პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, მდი­ნა­რე სტორ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს უღელ­ტე­ხილ­ზე მომ­ხდა­რი ავტო საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლო სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ო­ბა­ში ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს და მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს ავა­რი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხუთი მო­ქა­ლა­ქი­დან სა­მის უვ­ნებ­ლად ამოყ­ვა­ნა ხე­ო­ბი­დან, მათ სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას ამ დრო­ის­თვის საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ექ­ვსი გარ­დაც­ვლი­ლის წყლი­დან ამოყ­ვა­ნა პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში მო­ხერ­ხდა. შემ­დეგ ეტაპ­ზე სპეც ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით ხევ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი წყლის კა­ლა­პო­ტი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თვნენ მყვინ­თა­ვე­ბიც. ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მდი­ნა­რე სტო­რის უწყვე­ტი მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ კა­ლა­პო­ტის 4 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 27 ივ­ლისს მოხ­და. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.

შსს-ს ინფორმაციით, ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

ექვსი გარდაცვლილის წყლიდან ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა. შემდეგ ეტაპზე სპეც ტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერებას.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია