პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო... გადამეკეტა და წავუთაქე" - ზაზა სარალიძე პირველად ყვება, რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის
"ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო... გადამეკეტა და წავუთაქე" - ზაზა სარალიძე პირველად ყვება, რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ზაზა სა­რა­ლი­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­თავ­სე­ბულ კა­რავ­ში მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­თან ერ­თად აღარ ათე­ნებს ღა­მე­ებს. მის ერთ-ერთ ბოლო ფე­ის­ბუქ-მი­მარ­თვა­ში შვილმკვდარ­მა მა­მამ და­წე­რა, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ, "თით­ქოს რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად იდგა რუს­თა­ველ­ზე და ათას­გვარ ჭო­რებს თხზავ­დნენ მის ოჯახ­ზე".

ახ­ლა­ხანს გა­ზეთ "ალი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­რა­ლი­ძემ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა ბევრ სა­კი­თხზე, მათ შო­რის პირ­ვე­ლად მოჰ­ყვა ის, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მას­სა და ზვი­ად კუპ­რა­ვას შო­რის, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვერ­დით ედგა სა­რა­ლი­ძეს.

ინ­ტერ­ვიუ სა­რა­ლი­ძეს­თან ჟურ­ნა­ლის­ტმა თამო კე­შე­ლა­ვამ ჩა­წე­რა და ის გა­ზეთ­ში 4 ნა­წი­ლად და­ი­ბეჭ­და. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "ალი­ას" 29 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"კუპ­რა­ვა ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცის ცო­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ად­რეც ვიც­ნობ­დი, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მერე კი არ გა­მიც­ნია?! სი­მარ­თლეს გე­ტყვი, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და, არ მი­მე­ცა კუპ­რა­ვას­თვის და სხვა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" გვერ­დით დგო­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ მე არ ვფიქ­რობ­დი ამა­ზე და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო სი­მარ­თლის პოვ­ნა.

გახ­სოვთ ალ­ბათ, კუპ­რა­ვა მიკრო­ფონს რომ მი­ვარ­და და იყ­ვი­რა - "მე და ზაზა ვრჩე­ბით მე­გობ­რე­ბად და არა თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბად"... მო­გიყ­ვე­ბით, რა უძღო­და მაგ სი­ტყვებს წინ:

ერთი-ერ­თზე ვის­ხე­დით მე და კუპ­რა­ვა კა­რავ­ში, ეს ის პე­რი­ო­დია, ბო­დი­ში და თავ­ზე რომ გა­დაი...ს გინ­და თუ არა მთავ­რო­ბა გა­დად­გე­სო... და­ვის­ვი, მო­მის­მი­ნე - სის­ტე­მის შეც­ვლას რომ ვი­თხოვ, ვი­ნაა სის­ტე­მა, მთავ­რო­ბა არაა? სის­ტე­მა თუ შე­იც­ვლე­ბა, მთავ­რო­ბის შეც­ვლა არ გა­მო­დის? მთავ­რო­ბა გა­დად­გეს რომ იძა­ხი, ეგ ისე ჟღერს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას ვი­თხოვთ, ასე და­ი­გებს ხალ­ხი და ეგ არ მინ­და-მეთ­ქი. წა­მოხ­ტა - მე ამ საქ­მი­დან, თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი ძმა­ოო!

გა­და­მე­კე­ტა მა­შინ, გა­და­მე­ფა­რა თვალ­ზე რა­ღაც, ერთი წა­ვუ­თა­ქე კი­დეც და მანდ დამ­თავ­რდა ჩემი კუპ­რა­ვას მი­მართ ნდო­ბა. მე­ტიც, ყვე­ლას მი­მართ დამ­თავ­რდა ნდო­ბა, ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. მარ­თა­ლია, ვი­ცო­დი და ვგრძნობ­დი, რომ მი­ყე­ნებ­დნენ და ყვე­ლა რა­ღა­ცას ელო­და ჩემს გვერ­დში დგო­მის­გან - სუ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ღაც გინ­დო­დეს და ეს რა­ღაც, სის­ტე­მის შეც­ვლა იყოს ახ­ლით - სხვაა და თა­ნამ­დე­ბო­ბას რომ ელო­დე­ბი ჩემი მოკ­ლუ­ლი შვი­ლის სის­ხლით და რომ მა­ვალ­დე­ბუ­ლებ, ისე მო­ვიქ­ცე მეც, რომ შენ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა უეჭ­ვე­ლად მოგ­ცენ, მა­გას რა და­ვარ­ქვა აღარ ვიცი!

თუ გახ­სოვთ, კარ­ვე­ბის დად­გმის ნე­ბარ­თვა რომ მო­ვი­პო­ვეთ, რო­გორც იქნა, აი მა­გის მერე და­ი­ჭი­რეს კუპ­რა­ვა. კი არ და­ი­ჭი­რეს, უფრო სწო­რედ, ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო ეგეც, და­ა­ჭე­რი­ნა თავი.

ერთხელ რომ მკი­თხა, სუს-ი იქ­ნე­ბო­და მი­ტინგზე და ისი­ნი და­უ­შენ­დნენ კვი­რი­კაშ­ვილს ბოთ­ლებ­სო, არა­ფე­რი სუს-ი და კუდი იქ არ იყო, ჩემი თვა­ლით მა­ინც არ მქონ­დეს ნა­ნა­ხი, ჩემი ყუ­რით არ მქონ­დეს მოს­მე­ნი­ლი, რომ კვი­რი­კაშ­ვილს ბოთ­ლე­ბი კუპ­რა­ვას და­ვა­ლე­ბით ეს­რო­ლეს და არა - გა­ხა­რი­ას. ვინც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო, ვი­საც იც­ნობ­და და არ იც­ნობ­და, ყვე­ლა მოგ­ზავ­ნი­ლი იყო, ჩემს სის­ხლზე და ხორ­ცზე, ჩემს ნა­თე­სა­ვებ­ზე მი­თხრა, ჩემს ძმა­კა­ცებ­ზე და და­ქა­ლებ­ზე, ეგე­ნი მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი არი­ა­ნო. სულ რომ მტე­რი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლას მი­ვი­ღებ­დი, ვინც იტყო­და, რომ სა­რა­ლი­ძეს სა­მარ­თა­ლი ეკუთ­ვნის და უნდა მი­ი­ღო­სო. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს უნ­დო­და მოს­ვლა, უნ­დო­და ესა­უბ­რა გირ­გვლი­ან­ზე, რო­ბა­ქი­ძე­ზე, სა­რა­ლი­ძე­ზე და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­ზე და არ მო­ვუშ­ვებ­თო, უთ­ქვამთ... ისეთ ხალ­ხს არ უშ­ვებ­დნენ ჩე­მამ­დე, ზოგი გა­ვი­გე, ზოგი გვი­ან გა­ვი­გე... სა­ერ­თო ჩათი გვქონ­და და იქ ერთხელ და­წე­რა, ეს აქ­ცი­ა­ზე არ მო­ვუშ­ვა­თო, ვი­ღა­ცა­ზე და გავ­გიჟ­დი, კი­დევ თა­ვი­სას რომ იმე­ო­რებ­და და სულ გა­ვა­უქ­მე ის ჩათი! - რად მინ­და დაც­ვა, ვის­გან მი­ცავ? ხალ­ხის­გან მი­ცავ? აბა თუ მომ­კლა­ვენ, ეგ მა­დარ­დებს? - სულ ამას ვე­უბ­ნე­ო­დი, მაგ­რამ...

...რომ იტყვი­ან, რა­ტომ და­დე­ქი ნა­ცებ­თა­ნო, ყვე­ლას ვინც ამას მე­უბ­ნე­ბო­და, ხომ ვპა­სუ­ხობ­დი, მა­შინ, მო­დით, თქვენ და­დე­ქით და მხო­ლოდ ის მო­ვი­თხო­ვოთ, რაც მე და მალ­ხაზს გვინ­და - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა-თქო! სად იყ­ვნენ მერე ეს ხალ­ხი? სად არი­ან? სი­მარ­თლე ისაა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და ერ­თმა­ნეთს ასულ­დგმუ­ლე­ბენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა შე­თან­ხმე­ბუ­ლად და­ი­ჭი­რეს და გა­წი­რეს კუპ­რა­ვა, ზუს­ტად იმ გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რო­ბა და პრე­მი­ე­რო­ბა უნ­დო­და. ასე­ვე და­ი­ჭი­რეს ერ­თად სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა კირ­კი­ტა­ძეც, რო­მელ­მაც ისე იაქ­ტი­უ­რა, ისე­თი ლი­დე­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, ისეთ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და - შე­ე­შინ­დათ, ახა­ლი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნის. და­ი­ჭი­რეს და მი­ა­ტო­ვეს ცი­ხე­ში.

თუ გახ­სოვთ არ­ჩევ­ნე­ბის დროს ნიკა მე­ლია, შე­ფა­რუ­ლად, მაგ­რამ გა­აკ­რი­ტი­კა სა­ა­კაშ­ვი­ლი - გარ­და ამი­სა, ნიკა მე­ლი­ამ ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა უცებ და მის­გა­ნაც მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რი და­ი­ნა­ხეს და ამი­ტომ და­ი­ჭი­რეს. მარ­ტო ივა­ნიშ­ვი­ლი კი არ წყვეტს ამათ და­ჭე­რას, ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი. არა­ვინ უნდა გა­მოჩ­ნდეს ას­პა­რეზ­ზე ამ ორის გარ­და - ეგრე უნ­დათ.

იცო­და გვა­რა­მი­ამ, რომ ამა­ზე და კი­დევ ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი და ამი­ტომ არ და­მა­ცა­და სა­უ­ბა­რი. ასე დაწ­ვრი­ლე­ბით არა, მაგ­რამ ვა­პი­რებ­დი იმ ეთე­რით ამ ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას. გვა­რა­მია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე, ცდი­ლობ­და ის მეთ­ქვა, რაც მას აწყობ­და.

ვერ გა­მო­მიყ­ვან­და მოთ­მი­ნე­ბი­დან გვა­რა­მია, რაც მე ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ვუ­ძე­ლი, გვა­რა­მია რას და­მაკ­ლებ­და, მაგ­რამ სა­ნამ მე სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დი, თუ გახ­სოვთ პატ­რი­არ­ქი მო­იხ­სე­ნია ცუ­დად და მა­გან გა­და­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ი­დან. არა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბას არ ვე­ხე­ბი. მე მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქი. პატ­რი­არ­ქი რომ არა, არ ვიცი რა მოგ­ვი­ვი­დო­და. ძა­ლი­ან ხში­რად ესიზ­მრე­ბა ნა­თი­ას. როცა პატ­რი­არ­ქი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბით, ორი­ვე დიდ ძა­ლას ვგრძობთ. ეს უფ­ლის­გან მო­მა­ვა­ლი ძა­ლაა. ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვი, ფაქ­ტე­ბით გვიმ­ტკი­ცებს უფა­ლი, რომ ჩვენს გვერ­დი­თაა. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას ჩემს სარ­წმუ­ნო­ე­ბას და ჩემს პატ­რი­არ­ქს აუ­გად შე­ე­ხონ...."

იხი­ლეთ სრუ­ლად სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო... გადამეკეტა და წავუთაქე" - ზაზა სარალიძე პირველად ყვება, რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის

"ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო... გადამეკეტა და წავუთაქე" - ზაზა სარალიძე პირველად ყვება, რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის

უკვე რამდენიმე თვეა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად აღარ ათენებს ღამეებს. მის ერთ-ერთ ბოლო ფეისბუქ-მიმართვაში შვილმკვდარმა მამამ დაწერა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები მის დისკრედიტაციას ცდილობენ, "თითქოს რომელიმე პარტიის ინტერესების გასატარებლად იდგა რუსთაველზე და ათასგვარ ჭორებს თხზავდნენ მის ოჯახზე".

ახლახანს გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში სარალიძემ გულახდილად ისაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პირველად მოჰყვა ის, თუ რამ გამოიწვია განხეთქილება მასსა და ზვიად კუპრავას შორის, რომელიც პირველივე დღიდან გვერდით ედგა სარალიძეს.

ინტერვიუ სარალიძესთან ჟურნალისტმა თამო კეშელავამ ჩაწერა და ის გაზეთში 4 ნაწილად დაიბეჭდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელიც "ალიას" 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა:

"კუპრავა ჩემი საუკეთესო ძმაკაცის ცოლის დეიდაშვილია, ადრეც ვიცნობდი, ჩემი შვილის მკვლელობის მერე კი არ გამიცნია?! სიმართლეს გეტყვი, ბევრი მეუბნებოდა, არ მიმეცა კუპრავასთვის და სხვა "ნაციონალებისთვის" გვერდით დგომის უფლება, მაგრამ მაშინ მე არ ვფიქრობდი ამაზე და არც მაინტერესებდა. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, იყო სიმართლის პოვნა.

გახსოვთ ალბათ, კუპრავა მიკროფონს რომ მივარდა და იყვირა - "მე და ზაზა ვრჩებით მეგობრებად და არა თანამებრძოლებად"... მოგიყვებით, რა უძღოდა მაგ სიტყვებს წინ:

ერთი-ერთზე ვისხედით მე და კუპრავა კარავში, ეს ის პერიოდია, ბოდიში და თავზე რომ გადაი...ს გინდა თუ არა მთავრობა გადადგესო... დავისვი, მომისმინე - სისტემის შეცვლას რომ ვითხოვ, ვინაა სისტემა, მთავრობა არაა? სისტემა თუ შეიცვლება, მთავრობის შეცვლა არ გამოდის? მთავრობა გადადგეს რომ იძახი, ეგ ისე ჟღერს, რომ რევოლუციას ვითხოვთ, ასე დაიგებს ხალხი და ეგ არ მინდა-მეთქი. წამოხტა - მე ამ საქმიდან, თანამდებობას ველოდები ძმაოო!

გადამეკეტა მაშინ, გადამეფარა თვალზე რაღაც, ერთი წავუთაქე კიდეც და მანდ დამთავრდა ჩემი კუპრავას მიმართ ნდობა. მეტიც, ყველას მიმართ დამთავრდა ნდობა, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. მართალია, ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ მიყენებდნენ და ყველა რაღაცას ელოდა ჩემს გვერდში დგომისგან - სულელი არ ვიყავი, მაგრამ რაღაც გინდოდეს და ეს რაღაც, სისტემის შეცვლა იყოს ახლით - სხვაა და თანამდებობას რომ ელოდები ჩემი მოკლული შვილის სისხლით და რომ მავალდებულებ, ისე მოვიქცე მეც, რომ შენ ეს თანამდებობა უეჭველად მოგცენ, მაგას რა დავარქვა აღარ ვიცი!

თუ გახსოვთ, კარვების დადგმის ნებართვა რომ მოვიპოვეთ, როგორც იქნა, აი მაგის მერე დაიჭირეს კუპრავა. კი არ დაიჭირეს, უფრო სწორედ, ინსცენირებული იყო ეგეც, დააჭერინა თავი.

ერთხელ რომ მკითხა, სუს-ი იქნებოდა მიტინგზე და ისინი დაუშენდნენ კვირიკაშვილს ბოთლებსო, არაფერი სუს-ი და კუდი იქ არ იყო, ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი, ჩემი ყურით არ მქონდეს მოსმენილი, რომ კვირიკაშვილს ბოთლები კუპრავას დავალებით ესროლეს და არა - გახარიას. ვინც არ უნდა მოსულიყო, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა, ყველა მოგზავნილი იყო, ჩემს სისხლზე და ხორცზე, ჩემს ნათესავებზე მითხრა, ჩემს ძმაკაცებზე და დაქალებზე, ეგენი მოგზავნილები არიანო. სულ რომ მტერი ყოფილიყო, ყველას მივიღებდი, ვინც იტყოდა, რომ სარალიძეს სამართალი ეკუთვნის და უნდა მიიღოსო. ირაკლი კაკაბაძეს უნდოდა მოსვლა, უნდოდა ესაუბრა გირგვლიანზე, რობაქიძეზე, სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე და არ მოვუშვებთო, უთქვამთ... ისეთ ხალხს არ უშვებდნენ ჩემამდე, ზოგი გავიგე, ზოგი გვიან გავიგე... საერთო ჩათი გვქონდა და იქ ერთხელ დაწერა, ეს აქციაზე არ მოვუშვათო, ვიღაცაზე და გავგიჟდი, კიდევ თავისას რომ იმეორებდა და სულ გავაუქმე ის ჩათი! - რად მინდა დაცვა, ვისგან მიცავ? ხალხისგან მიცავ? აბა თუ მომკლავენ, ეგ მადარდებს? - სულ ამას ვეუბნეოდი, მაგრამ...

...რომ იტყვიან, რატომ დადექი ნაცებთანო, ყველას ვინც ამას მეუბნებოდა, ხომ ვპასუხობდი, მაშინ, მოდით, თქვენ დადექით და მხოლოდ ის მოვითხოვოთ, რაც მე და მალხაზს გვინდა - სამართლიანობა-თქო! სად იყვნენ მერე ეს ხალხი? სად არიან? სიმართლე ისაა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთმანეთს ასულდგმულებენ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეთანხმებულად დაიჭირეს და გაწირეს კუპრავა, ზუსტად იმ განცხადების გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობა და პრემიერობა უნდოდა. ასევე დაიჭირეს ერთად სააკაშვილმა და ივანიშვილმა კირკიტაძეც, რომელმაც ისე იაქტიურა, ისეთი ლიდერობა გამოიჩინა, ისეთ საფეხურზე ავიდა - შეეშინდათ, ახალი ძალის გამოჩენის. დაიჭირეს და მიატოვეს ციხეში.

თუ გახსოვთ არჩევნების დროს ნიკა მელია, შეფარულად, მაგრამ გააკრიტიკა სააკაშვილი - გარდა ამისა, ნიკა მელიამ ნახტომი გააკეთა უცებ და მისგანაც მომავალი ლიდერი დაინახეს და ამიტომ დაიჭირეს. მარტო ივანიშვილი კი არ წყვეტს ამათ დაჭერას, ერთად მოქმედებენ ივანიშვილი და სააკაშვილი. არავინ უნდა გამოჩნდეს ასპარეზზე ამ ორის გარდა - ეგრე უნდათ.

იცოდა გვარამიამ, რომ ამაზე და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრებდი და ამიტომ არ დამაცადა საუბარი. ასე დაწვრილებით არა, მაგრამ ვაპირებდი იმ ეთერით ამ ამბების მოყოლას. გვარამია ყველანაირად ცდილობდა, მოთმინებიდან გამოვეყვანე, ცდილობდა ის მეთქვა, რაც მას აწყობდა.

ვერ გამომიყვანდა მოთმინებიდან გვარამია, რაც მე ამ წლების მანძილზე გავუძელი, გვარამია რას დამაკლებდა, მაგრამ სანამ მე სტუდიაში შევიდოდი, თუ გახსოვთ პატრიარქი მოიხსენია ცუდად და მაგან გადამიყვანა ჭკუიდან. არავის სარწმუნოებას არ ვეხები. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. პატრიარქი რომ არა, არ ვიცი რა მოგვივიდოდა. ძალიან ხშირად ესიზმრება ნათიას. როცა პატრიარქიდან სახლში ვბრუნდებით, ორივე დიდ ძალას ვგრძობთ. ეს უფლისგან მომავალი ძალაა. ამას ვერ გავექცევი, ფაქტებით გვიმტკიცებს უფალი, რომ ჩვენს გვერდითაა. არავის მივცემ უფლებას ჩემს სარწმუნოებას და ჩემს პატრიარქს აუგად შეეხონ...."

იხილეთ სრულად სტატიის პირველი, მეორე და მესამე ნაწილი

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

არასრულწლოვნის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით - კახეთში 2 პირი დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"