მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ
"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ

"ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით: სიკ­ვდი­ლი - ეს სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა და მისი ერთ-ერთი ფა­ზაა", - ასე გვპა­სუ­ხობს ბავ­შვთა ჰოს­პი­სის "ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვეყ­ნის" უფ­რო­სი ექთა­ნი მა­ნა­ნა ქო­მე­თი­ა­ნი კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად რთუ­ლია პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა...

ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მელ­ზეც მძი­მე სა­მუ­შაო ღა­მის შემ­დეგ, დე­რე­ფან­ში ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი ორი ექთა­ნია ასა­ხუ­ლი, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აა­ლა­პა­რა­კა. რო­გორც მა­ნა­ნა ქო­მე­თი­ან­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო, ის ღამე მათ­თვის ერთ-ერთი მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ბავ­შვთან იყ­ვნენ ოთახ­ში, ექთ­ნე­ბი კი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ ფხიზ­ლობ­დნენ...

ჰოს­პი­სის პერ­სო­ნალ­მა ასე­თი მძი­მე ღამე, შე­ნო­ბის გახ­სნი­დან არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ა­რა. აქ ექი­მი, ექთ­ნე­ბი და ჰოს­პი­სის მთე­ლი გუნ­დი, ქრო­ნი­კუ­ლი და უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ტა­რებს ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი მშვიდ, ლა­მაზ, ზღაპ­რე­ბით სავ­სე გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რონ...

ჰოს­პი­სი ორი წე­ლია გა­იხ­სნა სო­ფელ დი­ღომ­ში და დო­ნა­ცი­ით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. "ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" პა­ლი­ა­ტი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ოჯა­ხებს სამ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს: შინ ზრუნ­ვა, 24-სა­ა­თი­ა­ნი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და დღის ცენ­ტრი. აქ ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა.

"ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში" მი­სუ­ლებს, მა­ნა­ნა ქო­მე­თი­ა­ნი შე­ნო­ბას გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს 4 თვის ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჰოს­პი­სის ბი­ნა­და­რი ცოტა ხნის წინ გახ­და... ჩვი­ლი სტა­ცი­ო­ნა­რი­დან ჰოს­პის­ში ცოტა ხნის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს - მას სას­მე­ნი ორ­გა­ნოს პრობ­ლე­მა და ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია აქვს. მშობ­ლე­ბი ახლა ბი­ჭუ­ნას მოვ­ლას სწავ­ლო­ბენ, რათა სახ­ლში წაყ­ვა­ნა და მოვ­ლა თა­ვად შეძ­ლონ...

სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის კედ­ლე­ბი ზღა­პარ "სა­ლა­მუ­რას თავ­გა­და­სავ­ლის" გმი­რე­ბით არის მო­ხა­ტუ­ლი. ეს გა­რე­მო სა­ა­ვად­მყო­ფოს­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა და სა­ბავ­შვო ბაღს უფრო მო­გა­გო­ნებთ. მხო­ლოდ ერთი - მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ოთა­ხი თუ შე­გახ­სე­ნებთ, რომ აქ პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზუნ­ვე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ჰოს­პისს აქვს დიდი მი­სა­ღე­ბი, ტე­ლე­ვი­ზო­რი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. აქ ყო­ველ­დღე იკ­რი­ბე­ბი­ან ექთ­ნე­ბი, ექი­მი, ბავ­შვე­ბი, მათი მშობ­ლე­ბი და "ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვეყ­ნის" მთე­ლი გუნ­დი, აქვთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა.

პე­რი­ო­დუ­ლად, ჰოს­პისს ექი­მი-ჯამ­ბა­ზი სტუმ­რობს და ბავ­შვებ­თან ერ­თად, სა­ხა­ლი­სო წარ­მოდ­გე­ნას მარ­თავს.

იმის­თვის, რომ პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტებ­მა თავი ნამ­დვილ ზღა­პარ­ში იგ­რძნონ, შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი „ჯა­დოს­ნუ­რი ოთა­ხია“ მო­წყო­ბი­ლი. ეს ოთა­ხი „სა­ლა­მუ­რას თავ­და­გა­და­სავ­ლი­დან“ ნამ­დვილ ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნას ჰგავს. მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მი­ზა­ნია ბავ­შვე­ბის დამ­შვი­დე­ბა, რე­ლაქ­სა­ცია, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სტი­მუ­ლა­ცია და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, „ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვეყ­ნის“ შე­სა­ხებ, ჰოს­პი­სის მთა­ვა­რი ექთა­ნი მა­ნა­ნა ქო­მე­თი­ა­ნი უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს:

- რა სა­ხის დახ­მა­რე­ბას უწევთ გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი, მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ჰოს­პის­ში?

- 2015 წლი­დან პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის შინ ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყეთ. დავ­დი­ო­დით ბი­ნა­ზე და ბავ­შვებს ვუ­წევ­დით დახ­მა­რე­ბას.

ჰოს­პი­სი ეს არის სახ­ლი, სა­დაც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე 0-18 წლამ­დე ბავ­შვე­ბი იღე­ბენ პა­ლი­ა­ტი­ურ დახ­მა­რე­ბას. პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის დროს აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია არა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, არა­მედ გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლის მოხ­სნა­ზე, დის­კომ­ფორ­ტის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სუ­ლი­ერ თა­ნად­გო­მა­ზე, პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და ა.შ.

პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვერ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს სი­ცო­ცხლეს, მაგ­რამ ის სრუ­ლი­ად ცვლის პა­ცი­ენ­ტის და მისი ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- „ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში“ მცხოვ­რებ ბავ­შვებს შო­რის, ძი­რი­თა­დად, რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჭარ­ბობს?

- და­ა­ვა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია. 800-ზე მეტი დი­აგ­ნო­ზია. ხში­რია ონ­კო­ლო­გია, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გუ­ლის და თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის გე­ნე­ტი­კუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პროგ­რე­სი­რე­ბა­დია.

- არის თუ არა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჰოს­პი­სის ბავ­შვე­ბი უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ და ზრუნ­ვის შე­დე­გად, ყვე­ლა ფა­ტა­ლურ შე­დე­გამ­დე არ მი­დის?

- ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლა­ნი მაგ შე­დე­გამ­დე მივ­დი­ვართ, უბ­რა­ლოდ, დრო არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი - ზო­გის­თვის შე­იძ­ლე­ბა, ეს დრო იყოს 1 კვი­რა, 1 თვე, ზო­გის­თვის კი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­დეს. თა­ვის­თა­ვად, და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მოვ­ლას, ზრუნ­ვას.

18 წლის მერე, როცა სრულ­წლო­ვა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, ჰოს­პი­სის და­ტო­ვე­ბა უწევთ. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვქო­ნია, რომ ოჯა­ხე­ბი­სა და ჩვე­ნი ზრუნ­ვის შე­დე­გად, 18 წლის ასა­კის 3 ახალ­გაზ­რდას პროგ­რა­მა და­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

- რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია თქვენ­თვის ამ­დე­ნი ხნის გა­ტა­რე­ბის, მე­გობ­რო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის შემ­დეგ, უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნის მქო­ნე ბავ­შვებ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა? რო­გორ არ­თმევთ თავს ასეთ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვებს?

- ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ ვერ იტყვის და არ მგო­ნია სწო­რად გა­მო­ნათ­ქვა­მი - „შე­ვეჩ­ვიე“. არ არ­სე­ბობს ამის შეჩ­ვე­ვა. ჩემ­თვის ასე­თი ცნე­ბა - „შეჩ­ვე­ვა“ არ არ­სე­ბობს. ვერ ეჩ­ვე­ვი. უბ­რა­ლოდ, ამას იღებ ისე, რო­გორც არის. რე­ა­ლო­ბაა და ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ სიკ­ვდი­ლი - ეს სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა და მისი ერთ-ერთი ფა­ზაა, ამი­ტომ ეს გარ­და­უ­ვა­ლია. ყვე­ლას დაგ­ვიდ­გე­ბა ეს პე­რი­ო­დი, უბ­რა­ლოდ, არა­ვინ არ ვი­ცით, რო­დის იქ­ნე­ბა...

- ალ­ბათ, ბავ­შვებ­თან ბევ­რი მძი­მე და ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია გა­კავ­ში­რებთ. გვი­ამ­ბეთ მათ შე­სა­ხებ...

- არც ერთი ბავ­შვი არ მა­ვი­წყდე­ბა და არ და­მა­ვი­წყდე­ბა, ზუს­ტად ვიცი. როცა მე­კი­თხე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მელ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ვპა­სუ­ხობ, რომ ვერც ერთს, რად­გან ყვე­ლა დღე­ვან­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს და ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თვის.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვე­ბი ჩვენ­თან უკვე ბოლო პე­რი­ოდ­ში მოჰ­ყავთ, ძი­რი­თა­დად, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. მათი ჰოს­პის­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა რამ­დე­ნი­მე თვეა. ონ­კო­ლო­გი­ის გარ­და, იყო სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც - თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბე­ბი... იყო ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის შემ­თხვე­ვაც, რო­მე­ლიც ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

საკ­მა­ოდ მძი­მეა, როცა სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში ასე­თი სერ­ვი­სის გა­წე­ვა გვი­წევს ბავ­შვე­ბის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გვერ­დით ხარ, არც ერთი წუ­თით არ სცილ­დე­ბი...

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ექთ­ნე­ბის, ექი­მე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რო­გორ გეჩ­ვე­ვი­ან, რო­გორ შე­მო­დი­ან თქვენ­თან კონ­ტაქ­ტში?

- ეს ბავ­შვე­ბი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ძი­რი­თა­დად, სახ­ლში ატა­რე­ბენ, ამი­ტომ თა­ნა­ტო­ლებ­თან შეხ­ვედ­რის და მათ­თან ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. მძი­მე კონ­ტი­გენ­ტია, გარ­კვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნაა რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი, ისე მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ და შე­სა­ბა­მი­სად, ბაღ­სა და სკო­ლა­ში ვერ და­დი­ან, ამი­ტომ სო­ცი­უმს არი­ან მო­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი. ჩვენ­თან გად­მოს­ვლის შემ­დეგ კი, ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი მეტ­ნაკ­ლე­ბად უწევთ.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით, ყვე­ლა ბავ­შვი გა­მოგ­ვყავს და ერთ ოთახ­ში ვიკ­რი­ბე­ბით. ბავ­შვე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ყვე­ლა ერ­თად ვართ და გარ­კვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ - სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, მუ­სი­კა, გარ­თო­ბა. ამ დროს ბავ­შვებს ერ­თმა­ნეთ­თან ვი­ზუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ­ბა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს მიგ­ვყავს და შე­ხე­ბი­თა და მგრძნო­ბე­ლო­ბით ეც­ნო­ბი­ან-ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში შე­სას­ვლე­ლად ხან­გრძლი­ვი დრო არ გვჭირ­დე­ბა. სა­ათ­ში, სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში გვეჩ­ვე­ვი­ან და მე­ო­რე დღეს ეს ბავ­შვი უკვე "ჩვე­ნია".

- ამ­ჟა­მად, ჰოს­პის­ში იმ­ყო­ფე­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ ეხ­მა­რე­ბით მას, ტრავ­მის შემ­დეგ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში?

- კი­დევ ერთი სერ­ვი­სი გვაქვს ჩვენ - ტრავ­მის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა ბავ­შვი მძი­მე ტრავ­მას იღებს და თან­მხლე­ბი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბით პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბა. ჩვენ­თან მოხ­ვედ­რის შემ­დგომ, იწყე­ბა მას­ზე ზრუნ­ვა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი კუ­თხით. პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რომ ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა.

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა 2013 წლი­დან ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" ინი­ცი­ა­ტი­ვით და მხარ­და­ჭე­რით და­ი­წყო. რად­გან ჰოს­პი­სი დო­ნა­ცი­ა­ზეა, ყვე­ლა თქვენ­განს შე­უძ­ლია ამ სა­ო­ცა­რი ბავ­შვე­ბის მე­გო­ბა­რი გახ­დეს და გა­ა­ხა­როს მათი პა­ტა­რა გუ­ლე­ბი.

დახ­მა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ვებ გვერ­დე­ბი­დან: www.childrenshospice.org.ge დაwww.donate.ge

ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­შით:

GE31BG0000000368074900

მიმ­ღე­ბი: ააიპ ბავ­შვთა ჰოს­პი­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ

"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ

"ყველამ კარგად ვიცით: სიკვდილი - ეს სიცოცხლის გაგრძელება და მისი ერთ-ერთი ფაზაა", - ასე გვპასუხობს ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყნის" უფროსი ექთანი მანანა ქომეთიანი კითხვაზე, რამდენად რთულია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა...

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც მძიმე სამუშაო ღამის შემდეგ, დერეფანში ჩაძინებული ორი ექთანია ასახული, ინტერნეტმომხმარებლები აალაპარაკა. როგორც მანანა ქომეთიანმა AMBEBI.GE-ს უამბო, ის ღამე მათთვის ერთ-ერთი მძიმე სანახავი იყო. ოჯახის წევრები და ნათესავები ბავშვთან იყვნენ ოთახში, ექთნები კი მთელი ღამის განმავლობაში გარეთ ფხიზლობდნენ...

ჰოსპისის პერსონალმა ასეთი მძიმე ღამე, შენობის გახსნიდან არაერთხელ გამოიარა. აქ ექიმი, ექთნები და ჰოსპისის მთელი გუნდი, ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ პატარებს ეხმარებიან, რომ დარჩენილი დღეები მშვიდ, ლამაზ, ზღაპრებით სავსე გარემოში გაატარონ...

ჰოსპისი ორი წელია გაიხსნა სოფელ დიღომში და დონაციით ფუნქციონირებს. "ციცინათელების ქვეყანა" პალიატიური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს სამ სერვისს სთავაზობს: შინ ზრუნვა, 24-საათიანი სტაციონარული მომსახურება და დღის ცენტრი. აქ ყველა მომსახურება უფასოა.

"ციცინათელების ქვეყანაში" მისულებს, მანანა ქომეთიანი შენობას გვათვალიერებინებს 4 თვის ბიჭუნასთან ერთად, რომელიც ჰოსპისის ბინადარი ცოტა ხნის წინ გახდა... ჩვილი სტაციონარიდან ჰოსპისში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს - მას სასმენი ორგანოს პრობლემა და ჰიდროცეფალია აქვს. მშობლები ახლა ბიჭუნას მოვლას სწავლობენ, რათა სახლში წაყვანა და მოვლა თავად შეძლონ...

სამსართულიანი შენობის კედლები ზღაპარ "სალამურას თავგადასავლის" გმირებით არის მოხატული. ეს გარემო საავადმყოფოსგან რადიკალურად განსხვავდება და საბავშვო ბაღს უფრო მოგაგონებთ. მხოლოდ ერთი - მანიპულაციების ოთახი თუ შეგახსენებთ, რომ აქ პალიატიური მზუნველობის საჭიროების მქონე ბავშვები ცხოვრობენ.

ჰოსპისს აქვს დიდი მისაღები, ტელევიზორითა და სამზარეულოთი. აქ ყოველდღე იკრიბებიან ექთნები, ექიმი, ბავშვები, მათი მშობლები და "ციცინათელების ქვეყნის" მთელი გუნდი, აქვთ სხვადასხვა აქტივობა.

პერიოდულად, ჰოსპისს ექიმი-ჯამბაზი სტუმრობს და ბავშვებთან ერთად, სახალისო წარმოდგენას მართავს.

იმისთვის, რომ პატარა პაციენტებმა თავი ნამდვილ ზღაპარში იგრძნონ, შენობის პირველ სართულზე მულტისენსორული „ჯადოსნური ოთახია“ მოწყობილი. ეს ოთახი „სალამურას თავდაგადასავლიდან“ ნამდვილ ციცინათელების ქვეყანას ჰგავს. მისი ფუნქციონირების მიზანია ბავშვების დამშვიდება, რელაქსაცია, ზოგ შემთხვევაში სტიმულაცია და გააქტიურება.

უფრო კონკრეტულად, „ციცინათელების ქვეყნის“ შესახებ, ჰოსპისის მთავარი ექთანი მანანა ქომეთიანი უყვება AMBEBI.GE-ს:

- რა სახის დახმარებას უწევთ განუკურნებელი, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ჰოსპისში?

- 2015 წლიდან პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შინ ზრუნვის სამსახური დავიწყეთ. დავდიოდით ბინაზე და ბავშვებს ვუწევდით დახმარებას.

ჰოსპისი ეს არის სახლი, სადაც ქრონიკული დაავადების მქონე 0-18 წლამდე ბავშვები იღებენ პალიატიურ დახმარებას. პალიატიური მზრუნველობის დროს აქცენტი გადატანილია არა მკურნალობაზე, არამედ განუკურნებელი დაავადებით გამოწვეული ტკივილის მოხსნაზე, დისკომფორტის შემსუბუქებაზე, ფსიქოლოგიურ და სულიერ თანადგომაზე, პაციენტის სურვილების შესრულებაზე და ა.შ.

პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვნად ვერ გაახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ ის სრულიად ცვლის პაციენტის და მისი ოჯახის მდგომარეობას.

- „ციცინათელების ქვეყანაში“ მცხოვრებ ბავშვებს შორის, ძირითადად, რა დაავადებები ჭარბობს?

- დაავადებები ძალიან ბევრია. 800-ზე მეტი დიაგნოზია. ხშირია ონკოლოგია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, გულის და თირკმლის უკმარისობა, ამ ჩამონათვალში შედის გენეტიკური პათოლოგიები და ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც პროგრესირებადია.

- არის თუ არა შემთხვევები, როცა ჰოსპისის ბავშვები უკურნებელი სენით ცხოვრებას აგრძელებენ და ზრუნვის შედეგად, ყველა ფატალურ შედეგამდე არ მიდის?

- ადრე თუ გვიან, ყველანი მაგ შედეგამდე მივდივართ, უბრალოდ, დრო არ არის განსაზღვრული - ზოგისთვის შეიძლება, ეს დრო იყოს 1 კვირა, 1 თვე, ზოგისთვის კი ასეთი მდგომარეობა წლები გაგრძელდეს. თავისთავად, დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლას, ზრუნვას.

18 წლის მერე, როცა სრულწლოვანები ხდებიან, ჰოსპისის დატოვება უწევთ. ასეთი შემთხვევებიც გვქონია, რომ ოჯახებისა და ჩვენი ზრუნვის შედეგად, 18 წლის ასაკის 3 ახალგაზრდას პროგრამა დაუტოვებიათ.

- რამდენად ემოციურია თქვენთვის ამდენი ხნის გატარების, მეგობრობისა და მზრუნველობის შემდეგ, უკურნებელი სენის მქონე ბავშვებთან გამომშვიდობება? როგორ ართმევთ თავს ასეთ სამწუხარო შემთხვევებს?

- ვერასდროს ვერავინ ვერ იტყვის და არ მგონია სწორად გამონათქვამი - „შევეჩვიე“. არ არსებობს ამის შეჩვევა. ჩემთვის ასეთი ცნება - „შეჩვევა“ არ არსებობს. ვერ ეჩვევი. უბრალოდ, ამას იღებ ისე, როგორც არის. რეალობაა და ყველამ კარგად ვიცით, რომ სიკვდილი - ეს სიცოცხლის გაგრძელება და მისი ერთ-ერთი ფაზაა, ამიტომ ეს გარდაუვალია. ყველას დაგვიდგება ეს პერიოდი, უბრალოდ, არავინ არ ვიცით, როდის იქნება...

- ალბათ, ბავშვებთან ბევრი მძიმე და ემოციური ისტორია გაკავშირებთ. გვიამბეთ მათ შესახებ...

- არც ერთი ბავშვი არ მავიწყდება და არ დამავიწყდება, ზუსტად ვიცი. როცა მეკითხებიან, განსაკუთრებულად რომელ შემთხვევას გავიხსენებ, ვპასუხობ, რომ ვერც ერთს, რადგან ყველა დღევანდელი დღესავით მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო ჩემთვის.

ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ჩვენთან უკვე ბოლო პერიოდში მოჰყავთ, ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებებით. მათი ჰოსპისში ყოფნის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეა. ონკოლოგიის გარდა, იყო სხვა შემთხვევებიც - თანდაყოლილი ანომალიები, ორგანული უკმარისობები... იყო ჰიდროცეფალიის შემთხვევაც, რომელიც ლეტალურად დასრულდა.

საკმაოდ მძიმეა, როცა სიცოცხლის ბოლო პერიოდში ასეთი სერვისის გაწევა გვიწევს ბავშვებისთვის, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მის გვერდით ხარ, არც ერთი წუთით არ სცილდები...

- საინტერესოა, ექთნების, ექიმებისა და ბავშვების ურთიერთდამოკიდებულება. როგორ გეჩვევიან, როგორ შემოდიან თქვენთან კონტაქტში?

- ეს ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ძირითადად, სახლში ატარებენ, ამიტომ თანატოლებთან შეხვედრის და მათთან ყოფნის საშუალება არ აქვთ. მძიმე კონტიგენტია, გარკვეული ჩამორჩენაა როგორც ფსიქიკური, ისე მოტორული განვითარების მხრივ და შესაბამისად, ბაღსა და სკოლაში ვერ დადიან, ამიტომ სოციუმს არიან მოცილებულები. ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ კი, ერთმანეთთან კონტაქტი მეტნაკლებად უწევთ.

დღის განმავლობაში, გარკვეული პერიოდით, ყველა ბავშვი გამოგვყავს და ერთ ოთახში ვიკრიბებით. ბავშვები, თანამშრომლები, ყველა ერთად ვართ და გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ - სიმღერა, ცეკვა, მუსიკა, გართობა. ამ დროს ბავშვებს ერთმანეთთან ვიზუალური კომუნიკაცია აქვთ, სამწუხაროდ, ვერბალური არ არის, მაგრამ ერთმანეთთან ახლოს მიგვყავს და შეხებითა და მგრძნობელობით ეცნობიან-ხოლმე.

რაც შეეხება ჩვენთან ურთიერთობას, მათთან კომუნიკაციაში შესასვლელად ხანგრძლივი დრო არ გვჭირდება. საათში, საათნახევარში გვეჩვევიან და მეორე დღეს ეს ბავშვი უკვე "ჩვენია".

- ამჟამად, ჰოსპისში იმყოფება მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. კონკრეტულად, როგორ ეხმარებით მას, ტრავმის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში?

- კიდევ ერთი სერვისი გვაქვს ჩვენ - ტრავმის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ეს არის მდგომარეობა, როცა ბავშვი მძიმე ტრავმას იღებს და თანმხლები მძიმე დაავადებებით პარალიზებული რჩება. ჩვენთან მოხვედრის შემდგომ, იწყება მასზე ზრუნვა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური კუთხით. პალიატიური მზრუნველობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულა.

პროექტზე მუშაობა 2013 წლიდან ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით და მხარდაჭერით დაიწყო. რადგან ჰოსპისი დონაციაზეა, ყველა თქვენგანს შეუძლია ამ საოცარი ბავშვების მეგობარი გახდეს და გაახაროს მათი პატარა გულები.

დახმარება შეგიძლიათ ვებ გვერდებიდან: www.childrenshospice.org.ge დაwww.donate.ge

ასევე საქართველოს ბანკის ანგარიშით:

GE31BG0000000368074900

მიმღები: ააიპ ბავშვთა ჰოსპისი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ