მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თსუ-ში ის ჩემს დასაშინებლად მოვიდა..." - რა შეხვედრას იხსენებს იაგო კაჭკაჭიშვილი ერეკლე კოდუასთან და რას წერს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე
"თსუ-ში ის ჩემს დასაშინებლად მოვიდა..." - რა შეხვედრას იხსენებს იაგო კაჭკაჭიშვილი ერეკლე კოდუასთან და რას წერს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

სო­ცი­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, თსუ-ს სო­ცი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­კუ­თარ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ის 20 ივ­ნი­სის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­სა და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" შო­რის პა­რა­ლელს ავ­ლებ­და და "ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებ­და, გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სოდ-ის ყო­ფილ უფ­როს­ზე, ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

"ეს ამ­ბა­ვი მხო­ლოდ ვიწ­რო წრე­ში მაქვს მო­ყო­ლი­ლი, ახლა გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებ:

2005 წე­ლია. ჩემ­თან, თსუ მე­ო­თხე კორ­პუ­სის ოთახ­ში (სო­ცი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რის გამ­გე უკვე ვარ) შე­მო­დის ერთი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, ჯი­ბი­დან იღებს რა­ღაც მოწ­მო­ბას, გა­დაშ­ლილს მიჩ­ვე­ნებს და მე­უბ­ნე­ბა (ეს ცი­ტა­ტა არ არის, თუმ­ცა, ღმერ­თია მოწ­მე, არა­ფერს ვა­ჭარ­ბებ):

ბ-ნო იაგო, მე ირაკ­ლი კო­დუა ვარ, შსს თა­ნამ­შრო­მე­ლი; ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, არა­სა­ი­მე­დო პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ, ვინ არის შე­ვარ­დნა­ძის მომ­ხრე პრო­ფე­სუ­რა თსუ-ში; სა­ჭი­როა მათი გა­მოვ­ლე­ნა და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა.

ტან­ში გამცრა: მა­შინ არ ვი­ცო­დი, ვინ იყო ირაკ­ლი (ერეკ­ლე) კო­დუა; ცხა­დია, ის თსუ-ში ჩემს გა­საფრ­თხი­ლებ­ლად (თუ, და­სა­ში­ნებ­ლად) მო­ვი­და (ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საკ­რი­ტი­კო მე­სი­ჯე­ბი უკვე გაშ­ვე­ბუ­ლი მქონ­და სხვა­დას­ხვა არ­ხით). უცებ ავენ­თე და ვუ­თხა­რი: თქვენ გგო­ნი­ათ, რომც ვი­ცო­დე, ვინ არ გი­ჭერთ მხარს, ახლა მათ გვა­რებს და­გი­სა­ხე­ლებთ-მეთ­ქი?

მოკ­ლედ, კი­დევ გავცვა­ლეთ ერთი-ორი ფრა­ზა და გა­ვი­და ოთა­ხი­დან... რამ­დე­ნი­მე წუთი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი. ახლა აღარ მოვ­ყვე­ბი იმ დის­კომ­ფორ­ტის (რბი­ლად რომ ვთქვა) შე­სა­ხებ, რაც იმ პე­რი­ოდ­ში გან­მაც­დე­ვი­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ...

ასე რომ, მე­გობ­რე­ბო, თქვე­ნი ჭი­რი­მე, ნუ მიხ­სნით, რას აშა­ვებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" (გან­სა­კუთ­რე­ბით ნუ მიხ­სნი­ან ისი­ნი, ვინც მა­შინ "თბი­ლად" იყო). ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლებს აქვს დიდი მი­ნუ­სე­ბი და ზო­გი­ერთს - დიდი პლი­უ­სე­ბიც.

"ვარ­დებს რე­ვო­ლუ­ცი­ის" პლი­უ­სებ­ზეც და მი­ნუ­სებ­ზეც ის­ტო­რი­კო­სე­ბი აუ­ცი­ლე­ბად და­წე­რენ! მე მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვი, რომ, სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს მოვ­ლე­ნა (თან­მდე­ვი პლი­უ­სე­ბით და მი­ნუ­სე­ბით) პროგ­რე­სუ­ლად შე­ფას­დე­ბა-მეთ­ქი (თა­ნაც, ეს არ ყო­ფი­ლა ჩემი პოს­ტის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი). არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვცდე­ბო­დე", - წერს იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

აქვე გთა­ვა­ზობთ სო­ცი­ო­ლო­გის პოსტს, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მან ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

"2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩა რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, პროგ­რე­სუ­ლი მოვ­ლე­ნა. თუმ­ცა, პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რის (ანუ, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის) არა­თუ მცდე­ლო­ბა, არა­მედ ფაქ­ტი მოხ­და.

რა­ტომ ფას­დე­ბა პროგ­რე­სუ­ლად "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია"? იმი­ტომ, რომ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის დაკ­ვე­თა "ქვე­მო­დან" მო­დი­ო­და, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.

2019 წლის 20 ივ­ნი­სის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლას არ ჰქო­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზით ცვლი­ლე­ბის გან­ზრახ­ვა. ცი­ლის­წმე­ბაა ამის დაბ­რა­ლე­ბა იქ მი­სუ­ლი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის. ჰქონ­დათ თუ არა ეს გან­ზრახ­ვა ცალ­კე­ულ პო­ლი­ტი­კო­სებს (მე­ლია, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი...)? შე­იძ­ლე­ბა ასეა, მაგ­რამ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­კვთა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, ცოტა კა­რი­კა­ტუ­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ისე, წე­სით, 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბად მო­ნათ­ვლა თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა აწყობ­დეს, რად­გან ამით ხაზს უს­ვამს სა­კუ­თარ არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას, ანუ აღი­ა­რებს, რომ მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა და­კარ­გა", წერ­და იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

სიმართლე
31

20ივნისს რასაც ტელევიზიით ვუყურეთ, როგორ უბრახუნებდნენ პატრულებს თავში, როგორ ამტვრევდნენ პარლამენტის კარს, მელიას მოწოდებები აბა რა იყო ეხლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"თსუ-ში ის ჩემს დასაშინებლად მოვიდა..." - რა შეხვედრას იხსენებს იაგო კაჭკაჭიშვილი ერეკლე კოდუასთან და რას წერს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

"თსუ-ში ის ჩემს დასაშინებლად მოვიდა..." - რა შეხვედრას იხსენებს იაგო კაჭკაჭიშვილი ერეკლე კოდუასთან და რას წერს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

სოციოლოგიის დოქტორი, თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის 20 ივნისის საპროტესტო აქციებსა და "ვარდების რევოლუციას" შორის პარალელს ავლებდა და "ოცნების ხელისუფლებას" მისი განცხადებების გამო აკრიტიკებდა, განმარტებას აკეთებს. იაგო კაჭკაჭიშვილი სოდ-ის ყოფილ უფროსზე, ერეკლე კოდუაზე საინტერესო ამბავს იხსენებს:

"ეს ამბავი მხოლოდ ვიწრო წრეში მაქვს მოყოლილი, ახლა გავასაჯაროვებ:

2005 წელია. ჩემთან, თსუ მეოთხე კორპუსის ოთახში (სოციოლოგიის კათედრის გამგე უკვე ვარ) შემოდის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ჯიბიდან იღებს რაღაც მოწმობას, გადაშლილს მიჩვენებს და მეუბნება (ეს ციტატა არ არის, თუმცა, ღმერთია მოწმე, არაფერს ვაჭარბებ):

ბ-ნო იაგო, მე ირაკლი კოდუა ვარ, შსს თანამშრომელი; ახალი ხელისუფლება, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, არასაიმედო პირების გამოვლენითაა დაკავებული. თქვენ გეცოდინებათ, ვინ არის შევარდნაძის მომხრე პროფესურა თსუ-ში; საჭიროა მათი გამოვლენა და განეიტრალება.

ტანში გამცრა: მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ირაკლი (ერეკლე) კოდუა; ცხადია, ის თსუ-ში ჩემს გასაფრთხილებლად (თუ, დასაშინებლად) მოვიდა (ხელისუფლების საკრიტიკო მესიჯები უკვე გაშვებული მქონდა სხვადასხვა არხით). უცებ ავენთე და ვუთხარი: თქვენ გგონიათ, რომც ვიცოდე, ვინ არ გიჭერთ მხარს, ახლა მათ გვარებს დაგისახელებთ-მეთქი?

მოკლედ, კიდევ გავცვალეთ ერთი-ორი ფრაზა და გავიდა ოთახიდან... რამდენიმე წუთი გაოგნებული ვიჯექი. ახლა აღარ მოვყვები იმ დისკომფორტის (რბილად რომ ვთქვა) შესახებ, რაც იმ პერიოდში განმაცდევინა წინა ხელისუფლებამ...

ასე რომ, მეგობრებო, თქვენი ჭირიმე, ნუ მიხსნით, რას აშავებდა "ნაცმოძრაობა" (განსაკუთრებით ნუ მიხსნიან ისინი, ვინც მაშინ "თბილად" იყო). ყველა ხელისუფლებს აქვს დიდი მინუსები და ზოგიერთს - დიდი პლიუსებიც.

"ვარდებს რევოლუციის" პლიუსებზეც და მინუსებზეც ისტორიკოსები აუცილებად დაწერენ! მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ, საერთო ჯამში, ეს მოვლენა (თანმდევი პლიუსებით და მინუსებით) პროგრესულად შეფასდება-მეთქი (თანაც, ეს არ ყოფილა ჩემი პოსტის მთავარი აქცენტი). არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე", - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

აქვე გთავაზობთ სოციოლოგის პოსტს, რომელთან დაკავშირებითაც მან ზემოთ მოყვანილი განმარტება გააკეთა:

"2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ისტორიაში დარჩა როგორც პოზიტიური, პროგრესული მოვლენა. თუმცა, პარლამენტში შეჭრის (ანუ, სახელმწიფო გადატრიალების) არათუ მცდელობა, არამედ ფაქტი მოხდა.

რატომ ფასდება პროგრესულად "ვარდების რევოლუცია"? იმიტომ, რომ რევოლუციური ცვლილებების დაკვეთა "ქვემოდან" მოდიოდა, ანუ საზოგადოებაში არსებობდა ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნილება.

2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო გამოსვლას არ ჰქონია ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების განზრახვა. ცილისწმებაა ამის დაბრალება იქ მისული ათასობით ადამიანისთვის. ჰქონდათ თუ არა ეს განზრახვა ცალკეულ პოლიტიკოსებს (მელია, ოქრუაშვილი...)? შეიძლება ასეა, მაგრამ საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ხელისუფლებამ აღკვთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ცოტა კარიკატურულად გამოიყურება.

ისე, წესით, 20 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს, რადგან ამით ხაზს უსვამს საკუთარ არალეგიტიმურობას, ანუ აღიარებს, რომ მან საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა", წერდა იაგო კაჭკაჭიშვილი.