სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს
როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს

სა­ქო­ნე­ლი, ღორი, ცხვა­რი, თევ­ზი, ქა­თა­მი, შე­ბო­ლილ-და­მა­რი­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი - ხორ­ცი ყვე­ლას სხვა­დას­ხვა სა­ხით უყ­ვარს, თუმ­ცა მომ­ზა­დე­ბამ­დე მთა­ვა­რი მისი სწო­რად შერ­ჩე­ვაა.

ხორ­ცით ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბრუ­ცე­ლო­ზი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ციმ­ბი­რის წყლუ­ლი, ჯილე­ხი, ხორ­ცის სის­ხლსა და ქსო­ვი­ლებ­ში მყო­ფი პა­რა­ზი­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ცის ყიდ­ვი­სას ამ ნი­უ­ან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

არ შე­ი­ძი­ნოთ ხორ­ცი:

  • სა­ეჭ­ვო ად­გი­ლებ­ში
  • რო­მელ­საც ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა არ აქვს გავ­ლი­ლი
  • რო­მელ­საც გა­ფუ­ჭე­ბის თუნ­დაც ერთი ნი­შა­ნი მა­ინც აქვს
  • რო­მელ­საც გალ­ღო­ბა-გა­ყინ­ვის ნიშ­ნე­ბი აქვს
  • რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში მა­ცივ­რის გა­რე­შე ინა­ხე­ბა

კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია, სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლით მკვდა­რი ცხო­ვე­ლის ხორ­ცის ყიდ­ვა!

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი?

გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი სა­ღია თუ - მისი ზე­და­პი­რი მშრა­ლია; ახა­ლი გა­ნა­ჭე­რი სვე­ლია, მაგ­რამ არა წებ­ვა­დი; კონ­სის­ტენ­ცია დრე­კა­დი და ელას­ტი­უ­რია; ცხი­მი არ უნდა ჰქონ­დეს ყვი­თე­ლი; სახ­სრე­ბის ზე­და­პი­რი თეთ­რი და მბზი­ნა­ვი უნდა იყოს, მყე­სე­ბი კი ელას­ტი­უ­რი და მკვრი­ვი.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ გა­ყი­ნუ­ლი და შემ­დეგ გამლღვა­ლი ხორ­ცი?

ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი გა­ფუ­ჭე­ბულ ხორცს ყი­ნა­ვენ და ისე ყი­დი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის ამოც­ნო­ბა მხო­ლოდ გალ­ღო­ბის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი - მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს მძაფ­რი, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი, რო­მე­ლიც თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა.

გა­ყი­ნუ­ლი და შემ­დეგ გამლღვა­ლი ხორ­ცი არა­ე­ლას­ტი­უ­რი და სვე­ლია. თუ ხორ­ცის ქვეშ სი­თხის მო­ვარ­დის­ფრო გუ­ბუ­რაა, ეს ნიშ­ნავს რომ ის გამლღვა­ლია, რად­გან ასეთ ხორცს მუდ­მი­ვად გას­დის წყა­ლი.

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ ცო­ცხა­ლი თევ­ზი?

თევ­ზი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტია, ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და წყლის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბით. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ თევ­ზი მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ მისი შე­ძე­ნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ლა­ყუ­ჩებს - თუ ლა­ყუ­ჩე­ბი შიგ­ნი­დან მკრთა­ლი, მო­ნაც­რის­ფრო ან მომ­წვა­ნო-მოყ­ვი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბი­საა, ეს ნიშ­ნავს, რომ თევ­ზი ან დიდი ხნის და­ჭე­რი­ლია, ან არა­სა­თა­ნა­დო გა­რე­მო­ში ცხოვ­რობ­და (მა­გა­ლი­თად, დაშ­ლა­მულ გუ­ბუ­რა­ში)
  • თევ­ზის თვა­ლე­ბი უნდა იყოს პრი­ა­ლა, ამო­ბურ­ცუ­ლი და მკვრი­ვი
  • თევ­ზის ქერცლი უნდა იყოს თა­ნა­ბა­რი და მბზინ­ვა­რე, და­ფა­რუ­ლი გამჭვირ­ვა­ლე ლორ­წოს თხე­ლი ფე­ნით
  • საღი თევ­ზის ხორ­ცი მკვრი­ვია - ხე­ლის და­ჭე­რით გა­ჩე­ნი­ლი ღრმუ­ლი, სწრა­ფად­ვე სწორ­დე­ბა
  • გა­მო­შიგვნი­სას ხორ­ცი ძვალს ძნე­ლად შორ­დე­ბა

ნუ შე­ი­ძენთ თევზს თუ:

კანი - და­ფა­რუ­ლია ლორ­წოს სქე­ლი ფე­ნით; თვა­ლე­ბი - ჩა­ვარ­დნი­ლი, მო­ვარ­დის­ფრო და შემღვრე­უ­ლია; მუ­ცე­ლი - შე­ბე­რი­ლი; სუნი - არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო; ხორ­ცის კონ­სის­ტენ­ცია - არამ­კვრი­ვი.

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზი?

გა­ყი­ნუ­ლად ით­ვლე­ბა თევ­ზი, რო­მე­ლიც ინა­ხე­ბო­და -18 გრა­დუ­სამ­დე ან კი­დევ უფრო და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.

თუ, თევ­ზის გარ­შე­მო შე­ი­ნიშ­ნე­ბა ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფენა, ეს ნიშ­ნავს რომ თევ­ზი რამ­დენ­ჯერ­მე გალღვა და გა­ი­ყი­ნა - ნუ შე­ი­ძენთ მას!

თუ გამლღვალ თევზს აქვს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი, ნუ მო­ამ­ზა­დებთ მას!

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ ქათ­მის ხორ­ცი?

ქათ­მის ხორ­ცი ჯან­მრთე­ლი კვე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. თუ სა­ქო­ნელ­ში ცი­ლის შემ­ცვე­ლო­ბა 13%-ია, ქა­თამ­ში ის 189%-ს აჭარ­ბებს.

ქა­თამს შო­რის გა­ნარ­ჩე­ვენ - მე­ხორ­ცუ­ლი, ახალ­გაზ­რდა, კარ­გად ნაკ­ვე­ბი, ახალ­დაკ­ლუ­ლი. ზო­გა­დად, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის რთუ­ლია ჯი­შე­ბის გარ­ჩე­ვა. ზო­გა­დად, ერთი და იგი­ვე ასა­კის მე­ხორ­ცუ­ლი ქა­თა­მი, კვერ­ცხის მდე­ბელ­ზე უფრო დი­დია. დაკ­ლუ­ლი ფერ­მის ქათ­მე­ბი ძი­რი­თა­დად მე­ხორ­ცუ­ლია, სოფ­ლის ქათ­მე­ბი კი - კვერ­ცხისმდე­ბე­ლი.

არ შე­ი­ძი­ნოთ ბე­ბე­რი ფრინ­ვე­ლი - მისი ხორ­ცი უხე­ში და მა­გა­რია!

ბე­ბე­რი და ახალ­გაზ­რდა ფრინ­ვე­ლის გან­სხვა­ვე­ბა მარ­ტი­ვია: თუ ბე­ბე­რი ფრინ­ვე­ლის კანი უხე­ში და მოყ­ვი­თა­ლოა, ახალ­გაზ­რდას - მკრთა­ლი ყვი­თე­ლი ფერი აქვს. ბე­ბე­რი ფრინ­ვე­ლის ქონი მუქი ყვი­თე­ლია, ახალ­გაზ­რდის პი­რი­ქით - ღია ყვი­თე­ლი. ბებ­რის ფე­ხე­ბი და­ფა­რუ­ლია უხე­ში ქერცლით და აქვს წა­ნა­ზარ­დე­ბი, ახალ­გაზ­რდის კი - რბი­ლია და და­ფა­რუ­ლია წვრი­ლი, ყვი­თე­ლი ქერცლით.

ფრინ­ვე­ლის ნაკ­ვე­ბო­ბას მკერ­დის ძვა­ლი გან­სა­ზღვრავს - თუ კარ­გად ნაკ­ვებ ფრინ­ველს მკერ­დის ძვა­ლი არ ემ­ჩნე­ვა, ცუ­დად ნაკ­ვე­ბის მკერ­დის ძვა­ლი გა­მოკ­ვე­თი­ლია.

არ შე­ი­ნა­ხოთ გა­მო­უ­შიგ­ნა­ვი ქა­თა­მი!

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნახ­ვის ვა­დას, მა­ცი­ვარ­ში - 5 დღე, სა­ყი­ნუ­ლე­ში - რამ­დენ ხან­საც გინ­დათ. ამას­თან, თუ ქათ­მის ხორცს მო­ა­შო­რებთ და არ მი­ირ­თმევთ კანს, ქო­ლეს­ტე­რი­ნის ჭარ­ბი ოდე­ნო­ბა მას გაყ­ვე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში.

ნა­ხეთ მეტი momxmarebeli.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს

როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს

საქონელი, ღორი, ცხვარი, თევზი, ქათამი, შებოლილ-დამარილებული პროდუქტი - ხორცი ყველას სხვადასხვა სახით უყვარს, თუმცა მომზადებამდე მთავარი მისი სწორად შერჩევაა.

ხორცით ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ციმბირის წყლული, ჯილეხი, ხორცის სისხლსა და ქსოვილებში მყოფი პარაზიტები. შესაბამისად, ხორცის ყიდვისას ამ ნიუანსების გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არ შეიძინოთ ხორცი:

  • საეჭვო ადგილებში
  • რომელსაც ვეტერინარული შემოწმება არ აქვს გავლილი
  • რომელსაც გაფუჭების თუნდაც ერთი ნიშანი მაინც აქვს
  • რომელსაც გალღობა-გაყინვის ნიშნები აქვს
  • რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მაცივრის გარეშე ინახება

კატეგორიულად აკრძალულია, საკუთარი სიკვდილით მკვდარი ცხოველის ხორცის ყიდვა!

როგორ ავარჩიოთ გაუყინავი ხორცი?

გაუყინავი ხორცი საღია თუ - მისი ზედაპირი მშრალია; ახალი განაჭერი სველია, მაგრამ არა წებვადი; კონსისტენცია დრეკადი და ელასტიურია; ცხიმი არ უნდა ჰქონდეს ყვითელი; სახსრების ზედაპირი თეთრი და მბზინავი უნდა იყოს, მყესები კი ელასტიური და მკვრივი.

როგორ ამოვიცნოთ გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცი?

ხშირად არაკეთილსინდისიერი გამყიდველები გაფუჭებულ ხორცს ყინავენ და ისე ყიდიან. სამწუხაროდ, გაფუჭებული ხორცის ამოცნობა მხოლოდ გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი - მას შესაძლოა ჰქონდეს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი, რომელიც თერმული დამუშავების დროს კიდევ უფრო ძლიერდება.

გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცი არაელასტიური და სველია. თუ ხორცის ქვეშ სითხის მოვარდისფრო გუბურაა, ეს ნიშნავს რომ ის გამლღვალია, რადგან ასეთ ხორცს მუდმივად გასდის წყალი.

როგორ ავარჩიოთ ცოცხალი თევზი?

თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტია, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და წყლის დაბალანსებული შემცველობით. არ დაგავიწყდეთ, რომ თევზი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შეძენისას გაითვალისწინეთ:

  • ყურადღება მიაქციეთ ლაყუჩებს - თუ ლაყუჩები შიგნიდან მკრთალი, მონაცრისფრო ან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა, ეს ნიშნავს, რომ თევზი ან დიდი ხნის დაჭერილია, ან არასათანადო გარემოში ცხოვრობდა (მაგალითად, დაშლამულ გუბურაში)
  • თევზის თვალები უნდა იყოს პრიალა, ამობურცული და მკვრივი
  • თევზის ქერცლი უნდა იყოს თანაბარი და მბზინვარე, დაფარული გამჭვირვალე ლორწოს თხელი ფენით
  • საღი თევზის ხორცი მკვრივია - ხელის დაჭერით გაჩენილი ღრმული, სწრაფადვე სწორდება
  • გამოშიგვნისას ხორცი ძვალს ძნელად შორდება

ნუ შეიძენთ თევზს თუ:

კანი - დაფარულია ლორწოს სქელი ფენით; თვალები - ჩავარდნილი, მოვარდისფრო და შემღვრეულია; მუცელი - შებერილი; სუნი - არასასიამოვნო; ხორცის კონსისტენცია - არამკვრივი.

როგორ ავარჩიოთ გაყინული თევზი?

გაყინულად ითვლება თევზი, რომელიც ინახებოდა -18 გრადუსამდე ან კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

თუ, თევზის გარშემო შეინიშნება ყინულის სქელი ფენა, ეს ნიშნავს რომ თევზი რამდენჯერმე გალღვა და გაიყინა - ნუ შეიძენთ მას!

თუ გამლღვალ თევზს აქვს არასასიამოვნო სუნი, ნუ მოამზადებთ მას!

როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი?

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. თუ საქონელში ცილის შემცველობა 13%-ია, ქათამში ის 189%-ს აჭარბებს.

ქათამს შორის განარჩევენ - მეხორცული, ახალგაზრდა, კარგად ნაკვები, ახალდაკლული. ზოგადად, მომხმარებლისთვის რთულია ჯიშების გარჩევა. ზოგადად, ერთი და იგივე ასაკის მეხორცული ქათამი, კვერცხის მდებელზე უფრო დიდია. დაკლული ფერმის ქათმები ძირითადად მეხორცულია, სოფლის ქათმები კი - კვერცხისმდებელი.

არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი - მისი ხორცი უხეში და მაგარია!

ბებერი და ახალგაზრდა ფრინველის განსხვავება მარტივია: თუ ბებერი ფრინველის კანი უხეში და მოყვითალოა, ახალგაზრდას - მკრთალი ყვითელი ფერი აქვს. ბებერი ფრინველის ქონი მუქი ყვითელია, ახალგაზრდის პირიქით - ღია ყვითელი. ბებრის ფეხები დაფარულია უხეში ქერცლით და აქვს წანაზარდები, ახალგაზრდის კი - რბილია და დაფარულია წვრილი, ყვითელი ქერცლით.

ფრინველის ნაკვებობას მკერდის ძვალი განსაზღვრავს - თუ კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ ემჩნევა, ცუდად ნაკვების მკერდის ძვალი გამოკვეთილია.

არ შეინახოთ გამოუშიგნავი ქათამი!

რაც შეეხება შენახვის ვადას, მაცივარში - 5 დღე, საყინულეში - რამდენ ხანსაც გინდათ. ამასთან, თუ ქათმის ხორცს მოაშორებთ და არ მიირთმევთ კანს, ქოლესტერინის ჭარბი ოდენობა მას გაყვება.

მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლების უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში.

ნახეთ მეტი momxmarebeli.ge-ზე

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

იაპონიაში, ქართული კერძი შქმერული, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოდ დასახელდა

56 წლის ქალი, რომლის იდეალური ფორმებიც გაოცებას იწვევს - სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები