Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
7 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

7 სექ­ტემ­ბერს ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ბლექ სი არე­ნა­ზე“ გა­იხ­სნე­ბა, 8 სექ­ტემ­ბერს კი ონსა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

„ბლექ სი არე­ნას“ დი­რექ­ტო­რის ტატო ხარ­ჩი­ლა­ვას თქმით, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა და ამი­ტომ ბი­ლე­თის ფასი იქ­ნე­ბა ათი ლა­რი­დან ოც­და­ათ ლა­რამ­დე.

ფეს­ტი­ვალ­ზე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან ხალ­ხუ­რი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე საფ­რან­გე­თი­დან და იტა­ლი­ი­დან.

რო­გორც ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი დო­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მო­ის­მი­ნოს ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ან­სამ­ბლე­ბის ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი.

„გვე­ყო­ლე­ბა სტუმ­რე­ბი უცხო­ე­თი­დან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფე­ბი საფ­რან­გე­თი­დან და იტა­ლი­ი­დან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას. ვფიქ­რობ, რომ ეს კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ვიდ­რე წინა კონ­ცერ­ტე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და დო­ნა­ძემ.

ამას­თან, რა­ჭა­ში ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა აგრო ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ჩე­ნა.

„ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა აგრო­ფეს­ტი­ვა­ლიც, მე­წარ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ პრო­დუქტს ქმნი­ან რო­გორც ღვი­ნოს, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნი­მუ­შებს, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან ამ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო“,- გა­ნა­ცხა­და დო­ნა­ძემ.

რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ ჰა­ი­ნე-შვე­ლი­ძის თქმით, ფეს­ტი­ვა­ლი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შოუს ელე­მენ­ტე­ბით.

„ბლექ სი არე­ნა“ ტექ­ნი­კუ­რად გვაძ­ლევს დიდ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თულ სიმ­ღე­რას და ცეკ­ვას კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის. ვა­პი­რებთ ყვე­ლა სიმ­ღე­რას თე­მა­ტუ­რად შე­ვუ­სა­ბა­მოთ ისე­თი კლი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც მოყ­ვე­ბი­ან იმ პა­ტა­რა ის­ტო­რი­ას, რო­მელ­საც თვი­თონ სიმ­ღე­რა ყვე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ჰა­ი­ნე-შვე­ლი­ძემ.

ავტორი:

7 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

7 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

7 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ გაიხსნება, 8 სექტემბერს კი ონსა და ამბროლაურში გადაინაცვლებს.

„ბლექ სი არენას“ დირექტორის ტატო ხარჩილავას თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს ფესტივალზე დასწრება და ამიტომ ბილეთის ფასი იქნება ათი ლარიდან ოცდაათ ლარამდე.

ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან და იტალიიდან.

როგორც ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ქართული და უცხოური ანსამბლების ერთად შესრულებული სიმღერები.

„გვეყოლება სტუმრები უცხოეთიდან, ძალიან საინტერესო ჯგუფები საფრანგეთიდან და იტალიიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობას. ვფიქრობ, რომ ეს კონცერტი იქნება ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, უფრო საინტერესო, ვიდრე წინა კონცერტები“,- განაცხადა დონაძემ.

ამასთან, რაჭაში ასევე გაიმართება აგრო ფესტივალი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქტის წარმოჩენა.

„ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან ერთად, იქნება აგროფესტივალიც, მეწარმეები, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ქმნიან როგორც ღვინოს, ასევე სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ნიმუშებს, წარმოდგენილი იქნებიან ამ ფესტივალზე, რომელიც ყველასთვის იქნება ძალიან საინტერესო“,- განაცხადა დონაძემ.

რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის თქმით, ფესტივალი გამდიდრებული იქნება შოუს ელემენტებით.

„ბლექ სი არენა“ ტექნიკურად გვაძლევს დიდ საშუალებას, რომელიც ქართულ სიმღერას და ცეკვას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ვაპირებთ ყველა სიმღერას თემატურად შევუსაბამოთ ისეთი კლიპები, რომლებიც მოყვებიან იმ პატარა ისტორიას, რომელსაც თვითონ სიმღერა ყვება“,- განაცხადა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება