როცა ვღელავთ, გვეშინია ან გვრცხვენია, ვწითლდებით და ოფლი გვასხამს. როცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ასატანია, მაგრამ თუ ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ხშირმა მღელვარებამ, რომელსაც სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა სდევს თან, შესაძლოა ის ნევროზამდეც კი მიიყვანოს.
აღნიშნული პრობლემის შესახებ mkurnali.ge-ს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი ლია ჭითანავა ესაუბრა:
- ქალბატონო ლია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი წამოწითლდებიან ხოლმე. რისი ბრალია ეს?
- მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით სიწითლის შიშს ნიშნავს. დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ (Blush ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს). სახის ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. შედეგად ადამიანი მცირედი მღელვარების დროსაც კი წითლდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა, ადამიანი ნევროზამდე და დაპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა - სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციოფობია ახასიათებთ და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც დაულაგებელი აქვთ. განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:
1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს;
2) კონფლიქტურ ფორმას (ერითროფობიის პრობლემა);
3) ფორმას, როცა სიწითლეს ოფლიანობაც სდევს თან.
- გამოდის, რომ ბლაშინგ-სინდრომი დაავადებაა..
- არა, ბლაშინგ-სინდრომი დაავადება არ არის, იგი სოციოფობიის გამოვლინებაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომელიმე დაავადების შედეგი იყოს. მაგალითად, ბლაშინგ-სინდრომი ხშირად იჩენს თავს:
- მენოპაუზის, ალკოჰოლისა და წამლების შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს?
- ეს დღემდე უცნობია. ვიცით, რომ ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს, თვით სისხლძარღვთა გაფართოების გამომწვევი მექანიზმი კი შესწავლის სტადიაშია. ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო, ყოფით საქმიანობას, მაგალითად, უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც კი შეუძლებელს ხდის. ქება თუ შენიშვნა ადამიანს აწითლებს, ზოგჯერ მეტყველების უნარსაც კი აკარგვინებს....წაიკითხეთ სრულად mkurnali.ge-ზე