მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე
ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ბა­ნოს ხელი 7 წლის წინ და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ილუ­ზია შე­უქ­მნას სა­ზო­გა­დო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ - ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა და­ვით დვალ­მა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძემ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი არ აპი­რე­ბენ „რუს­თა­ვი 2“ - ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ახა­ლი მფლო­ბე­ლის ქი­ბარ ხალ­ვა­შის შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბას.

მათი გან­ცხა­დე­ბით, ქი­ბარ ხალ­ვა­ში „რუს­თა­ვი 2“-ს უკა­ნო­ნო მფლო­ბელ­თა ჯაჭვში შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­მო­უ­ვა, რომ მის­თვის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­და­ცე­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნად გა­ა­სა­ღოს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ საქ­ცი­ე­ლით ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც „რუს­თა­ვი 2“-ის მიმ­ტა­ცე­ბე­ლი უკვე მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ და­ვით დვა­ლი­სა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„2004 წელს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ტა­ცე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მონ­თავ­სი­უფ­ლე­ბულ ად­გილს წარ­მა­ტე­ბით და მე­თო­დუ­რად იკა­ვებს 2012 წელს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­პი­რე­ბი­თა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბით მო­სუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მი­ვიჩ­ნევთ, რომ 30 ივ­ლისს, ჩვენ­თვის „რუს­თა­ვი 2“ - ის 40%-იანი წი­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბით გზა არ მის­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, რო­მელ­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად გვცნო, თუმ­ცა საქ­მე დღემ­დე თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ბა­ნოს ხელი 7 წლის წინ და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ილუ­ზია შე­უქ­მნას სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას წინ უძღო­და და ახ­ლაც ფო­ნად გას­დევს ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით. ჩვენ­თვის რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­თმე­ვი­დან მე-15 და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბით მო­სუ­ლი გუნ­დის მმარ­თვე­ლო­ბის მე-7 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ხერ­ხით, მათ შო­რის სამ­თავ­რო­ბო „ტრო­ლე­ბი­სა“ და „ბო­ტე­ბის“ არ­ნა­ხუ­ლი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გზით, აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბებს გაგ­ვივ­რცე­ლებ­და, ბო­ი­კოტს გა­მო­უ­ცხა­დებ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო მოს­მე­ნას და უმა­დუ­რად გა­მოგ­ვა­ცხა­დებ­და, რომ ჩვენ არ ვი­ღებთ დიდსუ­ლოვ­ნად ნა­ბო­ძებ სა­ჩუ­ქარს.

სრუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, ჩვენ არ ვა­პი­რებთ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე სტა­ტის­ტე­ბის როლ­ში ყოფ­ნას „რუს­თა­ვი 2“-ის კვლავ სა­ხელ­მწი­ფო არ­ხად გა­და­კე­თე­ბის პრო­ცეს­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­მო­უ­ვა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნად გა­ა­სა­ღოს „რუს­თა­ვი 2“-ის უკა­ნო­ნო მფლო­ბელ­თა ჯაჭვში შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­და­ცე­მა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ საქ­ცი­ე­ლით ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც „რუს­თა­ვი 2“-ის მიმ­ტა­ცე­ბე­ლი უკვე მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია წარ­თმე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გზით და არა კუ­ლუ­ა­რუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის შე­დე­გად. სა­ხელ­მწი­ფო ჩვენ მი­მართ უხე­შად არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-13 მუხლს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ყვე­ლას, ვისი ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბიც ირ­ღვე­ვა, აქვს ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე, თუნ­დაც ეს დარ­ღვე­ვა ჩა­დე­ნილ იქ­ნას იმ პირ­თა მიერ, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით მოქ­მე­დე­ბენ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს 2012 წელს და­წყე­ბუ­ლი და თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა და ტე­ლე­ვი­ზი­ის მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა. ჩვენ გან­ვაგ­რძნობთ სა­მარ­თლი­ან ბრძო­ლას, რათა „რუს­თა­ვი 2“-მა და­იბ­რუ­ნოს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­ო­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის - თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფლაგ­მა­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ზი­ცია“, - აცხა­დე­ბენ და­ვით დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე.

და­გეგ­მი­ლი გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი მე­სა­მე სექ­ტორ­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბით. ვინც ფიქ­რობს, რომ ის რაც ხდე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის თავს, მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლია, ყვე­ლას­თან გა­ვალთ კონ­ტაქ­ტზე და დავ­სა­ხავთ მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გი­ას, - აცხა­დებს და­ვით დვა­ლი.

დვა­ლის თქმით, ის და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იწყე­ბენ და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას.

„ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, არ მოგ­ვის­მე­ნია ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა იმ დღეს, რო­დე­საც შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­ვე­დით. ჩვენ ვა­კე­თებ­დით ჩვენ გან­ცხა­დე­ბებს და იქ გა­იჟ­ღე­რა თურ­მე ფრა­ზებ­მა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, კონ­ტრწი­ნა­და­დე­ბებს ელო­დე­ბი­ან და ა.შ. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არის პა­სუ­ხი, არა­ნა­ირ ვაჭ­რო­ბას არ ჰქო­ნია ჩვე­ნი მხრი­დან ად­გი­ლი. ჩვენ მა­შინ შეხ­ვედ­რა­ზეც პირ­და­პირ დავ­სვით სა­კი­თხი, რომ კი ბა­ტო­ნო, ბრძა­ნეთ, თქვე­ნი ნე­ბაა და ჩვე­ნი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა კი ან არა. სა­ვაჭ­რო იქ არა­ფე­რი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მე­სა­მე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, და­გე­მი­ლი გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი, მათ შო­რის დღეს და ხვა­ლაც. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბით ამ მი­მარ­თუ­ლებთ, ყვე­ლას­თან, ვინც ფიქ­რობს, რომ ის რაც „რუს­თა­ვი 2“-ის თავს ხდე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლია, გა­ვალთ კონ­ტაქ­ტზე და დავ­სა­ხავთ მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გი­ას“, - აცხა­დებს დვა­ლი.

მისი თქმით, თუ მას და ჯარ­ჯი აქი­მი­ძეს „რუს­თა­ვი 2“ - ის წი­ლე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი არ ექ­ნე­ბათ, მათ გა­რან­ტია არ ექ­ნე­ბათ, რომ მოვ­ლე­ნე­ბი მათ­თვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მით გან­ვი­თარ­დე­ბა.

„ჩვენ წი­თე­ლი ხაზი ვთქვით. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის კონ­ტრო­ლი უნდა იყოს ჩვენ­ზე. თუ არ იქ­ნე­ბა კონ­ტრო­ლი, მე ვე­რა­ნა­ირ გა­რან­ტი­ას ვერ ვიძ­ლე­ვი, რომ იქ ისე გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რიც ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, ამის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ ვიქ­ნე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით დვალ­მა.

ამას­თან, ჯარ­ჯი აქი­მი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა იტყვის, რომ 2004 წელს მათ ძა­ლა­დობ­რი­ვად და­ათ­მო­ბი­ნეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბი და ამ საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა, ამავდრო­უ­ლად თუ მათ 60%-იანი წილი გა­და­ე­ცე­მათ, ის და და­ვით დვა­ლი „რუს­თა­ვი 2“ - ში შევ­ლენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ „რუსთავი 2“ - ის წილებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზების მიღებას.

მათი განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლია და ხელისუფლებას არ გამოუვა, რომ მისთვის ტელეკომპანიის გადაცემა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ საქციელით ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2“-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

„ინტერპრესნიუსი“ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამონთავსიუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს, ჩვენთვის „რუსთავი 2“ - ის 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის ნათელი დასტურია. ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას. ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით. ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მე-7 წელს ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო „ტროლებისა“ და „ბოტების“ არნახული გააქტიურების გზით, აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურად გამოგვაცხადებდა, რომ ჩვენ არ ვიღებთ დიდსულოვნად ნაბოძებ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2“-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2“-ის უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ამ საქციელით ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2“-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება. ჩვენი მიზანია წართმეული უფლებების აღდგენა სამართლიანობის გზით და არა კულუარული გარიგებების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნას იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებენ.

ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს 2012 წელს დაწყებული და თაროზე შემოდებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება. ჩვენ განვაგრძნობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2“-მა დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების - თავისუფლების ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი პოზიცია“, - აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები მესამე სექტორთან, მაქსიმალურად გავაქტიურდებით. ვინც ფიქრობს, რომ ის რაც ხდება „რუსთავი 2“-ის თავს, მიუღებელი და დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას, - აცხადებს დავით დვალი.

დვალის თქმით, ის და ჯარჯი აქიმიძე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას იწყებენ და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად საზოგადოებას უკვე კონსულტაციების შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას.

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენ განცხადებებს და იქ გაიჟღერა თურმე ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, კონტრწინადადებებს ელოდებიან და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადება არის პასუხი, არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ადგილი. ჩვენ მაშინ შეხვედრაზეც პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ კი ბატონო, ბრძანეთ, თქვენი ნებაა და ჩვენი პასუხი იქნება კი ან არა. სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, დაგემილი გვაქვს შეხვედრები, მათ შორის დღეს და ხვალაც. მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებთ, ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც „რუსთავი 2“-ის თავს ხდება მიუღებელი და დაუშვებელია, გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას“, - აცხადებს დვალი.

მისი თქმით, თუ მას და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“ - ის წილების საკონტროლო პაკეტი არ ექნებათ, მათ გარანტია არ ექნებათ, რომ მოვლენები მათთვის მისაღები ფორმით განვითარდება.

„ჩვენ წითელი ხაზი ვთქვით. ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე. თუ არ იქნება კონტროლი, მე ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ იქ ისე განვითარდება მოვლენები, როგორიც ჩვენთვის მისაღებია. შესაბამისად, ამის მონაწილეები არ ვიქნებით,“ - განაცხადა დავით დვალმა.

ამასთან, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, თუ პროკურატურა იტყვის, რომ 2004 წელს მათ ძალადობრივად დაათმობინეს ტელეკომპანიის წილები და ამ საქმის სასამართლო განხილვა დაიწყება, ამავდროულად თუ მათ 60%-იანი წილი გადაეცემათ, ის და დავით დვალი „რუსთავი 2“ - ში შევლენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები