პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი "მეგობრებთან ერთად" ტელევიზიას ქმნის
დავით კეზერაშვილი "მეგობრებთან ერთად" ტელევიზიას ქმნის

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნას აა­ნონ­სებს. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ბევ­რი რამ ახ­ლე­ბუ­რად და­მა­ნა­ხა და მი­ბიძ­გა მი­მე­ღო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბამ ახა­ლი პო­ზი­ტუ­რი მუხ­ტი გა­ა­ჩი­ნა ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ თვალ­წინ იბა­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - გა­მოჩ­და თა­ო­ბა რო­მელ­საც სურს აქ­ტი­უ­რი როლი ითა­მა­შოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გაჩ­ნდა იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გზა და­სავ­ლე­თის­კენ არა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ის და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ახა­ლი თა­ო­ბის დაც­ვის ქვე­შაა.

ამავდრო­უ­ლად უკი­დუ­რე­სად დიდ საფრ­თხედ მი­მაჩ­ნია მმარ­თვე­ლი გუნ­დის ხელ­ში ძი­რი­თა­დი მე­დი­ა­რე­სურ­სე­ბის სრუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია, რა რე­ა­ლო­ბა­საც შე­ვე­ჯა­ხეთ ახლა და რაც გვაბ­რუ­ნებს იმ მან­კი­ერ წრე­ზე რო­მელ­ზეც ათწლე­უ­ლე­ბია ვტრი­ა­ლებთ, თუმ­ცა წე­სით, უკვე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უნდა გვქონ­დეს წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი.

მი­მაჩ­ნია რომ რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას მუდ­მი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა ჭირ­დე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი და­სა­ცა­ვია.

სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვა­ფუძნო ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ო­ზიო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ დაც­ვას. პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც გვერ­დში და­უდ­გე­ბა არა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას, არა რო­მე­ლი­მე ინ­ტე­რე­სის ჯგუფს, არა რო­მე­ლი­მე ელი­ტურ ერ­თო­ბას - არა­მედ მთელ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და პროგ­რე­სის ხმას ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში.

ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პლატ­ფორ­მა და­ი­ცავს თა­ვი­სუ­ფა­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­კი­ტის უმაღ­ლეს სტან­დარ­ტებს.

და­წყე­ბუ­ლი მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩვენს მე­გობ­რებ­თან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პა­ში, რათა შე­იქ­მნას სო­ლი­დუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო და ამით, ტე­ლე­არ­ხის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას იმ­თა­ვით­ვე მყა­რი გა­რან­ტი­ე­ბი ჰქონ­დეს.

იმე­დი მაქვს, რომ მალე და­კომ­პლექტდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ნაც­ნო­ბი და მა­ღა­ლი ნდო­ბის მქო­ნე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და აგ­რეთ­ვე ახა­ლი სა­ხე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი ძლი­ე­რი გუნ­დი და ტე­ლე­ვი­ზია უმოკ­ლეს ვა­და­ში მზად იქ­ნე­ბა ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლად" - ვკი­თხუ­ლობთ კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შექ­მნა ცოტა ხნის წინ და­ა­ა­ნონ­სა "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, ამას­თან ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნას აპი­რებს "კუ­რი­ე­რის" ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დავით კეზერაშვილი "მეგობრებთან ერთად" ტელევიზიას ქმნის

დავით კეზერაშვილი "მეგობრებთან ერთად" ტელევიზიას ქმნის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ.

ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩდა თაობა რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა.

ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.

მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.

ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისკიტის უმაღლეს სტანდარტებს.

დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.

იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად" - ვკითხულობთ კეზერაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიის შექმნა ცოტა ხნის წინ დააანონსა "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ამასთან ტელევიზიის შექმნას აპირებს "კურიერის" ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს