კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრეგოს" დამფუძნებლებს თაღლითური სქემით, 2 800 000-ზე მეტი ლარის მითვისებას ედავებიან - საგამოძიებო სამსახურის განცხადება
"ფრეგოს" დამფუძნებლებს თაღლითური სქემით, 2 800 000-ზე მეტი ლარის მითვისებას ედავებიან - საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი „ფრე­გოს“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ „ფრე­გოს“ დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით თავი აა­რი­დეს დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხადს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ჯამ­ში, მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 2 837 683 ლარს.

„2019 წლის 27 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, დღგ-ს ყალ­ბი აქ­ტი­ვე­ბის შექ­მნა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ჯგუ­ფუ­რად, ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბულ იქნა კვიპ­როს­ში რე­გის­ტრი­რე­ბი­უ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლო­ბე­ლი გ.თ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვ.ყ. რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს „ფრე­გო­სა“ და შპს „გლო­ბალ­ბი­თუ­მის“ საქ­მი­ა­ნო­ბას.

გ.თ. და ვ.ყ. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში შე­ვიდ­ნენ დიდი ოდე­ნო­ბით დღგ-ს ყალ­ბი აქ­ტი­ვის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლებ­მაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სა­ხე­ლით შე­მო­ტა­ნი­ლი გა­ნუ­ბა­ჟე­ბე­ლი საწ­ვა­ვი ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის (ინ­ვო­ი­სე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბით ფიქ­ტი­უ­რად გა­და­ა­წე­რეს ყალ­ბი აქ­ტი­ვის მქო­ნე კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც გა­ნა­ბა­ჟა (ყალ­ბი აქ­ტი­ვი­დან გა­დახ­დი­ლად აჩ­ვე­ნა აქ­ცი­ზის და დღგ-ს გა­და­სა­ხა­დი) და შემ­დგომ­ში მი­წო­დე­ბუ­ლად აჩ­ვე­ნა შპს „ფრე­გო­ზე“ და შპს „გლო­ბალ­ბი­თუმ­ზე“, რი­თიც ამ უკა­ნას­კნელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა თავი აა­რი­დეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხადს. სა­ერ­თო ჯამ­ში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 2 837 683 ლარს.

2019 წლის 29 ივ­ლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით,” - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ფრეგოს" დამფუძნებლებს თაღლითური სქემით, 2 800 000-ზე მეტი ლარის მითვისებას ედავებიან - საგამოძიებო სამსახურის განცხადება

"ფრეგოს" დამფუძნებლებს თაღლითური სქემით, 2 800 000-ზე მეტი ლარის მითვისებას ედავებიან - საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ფრეგოს“ დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ „ფრეგოს“ დამფუძნებლებმა თაღლითური სქემით თავი აარიდეს დიდი ოდენობით გადასახადს. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარს.

„2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, მართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.

გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს. საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარს.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით,” - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს