ავტორი:

რუსეთში მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი იწვის, თუმცა ცეცხლს არავინ აქრობს - "ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა"

რუსეთში მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი იწვის, თუმცა ცეცხლს არავინ აქრობს - "ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა"

რუსეთში, ციმბირში ტყის ხანძარი კვლავ მძვინვარებს. BBC-ს რუსულენოვანი ბიუროს ინფორმაციით, დამწვარია 1.5 მლნ ჰექტარზე მეტი ფართობი. კრასნოიარსკის მხარეში, ირკუტსკის ოლქსა და ბურიატიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ციმბირის დიდ ქალაქებში მძიმე დაკვამლიანებაა.

კრასნოიარსკის ტყის ხანძრების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში ცეცხლმა 50 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაფარა, არეალი სულ უფრო იზრდება.

სტიქია მძვინვარებს მეზობელ ხაკასეთშიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამი ადამიანი გარდაიცვალა.

დაკვამლიანებაა ციმბირის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის - კემეროვოში. კვამლმა ტომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებამდეც მიაღწია.

გასულ კვირას „ნასამ“ ხანძრის კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ კვამლი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ვრცელდება.

კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრ უსმა ხანძარს „ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა“ უწოდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც აზრი არ აქვს და უფრო მეტიც - შესაძლოა, დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს.

ამავე დროს, საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ჩუპრინმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობა ყოველთვის წამგებიანი ქმედებაა, თუმცა თუ მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მხოლოდ ეკონომიკური კუთხით არ უნდა იყოს საკითხი განხილული.

ციმბირის ხანძრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. ხანძრის სურათებს აზიარებენ ქართველი მომხმარებლებიც, თუმცა, როგორც ირკვევა, ფოტომასალის ნაწილი ყალბია - მათ შორის, ცეცხლმოკიდებული ცხოველების ფოტოები, რომლებიც, რეალურად, აშშ-ში გაჩენილი ხანძრების დროს არის გადაღებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე