საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბიტურიენტების 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - გამოცდის შედეგები ცნობილია
აბიტურიენტების 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - გამოცდის შედეგები ცნობილია

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 12,9% - მა უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო გორ­გო­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა დღეს და­ი­წყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უნა­რე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

„აბი­ტუ­რენ­ტე­ბის 12,9% გა­მო­ე­თი­შა პრო­ცესს, რად­გან მათ ვერ გა­და­ლა­ხეს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა საგ­ნის შე­დე­გებს, ვეც­დე­ბით, რომ ამ და მომ­დევ­ნო კვი­რა­ში და­ი­დოს ყვე­ლა საგ­ნის შე­დე­გი. მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა სა­გან­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა შე­დე­გე­ბი, და­ი­წყე­ბა აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი. ვა­დებ­სა და სხვა დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია და­ი­დე­ბა ჩვენს ვებ-გვერ­დზე,“ - გა­ნა­ცხა­და სოფო გორ­გო­ძემ.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცენ­ტრის­ვებ-გვერ­დზე უნა­რე­ბის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

„რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ აიტ­ვირ­თა ეს შე­დე­გე­ბი ჩვენს ვებ-გვერ­დზე. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ პი­რა­დი ნომ­რი­თა და სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც მათ ბა­რათ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, შე­ვიდ­ნენ და გა­ი­გონ თა­ვი­ან­თი ქუ­ლე­ბი. ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გაგ­ზავ­ნონ „ჯე­ო­სე­ლი­დან“ და „მაგ­თი­დან“ ნო­მერ­ზე 93333 და მი­ი­ღონ ეს ინ­ფორ­მა­ცია. აქვე მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ათი­ა­თა­სო­ბით აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­ეც­დე­ბა ქუ­ლე­ბის გა­გე­ბას, რის გა­მოც შე­საძ­ლოა, შე­ნელ­დეს პრო­ცე­სი და მო­მენ­ტა­ლუ­რად ვერ მი­ი­ღონ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ამი­ტომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ თი­თო­ე­ულ მე­სიჯ­ზე 50 თეთ­რი ჩა­მო­ეჭ­რე­ბათ და წუთ­ში რამ­დე­ნი­მეს ნუ გაგ­ზავ­ნი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო გორ­გო­ძემ.

ზო­გა­დი უნა­რე­ბის 1-ელ და მე-3 ვა­რი­ან­ტში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი 22 ქუ­ლით, ხოლო მე-2 და მე-4 ვა­რი­ან­ტში 24 ქუ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა. რო­გორც ბრი­ფინგზე სოფო გორ­გო­ძემ გა­ნა­ცხა­და, ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის ოთხი ვა­რი­ან­ტი­დან თი­თო­ე­უ­ლი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის იყო, რის გა­მოც მოხ­და ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტეს­ტის ოთხი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობ­და და თი­თო­ე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი გას­ხვავ­დე­ბო­დეს სხვა ვა­რი­ან­ტის­გან. ამი­ტომ იმის­თვის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა ხდე­ბა. ამის შემ­დეგ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი დგინ­დე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, გამ­სვლე­ლი ქულა პირ­ველ და მე­სა­მე ვა­რი­ან­ტებ­ში არის 22 ქულა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ თქვენ პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი წე­რეთ და მი­ი­ღეთ 22 ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ ეთი­შე­ბით სა­გა­მოც­დო პრო­ცესს. რაც შე­ე­ხე­ბა მე-2 და მე-4 ვა­რი­ან­ტებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში გამ­სვლე­ლი ქულა არის 24 ქულა. შე­სა­ბა­მი­სად, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა, ვინც 24 ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მი­ი­ღეს გა­მო­ე­თი­შე­ბი­ან სა­გა­მოც­დო პრო­ცესს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

აბიტურიენტების 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - გამოცდის შედეგები ცნობილია

აბიტურიენტების 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - გამოცდის შედეგები ცნობილია

აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, უნარების შემდეგ, სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.

„აბიტურენტების 12,9% გამოეთიშა პროცესს, რადგან მათ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. რაც შეეხება სხვა საგნის შედეგებს, ვეცდებით, რომ ამ და მომდევნო კვირაში დაიდოს ყველა საგნის შედეგი. მას შემდეგ, რაც ყველა საგანში გამოქვეყნდება შედეგები, დაიწყება აპელაციის პროცესი. ვადებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე,“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრისვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

„რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა ეს შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე. აბიტურიენტებს შეუძლიათ პირადი ნომრითა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, რომელიც მათ ბარათზეა მითითებული, შევიდნენ და გაიგონ თავიანთი ქულები. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ ნომერზე 93333 და მიიღონ ეს ინფორმაცია. აქვე მინდა გავაფრთხილო აბიტურიენტები, რომ სავარაუდოდ ათიათასობით აბიტურიენტი შეეცდება ქულების გაგებას, რის გამოც შესაძლოა, შენელდეს პროცესი და მომენტალურად ვერ მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამიტომ გაითვალისწინონ, რომ თითოეულ მესიჯზე 50 თეთრი ჩამოეჭრებათ და წუთში რამდენიმეს ნუ გაგზავნიან,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

ზოგადი უნარების 1-ელ და მე-3 ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 22 ქულით, ხოლო მე-2 და მე-4 ვარიანტში 24 ქულით განისაზღვრა. როგორც ბრიფინგზე სოფო გორგოძემ განაცხადა, ზოგადი უნარების ტესტის ოთხი ვარიანტიდან თითოეული სხვადასხვა სირთულის იყო, რის გამოც მოხდა ქულების გათანაბრება.

„მოგეხსენებათ, რომ ზოგადი უნარების შემთხვევაში ტესტის ოთხი ვარიანტი არსებობდა და თითოეული ვარიანტი სირთულის მიხედვით შეიძლება ცოტათი გასხვავდებოდეს სხვა ვარიანტისგან. ამიტომ იმისთვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ქულების გათანაბრება ხდება. ამის შემდეგ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დგინდება. სტატისტიკური დამუშავების შედეგად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამსვლელი ქულა პირველ და მესამე ვარიანტებში არის 22 ქულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ პირველი და მესამე ვარიანტი წერეთ და მიიღეთ 22 ქულაზე ნაკლები, ამ შემთხვევაში თქვენ ეთიშებით საგამოცდო პროცესს. რაც შეეხება მე-2 და მე-4 ვარიანტებს, ამ შემთხვევაში გამსვლელი ქულა არის 24 ქულა. შესაბამისად, იმ აბიტურიენტებმა, ვინც 24 ქულაზე ნაკლები მიიღეს გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი