პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად, მე მიგასწავლით!" - მოგზაურის რჩევები მშობლებისთვის
"სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად, მე მიგასწავლით!" - მოგზაურის რჩევები მშობლებისთვის

ჟურ­ნა­ლის­ტი და მოგ­ზა­უ­რი თი­ნა­თინ მო­სი­აშ­ვი­ლი თბი­ლის­ში შვი­ლებ­თან ერ­თად დარ­ჩე­ნილ მშობ­ლებს სთა­ვა­ზობს ად­გი­ლებს, რომ­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლა­დაც აგ­ვის­ტო შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა. რო­გორც მო­სი­აშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, თბი­ლის­სა და შე­მო­გა­რენ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა უფა­სოდ, ანდა - მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი :

"მშობ­ლე­ბო, ია­რეთ შვი­ლებ­თან ერ­თად!

მა­მე­ბო, თუ ქა­ლა­ქი­დან ვერ გაგ­ყვათ ბავ­შვე­ბი, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ წა­მო­გო­რე­ბას და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გი­ნე­ბას, ცოლ-შვილ­თან ერ­თად თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ია­რეთ.

დე­დე­ბო, თქვენც ნუ იბუ­ზღუ­ნებთ და ამ ბუ­ზღუ­ნით ნუ დაღ­ლით შვი­ლებს, რომ ყვე­ლა წა­ვი­და და­სას­ვე­ნებ­ლად, თქვენ კი - ვერა.

ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი იმით, რაც გვეძ­ლე­ვა.

აგ­ვის­ტოს თბი­ლისს კი­დევ სხვა ხიბ­ლე­ბი აქვს.

მთა­ვა­რია ის არის, რომ ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ მშობ­ლებ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი! რა­საკ­ვირ­ვე­ლია კარ­გია უცხო­ეთ­ში წას­ვლაც, ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში დას­ვე­ნე­ბაც, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ერ­თად ყოფ­ნაა!

თქვენ მო­ინ­დო­მეთ და სად და რო­გორ წახ­ვი­დეთ უფა­სოდ, ან 2-3 ლა­რად (ანუ 1 კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტის ან ერთი ქილა ლუ­დის ფა­სად) მე მი­გას­წავ­ლით!

თბი­ლი­სის მუ­ზე­უ­მე­ბი ზოგი უფა­სოც არის (რო­მე­ლია უფა­სო, მოდი ამას მა­ინც და­გი­ზუს­ტებთ და ისე დავ­დებ), სხვა მუ­ზე­უ­მებ­შიც სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვებს უფა­სოდ შე­იყ­ვანთ, სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვებს - უმე­ტე­სად 50 თეთ­რად, უფ­რო­სე­ბის ბი­ლე­თი 1-2-დან 7 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

მუ­ზე­უმ­ში თუ გი­დის აყ­ვა­ნა ვერ შე­ძე­ლით, არა უშავს, ექ­სპო­ნა­ტებს ხში­რად აქვთ ანო­ტა­ცია, ან წი­ნა­წარ ვებგ­ვერ­დზე ნა­ხეთ მა­სა­ლა და თქვენ აუხ­სე­ნით ბავ­შვს, ან მერე მო­ძებ­ნეთ ინ­ტერ­ნეტ­ში (ამით მო­ზარდს მი­აჩ­ვევთ, რომ ინ­ტერნ­ტი მხო­ლოდ თა­მა­შის­თვის არ არის მო­გო­ნი­ლი).

უფა­სოა:

თბი­ლი­სის ზღვა და დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი (ზღვა­ზე ვარ­კე­თი­ლის მხრი­და­ნაც მი­დის ტრან­სპორ­ტი და თემ­ქის მხრი­და­ნაც );

ზღვას­თან სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბის მე­მო­რი­ა­ლი (რო­გორც გო­გო­ებ­მა მომ­წე­რეს, 60 ნო­მე­რი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სი ადის ღრმა­ღე­ლის მეტ­რო­დან);

ნა­რი­ყა­ლა - მთაწ­მინ­დის ბი­ლი­კი;

ნა­რი­ყა­ლა - ლეღვთა ხევი - თა­ბო­რის მთა (ამ მარ­შრუტ­ზე კრწა­ნი­სი ბრძო­ლის ამ­ბე­ბიც შე­იძ­ლე­ბა უამ­ბოთ ბავ­შვს);

კუს ტბა - მთაწ­მინ­დის პარ­კი (ახლა „ბომ­ბო­რა" ვიცი რომ საკ­მა­ოდ ძვი­რია, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ ბავ­შვს აუხ­სნათ, რომ ამ­ჯე­რად სა­ლაშ­ქროდ წა­მოხ­ვე­დით, სა­ქა­ნე­ლე­ბი სხვა დროს იქ­ნე­ბა);

კუს ტბა (თუ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში შეხ­ვალთ, იქ ბი­ლე­თის ფული კი დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­ბა­გი­რო­თი ას­ვლა 1 ლარი ღირს);

ბო­ტა­ნი­კურ­ში შეს­ვლაც არ და­გიჯ­დე­ბათ ერთ კო­ლოფ სი­გა­რეტ­ზე ძვი­რი;

კო­ჯრის ციხე და უძოს მთა (მგზავ­რო­ბა ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სით 50 თეთ­რია, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის უფა­სო. ავ­ტო­ბუ­სი გა­დის ორ­ბე­ლი­ა­ნის, ანუ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ედ­ნი­დან);

წავ­კი­სი - შინ­დი­სი - ტა­ბახ­მე­ლა - კი­კე­თი - 50 თეთ­რი და ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ისევ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნი­დან;

ბე­თა­ნი­ა­ში ცოტა მეტი მო­გი­წევთ სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ღირს. შე­გიძ­ლი­ათ გაყ­ვეთ კი­კე­თის ან კო­ჯრის­კენ მი­მა­ვალ ავ­ტო­ბუსს და მძღო­ლი მი­გას­წავ­ლით, სად ჩახ­ვი­დეთ;

მცხე­თა (სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, ან­ტი­ო­ქია, სამ­თავ­რო);

არ­მა­ზი;

ბა­გი­ნე­თი;

ზე­და­ზე­ნი (მცხე­თი­სა და სა­გუ­რა­მოს სა­რე­ი­სო­ე­ბი და­დის დი­დუ­ბი­დან და 1 ლარი ღირს. მძღო­ლი გე­ტყვით, სად ჩახ­ვი­დეთ და მერე მო­ნას­ტრამ­დე 5,5 კი­ლო­მეტ­რია);

შიო-მღვი­მის მო­ნას­ტე­რი (სამ­თავ­რო­დან ან ძეგ­ვის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან ფე­ხით შე­გიძ­ლი­ათ ია­როთ);

თხო­თის მთა და ქსნის ციხე (აი, ავ­თომ გა­მახ­სე­ნა და ტრა­სა­ზე კას­პი-გო­რის­კენ მი­მა­ვალ ნე­ბის­მი­ერ ტრან­სპორ­ტს გა­ყე­ვით);

გრაკ­ლი­ან-სამ­თა­ვის-ქვე­მო ჭალა-სხვი­ლოს ცი­ხეც მშვე­ნი­ე­რი მარ­შრუ­ტია (2-2,5 ლარი ეღი­რე­ბა გზა);

წილ­კა­ნი და ძა­ლი­სი (დუ­დუ­ბი­დან გა­დის წილკ­ნის­კენ სა­რე­ი­სო და 1,5 ლარი ღირს მგზავ­რო­ბა);

მუხ­რა­ნის ტა­ძა­რი და შატო-მუხ­რა­ნი (თუ რამე ღო­ნის­ძი­ე­ბა არ აქვთ, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უპ­რობ­ლე­მოდ და უფა­სოდ შე­გიშ­ვე­ბენ);

მარ­ტყო­ფის მო­ნას­ტე­რი (ნო­რი­ოს სა­რე­ი­სო გა­დის სამ­გო­რი­დან და 1,5 ლარი ღირს, ბოლო გა­ჩე­რე­ბი­დან 4-5 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა მო­ნას­ტრამ­დე ფე­ხით მო­გი­წევთ);

შავ­ნა­ბა­და (ფო­ნი­ჭა­ლი­დან ან თე­ლე­თი­დან ფე­ხით ადით);

ბირ­თვი­სი (ფარ­ცხი­სამ­დე გა­ყე­ვით თე­რი­წყა­როს სა­რე­ი­სოს სამ­გო­რი­დან, 3 ლარი ღირს);

თუ ღა­მის­თე­ვით წახ­ვალთ, სა­ღა­მოს კო­ცონ­თან მწვადს თუ არა კარ­ტო­ფილს ან სი­მინდს შეწ­ვავთ და კა­რავ­ში გა­ა­თე­ნებთ ღა­მეს, მერ­წმუ­ნეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბით დაბ­რუნ­დე­ბით.

ეს თქვენს შვი­ლებს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ და, მერ­წმუ­ნეთ, მათ­ზე მე­ტად თქვენ!

ჰო, მე­ზო­ბელ ბავ­შვებს რომ ვუ­ყუ­რებ, აქ თბი­ლი­სუ­რი და თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნის მარ­შრუ­ტე­ბი დავ­წე­რე, თო­რემ ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და სო­ფელს მო­ე­ძებ­ნე­ბა ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც ოჯა­ხი ერ­თად შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს და და­ის­ვე­ნოს.

არ იყე­ნებ­დე ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის, თბი­ლი­სის ზღვი­სა და შე­მო­გა­რე­ნის რე­სურსს, მე და­ნა­შა­უ­ლი მგო­ნია!

P.S. ჰო, ჩვენ კი დაგ­ვყავს ასე­თი ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ რად­გან ამ პოსტს ბევ­რი გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი გა­მო­უჩ­ნდა, მათ შო­რის ისე­თე­ბიც თუნ­დაც 5-10 ლა­რის შე­მო­წირ­ვას რომ მო­ა­ხერ­ხე­ბენ (მა­რი­ნას 50 ლარი გვაქვს) ჩემს თბი­ლის­ში მყოფ სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ასე­თი ბავ­შვე­ბის­თვის რამე მო­ი­ფიქ­რონ.

კი, ბა­ტო­ნო, თუ შემ­წირ­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბით, ასე­თი ბავ­შვე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე ტური გა­ვა­კე­თოთ."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად, მე მიგასწავლით!" - მოგზაურის რჩევები მშობლებისთვის

"სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად, მე მიგასწავლით!" - მოგზაურის რჩევები მშობლებისთვის

ჟურნალისტი და მოგზაური თინათინ მოსიაშვილი თბილისში შვილებთან ერთად დარჩენილ მშობლებს სთავაზობს ადგილებს, რომლის მოსანახულებლადაც აგვისტო შესანიშნავი დროა. როგორც მოსიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, თბილისსა და შემოგარენში მოგზაურობა უფასოდ, ანდა - მინიმალური თანხითაც არის შესაძლებელი :

"მშობლებო, იარეთ შვილებთან ერთად!

მამებო, თუ ქალაქიდან ვერ გაგყვათ ბავშვები, ტელევიზორის წინ წამოგორებას და პოლიტიკოსების გინებას, ცოლ-შვილთან ერთად თბილისის შემოგარენში იარეთ.

დედებო, თქვენც ნუ იბუზღუნებთ და ამ ბუზღუნით ნუ დაღლით შვილებს, რომ ყველა წავიდა დასასვენებლად, თქვენ კი - ვერა.

ვიყოთ ბედნიერები იმით, რაც გვეძლევა.

აგვისტოს თბილისს კიდევ სხვა ხიბლები აქვს.

მთავარია ის არის, რომ ბავშვებს სჭირდებათ მშობლებთან ერთად სიარული! რასაკვირველია კარგია უცხოეთში წასვლაც, ძვირადღირებულ სასტუმროებში დასვენებაც, მაგრამ ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა!

თქვენ მოინდომეთ და სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად (ანუ 1 კოლოფი სიგარეტის ან ერთი ქილა ლუდის ფასად) მე მიგასწავლით!

თბილისის მუზეუმები ზოგი უფასოც არის (რომელია უფასო, მოდი ამას მაინც დაგიზუსტებთ და ისე დავდებ), სხვა მუზეუმებშიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უფასოდ შეიყვანთ, სასკოლო ასაკის ბავშვებს - უმეტესად 50 თეთრად, უფროსების ბილეთი 1-2-დან 7 ლარამდე მერყეობს.

მუზეუმში თუ გიდის აყვანა ვერ შეძელით, არა უშავს, ექსპონატებს ხშირად აქვთ ანოტაცია, ან წინაწარ ვებგვერდზე ნახეთ მასალა და თქვენ აუხსენით ბავშვს, ან მერე მოძებნეთ ინტერნეტში (ამით მოზარდს მიაჩვევთ, რომ ინტერნტი მხოლოდ თამაშისთვის არ არის მოგონილი).

უფასოა:

თბილისის ზღვა და დენდროლოგიური პარკი (ზღვაზე ვარკეთილის მხრიდანაც მიდის ტრანსპორტი და თემქის მხრიდანაც );

ზღვასთან საქართველოს დიდების მემორიალი (როგორც გოგოებმა მომწერეს, 60 ნომერი ყვითელი ავტობუსი ადის ღრმაღელის მეტროდან);

ნარიყალა - მთაწმინდის ბილიკი;

ნარიყალა - ლეღვთა ხევი - თაბორის მთა (ამ მარშრუტზე კრწანისი ბრძოლის ამბებიც შეიძლება უამბოთ ბავშვს);

კუს ტბა - მთაწმინდის პარკი (ახლა „ბომბორა" ვიცი რომ საკმაოდ ძვირია, მაგრამ შეგიძლიათ ბავშვს აუხსნათ, რომ ამჯერად სალაშქროდ წამოხვედით, საქანელები სხვა დროს იქნება);

კუს ტბა (თუ ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეხვალთ, იქ ბილეთის ფული კი დაგჭირდებათ. საბაგიროთი ასვლა 1 ლარი ღირს);

ბოტანიკურში შესვლაც არ დაგიჯდებათ ერთ კოლოფ სიგარეტზე ძვირი;

კოჯრის ციხე და უძოს მთა (მგზავრობა ყვითელი ავტობუსით 50 თეთრია, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო. ავტობუსი გადის ორბელიანის, ანუ კოლმეურნეობის მოედნიდან);

წავკისი - შინდისი - ტაბახმელა - კიკეთი - 50 თეთრი და ყვითელი ავტობუსები ისევ ორბელიანის მოედნიდან;

ბეთანიაში ცოტა მეტი მოგიწევთ სიარული, მაგრამ ღირს. შეგიძლიათ გაყვეთ კიკეთის ან კოჯრისკენ მიმავალ ავტობუსს და მძღოლი მიგასწავლით, სად ჩახვიდეთ;

მცხეთა (სვეტიცხოველი, ანტიოქია, სამთავრო);

არმაზი;

ბაგინეთი;

ზედაზენი (მცხეთისა და საგურამოს სარეისოები დადის დიდუბიდან და 1 ლარი ღირს. მძღოლი გეტყვით, სად ჩახვიდეთ და მერე მონასტრამდე 5,5 კილომეტრია);

შიო-მღვიმის მონასტერი (სამთავროდან ან ძეგვის რკინიგზის სადგურიდან ფეხით შეგიძლიათ იაროთ);

თხოთის მთა და ქსნის ციხე (აი, ავთომ გამახსენა და ტრასაზე კასპი-გორისკენ მიმავალ ნებისმიერ ტრანსპორტს გაყევით);

გრაკლიან-სამთავის-ქვემო ჭალა-სხვილოს ციხეც მშვენიერი მარშრუტია (2-2,5 ლარი ეღირება გზა);

წილკანი და ძალისი (დუდუბიდან გადის წილკნისკენ სარეისო და 1,5 ლარი ღირს მგზავრობა);

მუხრანის ტაძარი და შატო-მუხრანი (თუ რამე ღონისძიება არ აქვთ, ტერიტორიაზე უპრობლემოდ და უფასოდ შეგიშვებენ);

მარტყოფის მონასტერი (ნორიოს სარეისო გადის სამგორიდან და 1,5 ლარი ღირს, ბოლო გაჩერებიდან 4-5 კილომეტრის გავლა მონასტრამდე ფეხით მოგიწევთ);

შავნაბადა (ფონიჭალიდან ან თელეთიდან ფეხით ადით);

ბირთვისი (ფარცხისამდე გაყევით თერიწყაროს სარეისოს სამგორიდან, 3 ლარი ღირს);

თუ ღამისთევით წახვალთ, საღამოს კოცონთან მწვადს თუ არა კარტოფილს ან სიმინდს შეწვავთ და კარავში გაათენებთ ღამეს, მერწმუნეთ, აბსოლუტურად სხვანაირი ურთიერთობით დაბრუნდებით.

ეს თქვენს შვილებს ძალიან სჭირდებათ და, მერწმუნეთ, მათზე მეტად თქვენ!

ჰო, მეზობელ ბავშვებს რომ ვუყურებ, აქ თბილისური და თბილისის შემოგარენის მარშრუტები დავწერე, თორემ ყველა ქალაქსა და სოფელს მოეძებნება ისეთი ადგილი, სადაც ოჯახი ერთად შეიძლება გავიდეს და დაისვენოს.

არ იყენებდე ბოტანიკური ბაღის, თბილისის ზღვისა და შემოგარენის რესურსს, მე დანაშაული მგონია!

P.S. ჰო, ჩვენ კი დაგვყავს ასეთი ბავშვები, მაგრამ რადგან ამ პოსტს ბევრი გამზიარებელი გამოუჩნდა, მათ შორის ისეთებიც თუნდაც 5-10 ლარის შემოწირვას რომ მოახერხებენ (მარინას 50 ლარი გვაქვს) ჩემს თბილისში მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ ასეთი ბავშვებისთვის რამე მოიფიქრონ.

კი, ბატონო, თუ შემწირველები გამოჩნდებით, ასეთი ბავშვებისთვის რამდენიმე ტური გავაკეთოთ."

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა