ავტორი:

"ბიჭების მშობლებს საფენების გამოყენებისას მეტი სიფრთხილე მართებთ" - ყარამან ფაღავას რჩევები ორგანიზმის გასაკაჟებლად

"ბიჭების მშობლებს საფენების გამოყენებისას მეტი სიფრთხილე მართებთ" - ყარამან ფაღავას რჩევები ორგანიზმის გასაკაჟებლად

მშობლებისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შვილების ჯანმრთელობაა, მით უმეტეს, თუ საქმე უმცროსი ასაკის ბავშვებს ეხება. როგორ უნდა გავაკაჟოთ ბავშვები ისე, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ ავადობისგან? ამ და სხვა მნიშვნოლოვან კითხვებზე გვპასუხობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავა.

- საუკეთესო წამალი იმუნიტეტის გასაძლიერებლად არის ბავშვის გაკაჟება. არაფერი რთული ამაში არ არის. პატარა ასაკიდან მოყოლებული, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ბავშვი გავაკაჟოთ. ამისთვის კი საჭიროა, პირველ რიგში ხელ-პირი და ფეხები დავბანოთ ცივი წყლით, თუ ამას დღეში ორჯერ გავაკეთებთ, უკეთესი იქნება. საერთოდ, პატარა ბავშვისთვის განკუთვნილი აბაზანის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს, მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით ერთ თვეში ან ორ თვეში შეგვიძლია ჩამოვიდეთ 32 გრადუსამდე და შხაპის შემდეგ ოდნავ გრილი წყალი ფეხებზე გადავავლოთ, ორი წლიდან კი უკვე შეიძლება ცივი წყლის ტილოთი ტანის დაზელვა, ხოლო სამი წლიდან უნდა მივაღებინოთ ცივი შხაპი, რომელიც სულ რაღაც ათ წამს გასტანს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ დაგავიწყდებათ, რა არის გრიპი. შეიძლება ექიმებს ეწყინოთ, რადგან ნაკლებად დაგჭირდებათ მათთან სიარული. ცივი წყლის შხაპი ნებისმიერ ასაკში არის მიზანშეწონილი და გოგონებიც ნელნელა უნდა შევაჩვიოთ ჰიგიენურ მობანვას ცივი წყლით. თავიდან ნელთბილით, შემდეგ კი ცოტა უფრო გრილი წყლით. ამას წინათ მომიყვანეს 12 წლის ბიჭი და მითხრეს, რომ თბილი წყლით ბანენ პირს, იმ მოტივით, რომ პატარაა და ეცოდებათ მშობლებს, არადა 12 წლის ბიჭი, როგორც იტყვიან, რკინას უნდა ღეჭავდეს. რა საკვირველია, ექიმი ვარ და ჩემი პირველი იარაღი წამალია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიყვარს მკურნალობის უწამლო მეთოდი - ცურვა, ყვინთვა, გაკაჟება. ბრონქული ასთმით რომ მოდიან ჩემთან ავადმყოფები, ჩასაბერ სათამაშოებს ვურჩევ. სალამურები სუნთქვას აუმჯობესებს. მასაჟიც აუცილებელია, ბავშვს სულ სჭირდება შეხება და რაც მთავარია, დადებითი ემოციებით აავსეთ ბავშვები, ისინი ყველაფერს გრძნობენ. ბავშთან უნდა დაივიწყოთ, თუ რამეზე გაბრაზებული ხარ.

- საკვებზე რას გვირჩევთ?

- წესით, საკვებში ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. კარგი საკვებით უნდა გამოვკვებოთ ბავშვები, რას ვგულისხმობ კარგ საკვებში? მე, მაგალითად, ცოცხალ ხილს ვანიჭებ უპირატესობას, ცოცხალ ხილს რა ჯობია. კომპოტების და მურაბების დიდად მომხრე არ ვარ. იმიტომ, რომ ხარშვის დროს ვიტამინები იშლება. ამიტომ ჯობია, ბავშვს ვაჭამოთ ხილი ან ცოცხალი, ან გაყინული, ან ჩირის სახით. დალოცვილი ტრადიცია გვაქვს ჩირის, გარგარის, ვაშლის, შავი ქლიავის. რძის ნაწარმიც და ხორციც უნდა მიიღოს ბავშვმა. ნატურალურ წვენებზეც მინდა გავამხვილო ყურადღება, ამ შემთხვევაში ცოტა ვფრთხილობ, რადგან რომ არ გაფუჭდეს, გარკვეულ ნივთიერებებს ამატებენ. მართალია წვენი არ ფუჭდება, მაგრამ ამ დანამატმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. რაც შეეხება მაწონს, 7 თვემდე, 8 თვემდე მაწონი გინდა სოფლის, გინდა ქარხნული წესით დამზადებული, არ უნდა ჭამოს ჩვილმა. რა საკვირველია, სოფელში დამზადებულ რძის პროდუქტებში ინფექციების შანსი არსებობს, მაგრამ თუ სანდო პირისგან იძენთ და დარწმუნებული ხართ პროდუქტის ეკოლოგიურ მდგომარეობაში, ჩვენებურ სოფლის რძის პროდუქტებს რა სჯობია. ყველი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი შესანიშნავი საკვებია ბავშვისთვის.

- ზაფხულის სიცხეში რამდენად რეკომენდებულია ბავშვებისთვის საფენების გამოყენება?

- სულერთია, გინდ ზამთარში, გინდ ზაფხულში, ბავშვი ჩახურებული არ უნდა იყოს. გამოკვლეულია, რომ საფენების ქვეშ ერთი, ორი გრადუსით მეტია ტემპერატურა. მისი გამოყენებისას ცოტა მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბიჭების შემთხვევაში. იმიტომ, რომ ბიჭის ფიზიოლოგია ისეთია, რომ სათესლე და სასქესო ორგანოები უფრო სიგრილეში უნდა იყოს და არა ჩახურებულ მდგომარეობაში, რადგან შესაძლოა ამან მომწიფება შეაფერხოს. ამიტომაც, რაც უფრო მალე გადავაჩვევთ საფენს, მით უმეტეს, ბიჭებს, უკეთესი იქნება. სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა, საფენი დიდებული საშუალებაა დედებისთვის. წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი