საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხო, გვიშველეთ... რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო?" - კაბუს ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ
"ხალხო, გვიშველეთ... რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო?" - კაბუს ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ

ქარ­თვე­ლი რე­პე­რი კაბუ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­მარ­თავს, რომ საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბის ბე­დით და­ინ­ტე­რეს­დნენ. ამის შე­სა­ხებ კახა აბუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ჩარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა.

"აქ მოხ­და ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი, რო­მელ­საც დღემ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ. საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ ადა­მი­ა­ნებს (ქარ­თველ პა­ტიმ­რებს), რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცუ­დად არი­ან. სა­ბო­ლო­ოდ, ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი ძმა იყო, ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, გარ­და­იც­ვა­ლა... ხალ­ხო, 21-ე სა­კუ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა დავ­ხო­ცოთ? აქ ძაღ­ლებს აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და ცი­ხე­ში ბიჭი მოკ­ვდა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. მა­შინ რომ ჩა­მო­ვარ­დნენ და დაგ­ვი­ჭი­რეს, ახლა სად არის სა­ქარ­თვე­ლო? ხალ­ხო გვიშ­ვე­ლეთ, გეხ­ვე­წე­ბით... ვი­ღა­ცას მი­აწ­ვდი­ნეთ ხმა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მოგ­ვეხ­მა­რონ, იმ ბიჭს აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და სხვე­ბი ხომ არი­ან იქ?! მი­ვიდ­ნენ, იკი­თხონ ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბის ბედი, იქ­ნებ გა­დარ­ჩეს ბევ­რი მათ­გა­ნი" - აღ­ნიშ­ნა კა­ბუმ, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ ნი­ცა­ში ცხოვ­რობს.

რო­გორც ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა ამ­ჟა­მად არ აქვს.

"მე არა­ფე­რი მჭირს, ღვთის წყა­ლო­ბით ცო­ცხა­ლი ვარ. მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ. ისიც არ ვიცი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არ მიშ­ვე­ბენ, ეტყო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ვარ... კაც­მა არ იცის, რა ვა­დით ვიქ­ნე­ბი აქ" - გა­ნა­ცხა­და კა­ბუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, "კაბუ" ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით საფ­რან­გეთ­ში 2018 წლის 18 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ 4 ქარ­თვე­ლი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის - კახა აბუ­აშ­ვი­ლი. იგი სას­ჯელს საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში იხ­დი­და. ქარ­თვე­ლი რე­პე­რი ცი­ხი­დან 2019 წლის 2 აპ­რილს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ხალხო, გვიშველეთ... რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო?" - კაბუს ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ

"ხალხო, გვიშველეთ... რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო?" - კაბუს ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ

ქართველი რეპერი კაბუ საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართავს, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედით დაინტერესდნენ. ამის შესახებ კახა აბუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ჩართვისას აღნიშნა.

"აქ მოხდა ძალიან საშინელი ფაქტი, რომელსაც დღემდე ვერ ვაცნობიერებ. საფრანგეთის ციხეში ყურადღებას არ აქცევენ ადამიანებს (ქართველ პატიმრებს), რომლებიც ძალიან ცუდად არიან. საბოლოოდ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ძმა იყო, ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო, გარდაიცვალა... ხალხო, 21-ე საკუკუნეში ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. რამდენი ადამიანი უნდა დავხოცოთ? აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას და ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულოზით. მაშინ რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო? ხალხო გვიშველეთ, გეხვეწებით... ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, იმ ბიჭს აღარაფერი ეშველება და სხვები ხომ არიან იქ?! მივიდნენ, იკითხონ ქართველი პატიმრების ბედი, იქნებ გადარჩეს ბევრი მათგანი" - აღნიშნა კაბუმ, რომელიც საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ნიცაში ცხოვრობს.

როგორც ამბობს, საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა ამის უფლება ამჟამად არ აქვს.

"მე არაფერი მჭირს, ღვთის წყალობით ცოცხალი ვარ. მეგობრები მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ისიც არ ვიცი საქართველოში რატომ არ მიშვებენ, ეტყობა განსაკუთრებით საშიში ვარ... კაცმა არ იცის, რა ვადით ვიქნები აქ" - განაცხადა კაბუმ.

შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა. ქართველი რეპერი ციხიდან 2019 წლის 2 აპრილს გათავისუფლდა.