სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კრა­ზა­ნე­ბის მომ­რავ­ლე­ბის შე­სა­ხებ წე­რენ. ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ავთო ძა­გა­ნია აღ­ნიშ­ნავს, რომ ვა­ნის რა­ი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მუდ­მი­ვად აქვს მო­მა­რა­გე­ბუ­ლი ალერ­გი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი, რად­გან სხვა­ნა­ი­რად კრა­ზა­ნას­თან გამ­კლა­ვე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს! ვე­პა­ტი­ჟე­ბი სოფ­ლებ­ში პირ­ველ რიგ­ში იმის­თვის, რომ გა­ი­გონ, რამ­დენ ოჯახს მი­უწ­ვდე­ბა ხელი კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან, რომ შემ­დეგ ერ­თად დავ­თვა­ლოთ რამ­დე­ნი გლე­ხი ახერ­ხებს მათ სა­იტ­ზე და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვას! და იქ­ნებ მერე მა­ინც მიხ­ვდეთ, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი სოფ­ლებ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში!

ვა­ნის რა­ი­ონ­ში სო­ფელ ბზვან­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა მსგავ­სი ჯი­შის და რა­ო­დე­ნო­ბის კრა­ზა­ნე­ბი რაც წელ­საა, მეს­მის თქვე­ნი პო­ზი­ცია, რომ კრა­ზა­ნე­ბი ყველ­გან იკ­ბი­ნე­ბი­ან და ამე­რი­კა­შიც არი­ან კრა­ზა­ნე­ბი (გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ეგ ჩვენც ვი­ცით, რომ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქყ­ვე­ყა­ნა­ში კრა­ზა­ნა იკ­ბი­ნე­ბა და ამე­რი­კა რა შუ­ა­შია, იქ­ნებ ამიხ­სნათ ბა­ტო­ნე­ბო), მაგ­რამ კრა­ზა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ, ჯი­შე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და მისი მოს­პო­ბის გზე­ბი არ ვი­ცით, მეს­მის ასე­ვე, რომ არ­ცერთ სა­მი­ნის­ტროს და ცენ­ტრს არ გყოფ­ნით კვა­ლი­ფი­კა­ცია იმის, რომ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი გა­მო­ი­ძი­ოთ და ეძე­ბოთ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა.

ბოლო პრობ­ლე­მა რაც სო­ფელს ასე შე­ე­ხო იყო ფა­რო­სა­ნე­ბი და პი­რა­დად ჩემს სო­ფელს კარ­გად ახ­სოვს, რო­გორც მო­აგ­ვა­რეთ (ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­წამ­ლა­ვით შე­წამ­ლეს სო­ფე­ლი და ფა­რო­სა­ნე­ბის მა­გივ­რად ამო­ხო­ცეს ფუტკრე­ბის ყვე­ლა ოჯა­ხი, რომ­ლებ­საც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა შვი­ლე­ბი­ვით უვ­ლი­და), ფა­რო­სა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ცო­ტა­თი იკლო ყო­ჩაღ!

დღეს გა­ვი­გე, რომ იმე­რეთ­ში 2 ადა­მი­ა­ნი მო­უკ­ლავს კრა­ზა­ნას! 2 ჯან­მრთე­ლი არა­ა­ლერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი!! ვი­ზი­ა­რებ მათი ოჯა­ხე­ბის მწუ­ხა­რე­ბას და ბო­დიშს ვუხ­დი! ბო­დიშს ვუხ­დი იმის­თვის,რომ ჯან­დაც­ვის და არა­მარ­ტო ჯან­დაც­ვის, სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც არაფ­რის მცოდ­ნე ხალ­ხით რო­მაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის! სო­ფელ­ში ხალ­ხი შუქს ვერ ან­თებს (არა იმი­ტომ, რომ გა­და­სა­ხა­დი ისეა გაზ­რდი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ), სო­ფელ­ში ბავ­შვებს სა­თა­მა­შოდ ვერ უშ­ვე­ბენ, სახ­ლში ჰყავთ ჩა­კე­ტი­ლი, ხოლო გა­რეთ კრა­ზა­ნე­ბი ბა­ტო­ნო­ბენ! უფ­როსს-უმ­ცროსს ჯი­ბე­ში დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი უდევს, იქ­ნებ ამან მა­ინც გა­და­მარ­ჩი­ნო­სო ფიქ­რო­ბენ (ისე, იქ­ნებ დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის გაძ­ვი­რე­ბა მა­ინც არ იჩ­ქა­როთ, ხალ­ხს ამის იმე­დი დარ­ჩა მხო­ლოდ).

წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბე­ბი ხელს უწყო­ბენ და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ „არას­წო­რი უბ­რა­ნი­ზა­ცი­ის დო­ნის გაზ­რდის­თვის“, რომ სოფ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­დეს. ყო­ველ ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ გლეხ­მა კაც­მა ვერ შეძ­ლოს ოჯა­ხის შე­ნახ­ვა!! და დღეს იქ­ნებ ამ ნა­ხევ­რად დაც­ლი­ლი სო­ფელს მა­ინც მი­ხე­დოთ და შიმ­ში­ლის­გან დაღ­ლილ და და­ქან­ცულ ხალ­ხს კრა­ზა­ნებს მა­ინც ნუ მო­ვაკ­ლე­ვი­ნებთ!!!" - წერს ავთო ძა­გა­ნია.

კრა­ზა­ნე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გამო პა­ნი­კაა ზეს­ტა­ფონ­შიც. kvirispalitra.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ 2 ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სწო­რედ კრა­ზა­ნის ნაკ­ბენს მოჰ­ყვა. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, კრა­ზა­ნის კბე­ნი­დან 20 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სო­ფელ ბოს­ლევ­ში მცხოვ­რე­ბი 45 წლის გა­ი­ოზ ჭუმ­ბუ­რი­ძე და სო­ფელ ცხრა წყა­როს მკვიდ­რი 65 წლის ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლია.

ეჭვი აქვთ, რომ მწე­რის ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვია სო­ფელ სა­ქა­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ 6 თვის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

სოციალურ ქსელებში საქართველოში კრაზანების მომრავლების შესახებ წერენ. ერთ-ერთი მომხმარებელი, ავთო ძაგანია აღნიშნავს, რომ ვანის რაიონში მოსახლეობას მუდმივად აქვს მომარაგებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რადგან სხვანაირად კრაზანასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.

"დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს! ვეპატიჟები სოფლებში პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიგონ, რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც მიხვდეთ, რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში!

ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები (გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია, იქნებ ამიხსნათ ბატონებო), მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდამ, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არცერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა.

ბოლო პრობლემა რაც სოფელს ასე შეეხო იყო ფაროსანები და პირადად ჩემს სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა), ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო ყოჩაღ!

დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვიზიარებ მათი ოჯახების მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი! ბოდიშს ვუხდი იმისთვის,რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის, სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით რომაა დაკომპლექტებული, წვლილი მეც მიმიძღვის! სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არ აქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს-უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს, იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე, იქნებ დექსამეტაზონის გაძვირება მაინც არ იჩქაროთ, ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ).

წლებია, საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი უბრანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!!" - წერს ავთო ძაგანია.

კრაზანების მომატებული რაოდენობის გამო პანიკაა ზესტაფონშიც. kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა. ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია.

ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.

"82 წლის ქალი შეაშინეს და დააწვინეს 5 ინფიცირებულთან ერთად... ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა" - რას წერს ჟურნალისტი

"კლინიკიდან დღეს გამომწერეს და უკვე სახლში ვარ, Covid19-ის დადასტურებიდან მე-11-ე დღეა" - რას წერს ნოდიკო ტატიშვილი

"არ არსებობს "კეთილი" ყაჩაღი. არ აქვს მნიშვნელობა ხაჭაპური აჭამა მძევლებს თუ ტერფების მასაჟი შესთავაზა" - გიორგი გობრონიძე