საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსები უნიკალურ პროექტზე მუშაობენ
"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსები უნიკალურ პროექტზე მუშაობენ

კა­ცობ­რი­ო­ბა ათა­სო­ბით წლის მან­ძილ­ზე ეძებ­და უკ­ვდა­ვე­ბის ელექ­სირს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხა­დი გახ­და, რომ ჯა­დოს­ნუ­რი სი­თხით სავ­სე ფლა­კო­ნი ვერ იარ­სე­ბებ­და. სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის იდეა დღემ­დე მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ ეძე­ბენ არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ წა­მალს, არა­მედ სურთ მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სი ჩა­ა­ყე­ნონ ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ნე­ტი­კო­სის, ობრი დი გრე­ის აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბის 1000 წლამ­დე გაზ­რდა, გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ, მდი­დარ ქვეყ­ნებ­ში.

ეს იმ­დე­ნად ოპ­ტი­მის­ტუ­რად ჟღერს დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­სათ­ვის, რომ რთუ­ლია ღი­მი­ლის შე­კა­ვე­ბა, მაგ­რამ ვცა­დოთ იმა­ში გარ­კვე­ვა, რა აძ­ლევს მას ამ უკი­დუ­რე­სი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს.

თა­ვი­დან­ვე აღ­ვნიშ­ნოთ, რომ დი გრეი მარ­ტო­სუ­ლი "ჯა­დო­ქა­რი" სუ­ლაც არ არის, მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს მეც­ნი­ე­რე­ბის საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლიც მუ­შა­ობს პრო­ექ­ტზე - "უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სის სტრა­ტე­გია" (SENS). კებ­რი­ჯის ჭერ­ქვეშ მიმ­დი­ნა­რე ამ პრო­ექტს დი გრეი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

და­ბე­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც მე­დი­ცი­ნა და გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რია გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხუ­რებს იპყრობს და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ხდე­ბა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სი­ბე­რე­საც ისე­ვე ვებ­რძო­ლოთ, რო­გორც სხვა და­ა­ვა­დე­ბებს.

დი გრე­ის აზ­რით, მათი პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით ცი­ვი­ლი­ზა­ცია მი­უ­ახ­ლოვ­და ამ ეტაპს.

ჯგუ­ფი მიზ­ნად ისა­ხავს ყვე­ლა იმ ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ცოდ­ნის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს სი­ბე­რეს­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში, ერთ ად­გილ­ზე აკუ­მუ­ლი­რე­ბას, მათ სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას და ანა­ლიზს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

არ მინდა ბევრ ტანჯვას ვნახავ, ცხოვრება გახარება არ არის.

რეალისტი
1

არ გვინდა მადლობთ. ისედაც გაძაღლებული გვაქვს სიცოცხლე და 1000 წელი ამ გაძაღლებულ ქვეყანაში ცხოვრება, ნამდვილად არ მინდა 80-იც მეყოფა

ავტორი:

"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსები უნიკალურ პროექტზე მუშაობენ

"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსები უნიკალურ პროექტზე მუშაობენ

კაცობრიობა ათასობით წლის მანძილზე ეძებდა უკვდავების ელექსირს, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ჯადოსნური სითხით სავსე ფლაკონი ვერ იარსებებდა. სიცოცხლის გახანგრძლივების იდეა დღემდე მუშავდება, მაგრამ ეძებენ არა რომელიმე კონკრეტულ წამალს, არამედ სურთ მაღალი ტექნოლოგიების მთელი კომპლექსი ჩააყენონ ამ იდეის განხორციელების სამსახურში.

კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ობრი დი გრეის აზრით, შესაძლებელი გახდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 1000 წლამდე გაზრდა, განსაკუთრებით განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში.

ეს იმდენად ოპტიმისტურად ჟღერს დღევანდელი რეალობისათვის, რომ რთულია ღიმილის შეკავება, მაგრამ ვცადოთ იმაში გარკვევა, რა აძლევს მას ამ უკიდურესი ოპტიმიზმის საფუძველს.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ დი გრეი მარტოსული "ჯადოქარი" სულაც არ არის, მის შეხედულებებს იზიარებს მეცნიერების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, რომლიც მუშაობს პროექტზე - "უმნიშვნელო დაბერების პროცესის სტრატეგია" (SENS). კებრიჯის ჭერქვეშ მიმდინარე ამ პროექტს დი გრეი ხელმძღვანელობს.

დაბერება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა რამდენადაც მედიცინა და გენური ინჟინერია განვითარების ახალ საფეხურებს იპყრობს და ყოვლისმომცველი ხდება, არაა გამორიცხული, რომ სიბერესაც ისევე ვებრძოლოთ, როგორც სხვა დაავადებებს.

დი გრეის აზრით, მათი პროექტის წყალობით ცივილიზაცია მიუახლოვდა ამ ეტაპს.

ჯგუფი მიზნად ისახავს ყველა იმ ტექნოლოგიისა და ცოდნის, რომელიც შეიძლება გამოდგეს სიბერესთან ბრძოლის პროცესში, ერთ ადგილზე აკუმულირებას, მათ სისტემატიზაციას და ანალიზს. წაიკითხეთ სრულად