ავტორი:

არაბი პრინცესა, რომელიც ლონდონში გაიქცა, შვილის იძულებით დაქორწინებისგან დაცვას ცდილობს - ჰაიამ სასამართლოს მიმართა

არაბი პრინცესა, რომელიც ლონდონში გაიქცა, შვილის იძულებით დაქორწინებისგან დაცვას ცდილობს - ჰაიამ სასამართლოს მიმართა

დუბაის მილიარდერი მმართველის მეექვსე ცოლი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და თავს დიდ ბრიტანეთს აფარებს, ლონდონის სასამართლოს შვილის დასაცავად მიმართავს. CNN წერს, რომ პრინცესას ერთ-ერთი შვილის იძულებით დაქორწინებისგან დაცვა სურს.

ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინს და შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს ორი საერთო შვილი - 11 წლის გოგონა და 7 წლის ბიჭი ჰყავთ.

სასამართლომ მედიას უფლება მისცა, რამდენიმე დეტალი გაესაჯაროებინა. „როიტერსის“ ინფორმაციით, პრინცესა ორდერს საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც ითხოვს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყება, სხვა დეტალების შესახებ ცნობილი არ არის.

ინგლისის კანონის თანახმად, იძულებითი ქორწინებისგან დასაცავი ორდერი გაიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი ნების წინააღმდეგ დაქორწინებას აიძულებენ, ან - უკვე არის იძულებით დაქორწინებული.

შეიხი მოჰამედი კი სთხოვს სასამართლოს, მისი შვილები დუბაიში დააბრუნონ, სადაც თავად ცხოვრობს. ის სხდომას არ ესწრებოდა, შეიხის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

მსოფლიო მედია მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმისა და მისი ცოლის დაპირისპირებას უკვე რამდენიმე კვირაა, აშუქებს. პრინცესამ დუბაი დატოვა და შვილებთან ერთად თავს დიდ ბრიტანეთს აფარებს.

ჰაია არ არის დუბაის სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელმაც არაბეთის გაერთიანებული საემიროები დატოვა - ქვეყნიდან გაქცევა შეიხ მუჰამედის ორმა შვილმაც სცადა, რომელიც სხვა ცოლისგან ჰყავს.

პრინცესა ჰაია იორდანიის გარდაცვლილი მეფის, ჰუსეინის შვილი და იორდანიის ამჟამინდელი მეფის ნახევარდაა. მას ახლო მეგობრობა აკავშირებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებთან - პრინც ჩარლზთან და მის ცოლთან, კამილასთან.

ჰაია ახლა 45 წლისაა, განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სადაც პოლიტიკა, ფილოსოფია და ეკონომიკა შეისწავლა. პრინცესა ცხენოსნობით არის გატაცებული და 2000 წელს სიდნეიში გამართულ ოლიმპიადაზე იორდანია წარადგინა.

70 წლის შეიხი მოჰამედი გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი და დუბაის მმართველია.

ჰაიას წარმომადგენელი სასამართლოში ფიონა შეკლტონია, რომელიც პრინცი ჩარლზის ადვოკატი იყო ცოლთან, დაიანასთან დაშორების დროს. შეიხ მოჰამედის უფლებადაცველი კი ჰელენ ვორდია, რომელიც მომღერალ მადონასთან განქორწინების დროს რეჟისორ გაი რიჩის წარმომადგენელი იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე