ­ტა­ტუ­რა სხვა რა­ღაა, თუ არა­და ეს?

მე, რო­გორც მე­და­სავ­ლე­თე ქარ­თველ პატ­რი­ოტს, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი დიდი ხა­ნია გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს. მა­მა­ჩე­მი ებ­რძო­და საბ­ჭო­თა კავ­შირს და თა­ვი­სი თვა­ლით იხი­ლა მისი მარ­თა­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ბრძო­ლის ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი - სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კო­მუ­ნიზ­მის­გან და საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის­გან და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცია. მეც, 30 წლის მერე, პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვე ბრძო­ლა­ში ვარ - ასე­ვე მარ­თალ­ში და ის­ტო­რი­ულ­ში და ასე­ვე საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ვპირ­დე­ბი ჩემ შვი­ლებს - მეც ვნა­ხავ ჩემი ის­ტო­რი­უ­ლი ბრძო­ლის ის­ტო­რი­ულ შე­დეგს, და ისი­ნი იცხოვ­რე­ბენ ბო­ლომ­დე დე­სო­ვი­ე­ტი­ზე­ბულ თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის მსა­ხუ­რე­ბის­თვის არა­ვინ და­ი­ბა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში“, - წერს ნიკა გვა­რა­მია "ფე­ის­ბუქ­ში".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"დაგეგმილია ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა" - პროკურატურის განცხადება და გვარამიას პასუხი

"დაგეგმილია ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა" - პროკურატურის განცხადება და გვარამიას პასუხი

პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განაცხადების თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღძრეს და ამ ეტაპზე მოწმის სახით იბარებენ.

„სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“ - ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“-ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს. მამაჩემი ებრძოდა საბჭოთა კავშირს და თავისი თვალით იხილა მისი მართალი და ისტორიული ბრძოლის ისტორიული შედეგი - საქართველოს გათავისუფლება კომუნიზმისგან და საბჭოთა ოკუპაციისგან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც, 30 წლის მერე, პრაქტიკულად იგივე ბრძოლაში ვარ - ასევე მართალში და ისტორიულში და ასევე საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ვპირდები ჩემ შვილებს - მეც ვნახავ ჩემი ისტორიული ბრძოლის ისტორიულ შედეგს, და ისინი იცხოვრებენ ბოლომდე დესოვიეტიზებულ თავისუფალ საქართველოში, სადაც თავისუფალი სიტყვის მსახურებისთვის არავინ დაიბარებს პროკურატურაში“, - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქში".

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს