მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ისტორია, რომელსაც შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ყვება
თბილისის ისტორია, რომელსაც შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ყვება

რა გახ­სენ­დე­ბათ „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ზე?“ - თუკი ამ კი­თხვას იმ ადა­მი­ა­ნებს და­უს­ვამთ, ვი­საც 90-ია­ნე­ბის თბი­ლი­სი კარ­გად ახ­სოვთ, უმ­რავ­ლე­სო­ბა გი­პა­სუ­ხებთ, რომ შუ­შის ლიფ­ტი არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კაშ­კა­შა მო­გო­ნე­ბა, რომ­ლით მგზავ­რო­ბაც ყვე­ლას ოც­ნე­ბა იყო.

90-ია­ნე­ბის თა­ო­ბას კი­დევ ბევ­რი რა­მით გვახ­სენ­დე­ბა სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ თბი­ლის­ში ერ­თა­დერ­თი იყო, სა­დაც ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში ნა­ნა­ხი ამ­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და: აქ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ იმ­დრო­ინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩაბ­ნე­ლე­ბულ თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დნენ; აქ იყო პირ­ვე­ლი კლუ­ბიც, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი ივენ­თე­ბი ტარ­დე­ბო­და; აქ იყო პირ­ვე­ლი შუ­შე­ბი­ა­ნი ლიფ­ტი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ თბი­ლი­სელს ახ­სოვს, ვინც კი ერთხელ მა­ინც მომ­ხვდა­რა შე­რა­ტო­ნის ვრცელ ფო­ი­ე­ში. „შე­რა­ტონ­ში“ მა­შინ­დე­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძის, ლა­ზა­ნი­ას გა­სინ­ჯვაც კი შე­იძ­ლე­ბო­და. პირ­ვე­ლი ფიტ­ნეს-ცენ­ტრიც სწო­რედ შე­რა­ტონ­ში გა­იხ­სნა, სა­ი­და­ნაც დი­ლის გა­და­ცე­მა „ალი­ონ­ში“ „დი­ლის აე­რო­ბი­კა“ გა­დი­ო­და.

„შე­რა­ტონს“ უკავ­შირ­დე­ბა 90-ია­ნე­ბის თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ლე­გენ­დაც, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა და ვარ­სკვლავ­მა, დე­ვიდ ბექ­ჰემ­მა თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი ცოლი, სფა­ის გერლ­ზის წევ­რი, ვიქ­ტო­რია ადამ­სი სწო­რედ თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და გულ­ში ჩა­უ­ვარ­და.

ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ერთი რამ იყო - შე­რა­ტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენდმა პირ­ვე­ლად გა­რის­კა და 90-იანი წლე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­გა­მოვ­ლილ თბი­ლის­ში ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო გახ­სნა. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, მსოფ­ლიო ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე პირ­ვე­ლად მო­ი­ნიშ­ნა. რა თქმა უნდა, ბრენდმა გა­რის­კა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ შექ­მნი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ვა­კუ­უ­მი სწო­რედ შე­რა­ტონ­მა გა­არ­ღვია პირ­ველ­მა, როცა 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­თი თბი­ლის­ში შე­მო­ვი­და.

და ეს არ იყო მხო­ლოდ სას­ტუმ­რო. ეს იყო თავ­შეყ­რის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც იმ­დრო­ინ­დელ თბი­ლის­ში სი­ნათ­ლე, თბი­ლი წყა­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის და და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ხვდე­ბო­დათ ადა­მი­ა­ნებს; ეს იყო კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი, რად­გან არ არ­სე­ბობ­და არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც მა­შინ შე­რა­ტონ­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა; სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, კომ­პა­ნია და სა­ელ­ჩო შე­მო­ვი­და. აშშ-ს სა­ელ­ჩოს ნა­წი­ლი, გერ­მა­ნი­ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და ჰო­ლან­დი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბის ოფი­სე­ბი, მი­ცუ­ბი­შის ოფი­სი სწო­რედ აქ იყო გახ­სნი­ლი; პირ­ვე­ლად სწო­რედ აქ გა­იხ­სნაTurkish Airlines-ის გა­ყიდ­ვე­ბის დეს­კიც; თბი­ლი­სის ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბიც სწო­რედ აქ გა­ნა­თავ­სეს, რაღა თქმა უნდა, თვით ლე­გენ­და­რულ რეი ჩარლზ­საც სწო­რედ შე­რა­ტო­ნი მას­პინ­ძლობ­და. აქ ტარ­დე­ბო­და ყვე­ლა ფე­შენ­შოუ და უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, რად­გან ეს იყო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი იმ დროს, სა­დაც სი­ნათ­ლე ენთო და მათ უსაფრ­თხო­ე­ბის, და­ცუ­ლო­ბის და კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა ჰქონ­დათ.

შე­რა­ტონ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სი ბა­ზარ­ზე 6-7 წლის მან­ძილ­ზე უკონ­კუ­რენ­ტო იყო. აქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ მა­შინ­დელ თბი­ლის­ში, ვი­საც დრო­უ­ლად ჩა­რი­ცხულ ხელ­ფას­თან ერ­თად ჰქონ­დათ ღირ­სე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი: ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა, გა­დამ­ზა­დე­ბის და და­წი­ნა­უ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, სა­ჩუქ­რე­ბი. შე­რა­ტონ­მა წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­მოწ­ვრთნა სას­ტუმ­რო ინ­დუსტრი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბი.

1991 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 2014 წლის დე­კემ­ბრამ­დე ალ­ბათ არ დარ­ჩე­ნი­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი, ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი, ვი­საც „შე­რა­ტო­ნის“ ფო­ი­ე­ში არ უმუ­შა­ვია. მისი უსაფრ­თხო გა­რე­მო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მას­შტა­ბუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­თვის.

თავ­შეყ­რის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში - ამ კონ­ცეფ­ცი­ას შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სი რე­კონ­სტრუქ­ცი­ამ­დეც ამარ­თლებ­და და ახ­ლაც ამარ­თლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე გა­ნახ­ლე­ბულ სას­ტუმ­რო­ში 2000კვ. მეტრს აღ­წევს, ეს კი ზუს­ტად ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის მი­ზანს.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო 140-ის ნაც­ვლად 220 ნო­მე­რია, სა­ი­და­ნაც ძვე­ლი თბი­ლი­სის პა­ნო­რა­მა იშ­ლე­ბა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, უნი­კა­ლუ­რი და ჯან­სა­ღი სამ­ზა­რე­უ­ლო, ღვი­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც 1600 სა­ხე­ო­ბის, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის ღვი­ნოა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ლობი ლა­უნ­ჯი, რეს­ტორ­ნე­ბი და დი­დე­ბუ­ლი ტე­რა­სე­ბი - მდი­და­რი ის­ტო­რი­ის გარ­და, სწო­რედ ამით ამა­ყობს დღეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სი.

აქ 1500 კვ. მეტრზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სპა და ფიტ­ნეს­ცენ­ტრე­ბი, უახ­ლე­სი კარ­დიო და ძა­ლის­მი­ე­რი ტრე­ნა­ჟო­რე­ბით, სა­მა­სა­ჟე და სა­რე­ლაქ­სა­ციო ოთა­ხე­ბით თუ ღია და და­ხუ­რუ­ლი აუ­ზე­ბით.

სწო­რედ ასე და­ი­წყო ახა­ლი, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის წე­რაც - 2019 წლის 1-ლი მარ­ტი­დან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სი კვლავ ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს, უკვე და­მო­უ­კი­დე­ბელ და ამ­ჯე­რად კარ­გად ცნო­ბილ ქვე­ყა­ნას მსოფ­ლიო ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე.

NS

ავტორი:

თბილისის ისტორია, რომელსაც შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ყვება

თბილისის ისტორია, რომელსაც შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ყვება

რა გახსენდებათ „შერატონ მეტეხი პალასზე?“ - თუკი ამ კითხვას იმ ადამიანებს დაუსვამთ, ვისაც 90-იანების თბილისი კარგად ახსოვთ, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ შუშის ლიფტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კაშკაშა მოგონება, რომლით მგზავრობაც ყველას ოცნება იყო.

90-იანების თაობას კიდევ ბევრი რამით გვახსენდება სასტუმრო, რომელიც მაშინდელ თბილისში ერთადერთი იყო, სადაც ამერიკულ ფილმებში ნანახი ამბები რეალურად ხდებოდა: აქ ჩამოდიოდნენ იმდროინდელი ოფიციალური პირები, ვარსკვლავები, რომლებიც ჩაბნელებულ თბილისში კონცერტებს მართავდნენ; აქ იყო პირველი კლუბიც, სადაც დახურული ივენთები ტარდებოდა; აქ იყო პირველი შუშებიანი ლიფტი, რომელიც ნებისმიერ თბილისელს ახსოვს, ვინც კი ერთხელ მაინც მომხვდარა შერატონის ვრცელ ფოიეში. „შერატონში“ მაშინდელი ეგზოტიკური კერძის, ლაზანიას გასინჯვაც კი შეიძლებოდა. პირველი ფიტნეს-ცენტრიც სწორედ შერატონში გაიხსნა, საიდანაც დილის გადაცემა „ალიონში“ „დილის აერობიკა“ გადიოდა.

„შერატონს“ უკავშირდება 90-იანების თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ურბანული ლეგენდაც, რომლის მიხედვით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა და ვარსკვლავმა, დევიდ ბექჰემმა თავისი მომავალი ცოლი, სფაის გერლზის წევრი, ვიქტორია ადამსი სწორედ თბილისში ვიზიტისას, ტელევიზორში ნახა და გულში ჩაუვარდა.

ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ იყო - შერატონის საერთაშორისო ბრენდმა პირველად გარისკა და 90-იანი წლების, სამოქალაქო ომგამოვლილ თბილისში ამიერკავკასიაში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. შედეგად, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პირველად მოინიშნა. რა თქმა უნდა, ბრენდმა გარისკა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შექმნილი ტურისტული ვაკუუმი სწორედ შერატონმა გაარღვია პირველმა, როცა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროთი თბილისში შემოვიდა.

და ეს არ იყო მხოლოდ სასტუმრო. ეს იყო თავშეყრის ერთადერთი ადგილი, სადაც იმდროინდელ თბილისში სინათლე, თბილი წყალი, უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება ხვდებოდათ ადამიანებს; ეს იყო კულტურული ცენტრი, რადგან არ არსებობდა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მაშინ შერატონში არ ჩატარებულა; საქართველოში იმ პერიოდში უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, კომპანია და საელჩო შემოვიდა. აშშ-ს საელჩოს ნაწილი, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების ოფისები, მიცუბიშის ოფისი სწორედ აქ იყო გახსნილი; პირველად სწორედ აქ გაიხსნაTurkish Airlines-ის გაყიდვების დესკიც; თბილისის ჯაზ-ფესტივალის პირველი სტუმრებიც სწორედ აქ განათავსეს, რაღა თქმა უნდა, თვით ლეგენდარულ რეი ჩარლზსაც სწორედ შერატონი მასპინძლობდა. აქ ტარდებოდა ყველა ფეშენშოუ და უბრალოდ, ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან ეს იყო პირველი ადგილი იმ დროს, სადაც სინათლე ენთო და მათ უსაფრთხოების, დაცულობის და კომფორტის შეგრძნება ჰქონდათ.

შერატონ თბილისი მეტეხი პალასი ბაზარზე 6-7 წლის მანძილზე უკონკურენტო იყო. აქ მომუშავე ადამიანები პირველები იყვნენ მაშინდელ თბილისში, ვისაც დროულად ჩარიცხულ ხელფასთან ერთად ჰქონდათ ღირსეული სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, გადამზადების და დაწინაურების პერსპექტივა, საჩუქრები. შერატონმა წლების მანძილზე გამოწვრთნა სასტუმრო ინდუსტრიისთვის საუკეთესო კადრები.

1991 წლიდან მოყოლებული, 2014 წლის დეკემბრამდე ალბათ არ დარჩენილა ჟურნალისტი, ქართველი თუ უცხოელი, ვისაც „შერატონის“ ფოიეში არ უმუშავია. მისი უსაფრთხო გარემო წლების განმავლობაში საუკეთესო ადგილი იყო ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეხვედრებისა და მასშტაბური კონფერენციებისთვის.

თავშეყრის ყველაზე მასშტაბური ადგილი მსოფლიოში - ამ კონცეფციას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი რეკონსტრუქციამდეც ამართლებდა და ახლაც ამართლებს. ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცე განახლებულ სასტუმროში 2000კვ. მეტრს აღწევს, ეს კი ზუსტად ეხმიანება საერთაშორისო ბრენდის მიზანს.

განახლებული სასტუმრო 140-ის ნაცვლად 220 ნომერია, საიდანაც ძველი თბილისის პანორამა იშლება. მრავალფეროვანი, უნიკალური და ჯანსაღი სამზარეულო, ღვინის ბიბლიოთეკა, სადაც 1600 სახეობის, მათ შორის, ქართველი მევენახეების ღვინოა წარმოდგენილი, ლობი ლაუნჯი, რესტორნები და დიდებული ტერასები - მდიდარი ისტორიის გარდა, სწორედ ამით ამაყობს დღეს განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.

აქ 1500 კვ. მეტრზეა განთავსებული გამაჯანსაღებელი სპა და ფიტნესცენტრები, უახლესი კარდიო და ძალისმიერი ტრენაჟორებით, სამასაჟე და სარელაქსაციო ოთახებით თუ ღია და დახურული აუზებით.

სწორედ ასე დაიწყო ახალი, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიის წერაც - 2019 წლის 1-ლი მარტიდან განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი კვლავ ნიშნავს საქართველოს, უკვე დამოუკიდებელ და ამჯერად კარგად ცნობილ ქვეყანას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი