10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუშეთში ცხენს კვიცი კლდეზე გადაუვარდა, მეორე წელს იმ ადგილას გავლისას, ქარაფებში გადაეშვა" - როგორ იყენებდნენ ცხენებს საქართველოში
"თუშეთში ცხენს კვიცი კლდეზე გადაუვარდა, მეორე წელს იმ ადგილას გავლისას, ქარაფებში გადაეშვა" - როგორ იყენებდნენ ცხენებს საქართველოში

მე­ცხე­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დარ­გი იყო. თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ჰყავ­დათ თითო ცხე­ნი, დიდი ჯო­გის პატ­რო­ნე­ბი კი მდი­და­რი მე­ცხვა­რე­ე­ბი იყ­ვნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მე­ცხე­ნე­ო­ბა თუ­შეთ­ში, კა­ხეთ­ში, ფშავ­ში, ერწო-თი­ა­ნეთ­ში. იქა­უ­რი სა­ძოვ­რე­ბი ხელს უწყობ­და ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნის ჯო­გე­ბი ქვე­მო რა­ჭა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ჰყავ­დათ. ცხენს სა­ჯი­რი­თოდ და ტვირ­თის გა­და­სა­ტა­ნად იყე­ნებ­დნენ. მთის მი­უ­ვალ სოფ­ლებ­ში ტვირ­თის გა­და­სა­ტა­ნად და გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად მას დღემ­დე იყე­ნე­ბენ.

ცხე­ნი, რო­გორც სა­მე­ურ­ნეო და სა­კულ­ტო ცხო­ვე­ლი - ამ თე­მას ის­ტო­რი­ის დოქ­ტორ და ეთ­ნო­ლოგ ნა­ნუ­ლი აზი­კურ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.

- ადა­მი­ა­ნი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იყე­ნებ­და ცხენს. სა­ქარ­თვე­ლო და კავ­კა­სია ერთ-ერთი იმ ად­გილ­თა­გა­ნია, სა­დაც ეს ცხო­ვე­ლი მო­ა­ში­ნა­უ­რეს. ადა­მი­ა­ნი მას იყე­ნებ­და გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, გამ­წე ძა­ლად, ტვირ­თმზი­და­ვად, სხვა­დას­ხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხე­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი: ქი­ზი­ყუ­რი, კა­ხუ­რი, თუ­შუ­რი, მეგ­რუ­ლი, იმე­რუ­ლი. ცხენს არ­ჩევ­დნენ ტა­ნა­დო­ბის, გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით. დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია თუ­შუ­რი ცხე­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­ხედ­როდ (ანუ მხედ­რის საჯ­დო­მად), სა­სა­პალ­ნედ. კა­ხეთ­ში ცხენს გამ­წევ ძა­ლად დღე­საც იყე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ხვნა­ში, ცხენს უღელ­ში აბა­მენ. არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ტრაქ­ტო­რი ვერ შე­დის, სა­მა­გი­ე­როდ, შე­დის ცხე­ნი, რომ გუ­თა­ნი კარ­გად მო­აბ­რუ­ნოს.

სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი ცხე­ნე­ბი აღარ არის, რო­გო­რიც ადრე გვყავ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში უწინ ცხე­ნე­ბის დიდი ბა­ზა­რი იყო, უზარ­მა­ზა­რი ჯო­გე­ბი ჰყავ­დათ სა­მე­ფო კარს, ერო­ბას, ეკ­ლე­სი­ას, მაგ­რამ ცხე­ნებს უპირ­ვე­ლე­სად მა­ინც სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობ­და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი: მე­ჯი­ნი­ბე, მე­ჯი­ნი­ბე­თუ­ხუ­ცე­სი (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამი­ლახ­ვრე­ბი გახ­დნენ), მე­რე­მე, მე­ჯო­გე, უფ­რო­სი მე­ცხე­ნე და ა.შ. დღეს ცხე­ნის ფუნ­ქცია ტექ­ნი­კამ იტ­ვირ­თა, თუმ­ცა ის მა­ინც არის ერთ-ერთი სა­მე­ურ­ნეო ცხო­ვე­ლი. ჩვენ­ში ახა­ლი შე­მო­სუ­ლია სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რიზ­მი და იმე­დია, ეს ხელს შე­უ­წყობს ამ ცხო­ვე­ლის კვლავ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას რე­გი­ო­ნებ­ში. მთა­ში, სა­დაც მან­ქა­ნა არ მი­დის, იქ, ცხა­დია, ცხე­ნია მთა­ვა­რი ძალა.

- გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­რე­მო ამა თუ იმ ჯი­შის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ალ­ბათ, დიდ როლს თა­მა­შობს...

- დიახ. თუ­შუ­რი ცხე­ნი სა­შუ­ა­ლო ტა­ნი­საა, ძლი­ე­რი, მსხვი­ლი კი­სე­რი და კარ­გი აღ­ნა­გო­ბა აქვს და იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ გა­რე­მოს, სა­დაც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, კარ­გად არის მორ­გე­ბუ­ლი. მთის ბი­ლი­კებ­ზე უპ­რობ­ლე­მოდ და­დის, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც მი­ღე­ბუ­ლია. ამას­თან, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან იწყებს მუ­შა­ო­ბას და თით­ქმის სი­ცო­ცხლის და­სას­რუ­ლამ­დე შრო­მობს. მთის ბი­ლი­კებ­ზე 120 კი­ლოგ­რა­მამ­დე ტვირთს ატა­რებს.

- გუ­ლის­ხმობთ სა­სა­პალ­ნე ცხენს?

- დიახ, ასე­ვე საჯ­დომ­საც. კარ­გი მე­ცხვა­რე და­საჯ­დომ­სა და სა­სა­პალ­ნეს ერ­თმა­ნეთ­ში არ აუ­რევ­და, საჯ­დომ ცხენს არ დატ­ვირ­თავ­და, იმი­ტომ, რომ დოღ­შიც, თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლა­დაც სჭირ­დე­ბო­და.

- სა­სა­პალ­ნე საჯ­დო­მის­გან რითი გან­სხვავ­დე­ბა?

- სიძ­ლი­ე­რით. თუ სა­პალ­ნეს აჰ­კი­დებ­დნენ და ტვირ­თის ზიდ­ვას გა­უძ­ლებ­და, ბო­ლომ­დე სა­სა­პალ­ნე იყო.

ცხე­ნი ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს კვი­ცო­ბა­ში­ვე ამ­ჟღავ­ნებ­და. ზოგ­მა ჩორ­თი იცის, ზოგი ჯაგ­ლა­გაა, ზოგი ქავ­ქა­ვით და­დის, იორ­ღას კი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უფრთხილ­დე­ბი­ან. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ცხე­ნია, პატ­რონს ისე ეჩ­ვე­ვა, სხვას აღარ იკა­რებს. მახ­სოვს, ერთი ოჯა­ხი თა­ვის ცხენ­ზე ჰყვე­ბო­და, რო­მელ­საც საღ­როს ეძახ­დნენ. თურ­მე მთელ სიგ­რძე­ზე, შუბ­ლი­დან დრუნ­ჩამ­დე, თეთ­რი ზოლი გას­დევ­და. პატ­რო­ნი რომ შეჯ­დე­ბო­და, უზან­გში ფეხს გა­უყ­რი­და თუ არა, ვიდ­რე უნა­გირს გა­და­ევ­ლე­ბო­და, უკვე ად­გი­ლი­დან მოს­წყდე­ბო­და. ძა­ლი­ან სხარ­ტი და ძლი­ე­რი ყო­ფი­ლა. სხვა მხედ­რებს ახ­ლო­საც არ იკა­რებ­და, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, ქალი შემჯდა­რი­ყო, რომ მორ­ჩი­ლი ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნი­სა და ცხე­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის.

ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

- თა­ვად თუ გი­ჯი­რი­თი­ათ?

- რო­გორ არა, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, თა­ნაც, თუში ვარ და ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, რას ამ­ბობთ, მა­გის ში­შით ცხე­ნი ვერ დაგ­ვი­ბამ­სო. მით უფრო დე­და­ჩე­მის სო­ფელ­ში, დის­წუ­ლე­ბი დე­დის ძმე­ბის სო­ფელ­ში მე­ტად თა­მა­მე­ბი არი­ან ხოლ­მე და არც მე ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ცხე­ნი ვისი იყო, და­ვი­ნა­ხავ­დი თუ არა, მა­შინ­ვე ავუშ­ვებ­დი. მახ­სოვს, ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ცხე­ნით შე­ნა­ქო­ში წა­ვე­დი და კალ­თა­ში მე­წყო აღ­ვი­რე­ბი, რომ არ დამ­კარ­გო­და.

ერთი ამ­ბა­ვიც მაქვს მწყემ­სის­გან ჩა­წე­რი­ლი: თურ­მე სა­პალ­ნით მო­მა­ვალ ცხენს კვი­ცი კლდე­ებ­ზე გა­და­უ­ვარ­და. ცხენ­მა მწა­რედ და­ი­ჭიხ­ვი­ნა და გზა გა­აგ­რძე­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე წელს იმ ად­გი­ლას უსა­პალ­ნოდ რომ გა­ი­ა­რა, თურ­მე ერთი შე­ხუვ­ლა და თა­ვით ქა­რა­ფებ­ში გა­და­ეშ­ვა. უსა­პალ­ნოდ რომ იყო, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და და კლდე­ზე მა­შინ გა­და­ი­ჩე­ხა. აი, ასე­თი მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან.

- კი­დევ რაში იყე­ნე­ბენ ცხენს?

- მე­ცხვა­რე­ო­ბა­ში ყველ-მა­ტყლის სა­ტა­რებ­ლად. ყველს გუ­დე­ბით აჰ­კი­დე­ბენ (უნა­გირ­ზე აქეთ-იქით გა­და­კი­დე­ბულ გუ­დებს სარ­და­ბე­ბი ჰქვია. კე­ხის ტახ­ტა­ზე ჩა­მოჰ­კი­დე­ბენ და ზედ ტყა­ვის თას­მე­ბით აბა­მენ). ცდი­ლო­ბენ, ტვირ­თი ორი­ვე მხა­რეს თა­ნა­ბა­რი წო­ნის იყოს, რომ ცხენ­მა გვერ­დი არ მო­იქ­ცი­ოს. რო­მე­ლი მხა­რეც მსუ­ბუ­ქი აღ­მოჩ­ნდე­ბა, გა­სა­წო­ნას­წო­რებ­ლად ქვას ჩა­უ­დე­ბენ. უწინ უფრო დიდი ბარ­და­ნე­ბით თითო მხა­რეს 50-60 კი­ლოგ­რა­მი მა­ტყლი დაჰ­ქონ­დათ. იმ ხურ­ჯი­ნე­ბით არა მარ­ტო მა­ტყლი და ყვე­ლი, ბავ­შვე­ბიც გა­დაჰ­ყავ­დათ, გზა­ში და­ვარ­დნილ თუ მო­გე­ბულ ბატ­კნებს, ბო­ჩო­ლებ­სა და ლეკ­ვებ­საც სვამ­დნენ.

- დღე­საც ასეა?

- ციკ­ნე­ბის, ბატ­კნე­ბი­სა და ლეკ­ვე­ბის­თვის კი­დევ იყე­ნე­ბენ ცხე­ნებს, ბავ­შვებს აღარ სვა­მენ ხურ­ჯი­ნებ­ში, რად­გა­ნაც თით­ქმის ყვე­ლა სოფ­ლამ­დე სა­მან­ქა­ნო გზა მი­დის. და­სა­ნა­ნია, რომ მე­ცხვა­რე­ო­ბა­ში ცხე­ნი მხო­ლოდ იმ ად­გი­ლამ­დე სჭირ­დე­ბათ, სა­დამ­დეც სა­მან­ქა­ნო გზაა, რომ ყველ-მა­ტყლი მი­ი­ტა­ნოს.

- მწყემ­სებ­საც ხომ სჭირ­დე­ბათ საჯ­დო­მად?

- კი. ბი­ნა­ში, სა­დაც ცხვრის ფა­რე­ბი ჰყავთ (იგუ­ლის­ხმე­ბა 2000-მდე ცხვა­რი) 3 სა­სა­პალ­ნე ცხე­ნი მა­ინც არის. ადრე მეტი იყო, 15-20 მა­ინც.

ამას­თან, ადრე თუ ოჯახს აუ­ცი­ლებ­ლად რამ­დე­ნი­მე ცხე­ნი ჰყავ­და, რომ მთა­ში ბავ­შვე­ბი­თა და სა­ზა­ფხუ­ლოდ სა­ჭი­რო სა­ნო­ვა­გით წა­სუ­ლიყ­ვნენ, ახლა ცხენს ავ­ტო­მან­ქა­ნა ცვლის, თუმ­ცა არის სოფ­ლე­ბი, სა­დაც მან­ქა­ნა ვერ მი­დის, მა­გა­ლი­თად, ჩემს სოფ­ლამ­დე თუ­შეთ­ში. მე ორი ცხე­ნი მყოფ­ნის, ორ გზას ვა­კე­თებთ, რომ ბარ­გით ავი­დეთ. ჩემი სო­ფე­ლი ბუ­ხურ­თაა (ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნი), მან­ქა­ნა კი ილი­ურ­თამ­დე მი­დის. ადრე 5-6 ცხე­ნი გვჭირ­დე­ბო­და.

- ცხე­ნის სა­კულ­ტო-სა­რი­ტუ­ა­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- ამ ცხო­ველს არა მარ­ტო სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, არა­მედ სა­კულ­ტო-სა­რი­ტუ­ა­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბაც ჰქონ­და. ბევრ რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და: ქორ­წილ­ში, დაკ­რძალ­ვი­სა და წლის­თა­ვის რი­ტუ­ალ­ში, დო­ღებ­ში. იყო ასე­თი ტერ­მი­ნი "სუ­ლის ცხე­ნი", რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე აკურ­თხებ­დნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­მუ­და­მოდ მისი იყო, ოღონდ, სიმ­ბო­ლუ­რად. წლის­თა­ვი­სა და დო­ღის შემ­დეგ, ანუ რი­ტუ­ა­ლის შემ­დეგ, ჩუქ­ნიდ­ნენ ნაც­ნობს ან დე­დის ძმას, ცხენ­თან ერ­თად ნა­ბა­დი და ხურ­ჯი­ნიც უნდა ეჩუ­ქე­ბი­ნათ. ეს ძველ­თა­გან მომ­დი­ნა­რე ჩვე­უ­ლე­ბაა. არ შე­იძ­ლე­ბო­და სუ­ლის ცხე­ნის სა­სა­პალ­ნედ და სამ­ხედ­როდ გა­მო­ყე­ნე­ბა.

- მოკ­ლედ, ცხე­ნი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხო­ვე­ლია.

- დიახ, ლა­შა­რის გორ­ზე იმ­დე­ნი ცხე­ნი მყავს ნა­ნა­ხი, რამ­დე­ნიც იმ­წუ­თას ადა­მი­ა­ნი იყო. მთა­ში მა­ინც ძი­რი­თა­დი ტრან­სპორ­ტია დღე­საც.

ცხენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში დღე­საც არ და­უ­კარ­გავს მნიშ­ვნე­ლო­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. მი­ხა­რია, რომ დღეს­დღე­ო­ბით ტუ­რიზ­მში იყე­ნე­ბენ. იმე­დია, ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბი მე­ტად აღორ­ძინ­დე­ბა. ცხენს, რაკი სა­კულ­ტო ცხო­ვე­ლი იყო, ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­შიც დიდი ად­გი­ლი ეკა­ვა. კარ­გი და ძლი­ე­რი ცხე­ნი ვაჟ­კა­ცის სრულ­ყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო, ამას­თან, კარ­გი მათ­რა­ხი, აღ­კაზ­მუ­ლო­ბა, კარ­გი ჩოხა და ცხენ­ზე დაკ­რუ­ლი ნა­ბა­დიც ამ­კობ­და.

"ცხე­ნო, პატ­რო­ნიმც გე­ნაც­ვლებ,/შე­ვარ­დენს გი­გავ თვა­ლე­ბი,/ დოღ­ში წინა-წინ მო­მიხ­ვალ,/ხედ­ვად გა­მოვ­ლენ ქა­ლე­ბი".

მთა­ვა­რი ფოტო: გოგა ჩა­ნა­დი­რი

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა, თა­მარ ფურ­ცხვა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თუშეთში ცხენს კვიცი კლდეზე გადაუვარდა, მეორე წელს იმ ადგილას გავლისას, ქარაფებში გადაეშვა" - როგორ იყენებდნენ ცხენებს საქართველოში

"თუშეთში ცხენს კვიცი კლდეზე გადაუვარდა, მეორე წელს იმ ადგილას გავლისას, ქარაფებში გადაეშვა" - როგორ იყენებდნენ ცხენებს საქართველოში

მეცხენეობა საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული დარგი იყო. თითქმის ყველა ოჯახში ჰყავდათ თითო ცხენი, დიდი ჯოგის პატრონები კი მდიდარი მეცხვარეები იყვნენ. განსაკუთრებით გავრცელებული იყო მეცხენეობა თუშეთში, კახეთში, ფშავში, ერწო-თიანეთში. იქაური საძოვრები ხელს უწყობდა ამ დარგის განვითარებას. დასავლეთ საქართველოში ცხენის ჯოგები ქვემო რაჭასა და სამეგრელოში ჰყავდათ. ცხენს საჯირითოდ და ტვირთის გადასატანად იყენებდნენ. მთის მიუვალ სოფლებში ტვირთის გადასატანად და გადასაადგილებლად მას დღემდე იყენებენ.

ცხენი, როგორც სამეურნეო და საკულტო ცხოველი - ამ თემას ისტორიის დოქტორ და ეთნოლოგ ნანული აზიკურთან ერთად განვიხილავთ.

- ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა ცხენს. საქართველო და კავკასია ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ეს ცხოველი მოაშინაურეს. ადამიანი მას იყენებდა გადასაადგილებლად, გამწე ძალად, ტვირთმზიდავად, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ცხენის ადგილობრივი ჯიშები: ქიზიყური, კახური, თუშური, მეგრული, იმერული. ცხენს არჩევდნენ ტანადობის, გარეგნული მონაცემების მიხედვით. დღემდე შემორჩენილია თუშური ცხენი, რომელიც გამოიყენება სამხედროდ (ანუ მხედრის საჯდომად), სასაპალნედ. კახეთში ცხენს გამწევ ძალად დღესაც იყენებენ, მაგალითად, ხვნაში, ცხენს უღელში აბამენ. არის ადგილები, სადაც ტრაქტორი ვერ შედის, სამაგიეროდ, შედის ცხენი, რომ გუთანი კარგად მოაბრუნოს.

სამწუხაროდ, ისეთი ცხენები აღარ არის, როგორიც ადრე გვყავდა. საქართველოში უწინ ცხენების დიდი ბაზარი იყო, უზარმაზარი ჯოგები ჰყავდათ სამეფო კარს, ერობას, ეკლესიას, მაგრამ ცხენებს უპირველესად მაინც სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არსებობდა თანამდებობები: მეჯინიბე, მეჯინიბეთუხუცესი (მოგვიანებით ამილახვრები გახდნენ), მერემე, მეჯოგე, უფროსი მეცხენე და ა.შ. დღეს ცხენის ფუნქცია ტექნიკამ იტვირთა, თუმცა ის მაინც არის ერთ-ერთი სამეურნეო ცხოველი. ჩვენში ახალი შემოსულია საცხენოსნო ტურიზმი და იმედია, ეს ხელს შეუწყობს ამ ცხოველის კვლავ პოპულარიზაციას რეგიონებში. მთაში, სადაც მანქანა არ მიდის, იქ, ცხადია, ცხენია მთავარი ძალა.

- გეოგრაფიული გარემო ამა თუ იმ ჯიშის ჩამოყალიბებაში, ალბათ, დიდ როლს თამაშობს...

- დიახ. თუშური ცხენი საშუალო ტანისაა, ძლიერი, მსხვილი კისერი და კარგი აღნაგობა აქვს და იმ გეოგრაფიულ გარემოს, სადაც არის გავრცელებული, კარგად არის მორგებული. მთის ბილიკებზე უპრობლემოდ დადის, საერთაშორისო მასშტაბითაც მიღებულია. ამასთან, ადრეული ასაკიდან იწყებს მუშაობას და თითქმის სიცოცხლის დასასრულამდე შრომობს. მთის ბილიკებზე 120 კილოგრამამდე ტვირთს ატარებს.

- გულისხმობთ სასაპალნე ცხენს?

- დიახ, ასევე საჯდომსაც. კარგი მეცხვარე დასაჯდომსა და სასაპალნეს ერთმანეთში არ აურევდა, საჯდომ ცხენს არ დატვირთავდა, იმიტომ, რომ დოღშიც, თავის მოსაწონებლადაც სჭირდებოდა.

- სასაპალნე საჯდომისგან რითი განსხვავდება?

- სიძლიერით. თუ საპალნეს აჰკიდებდნენ და ტვირთის ზიდვას გაუძლებდა, ბოლომდე სასაპალნე იყო.

ცხენი ფიზიკურ მონაცემებს კვიცობაშივე ამჟღავნებდა. ზოგმა ჩორთი იცის, ზოგი ჯაგლაგაა, ზოგი ქავქავით დადის, იორღას კი პატარაობიდანვე უფრთხილდებიან. ძალიან მგრძნობიარე ცხენია, პატრონს ისე ეჩვევა, სხვას აღარ იკარებს. მახსოვს, ერთი ოჯახი თავის ცხენზე ჰყვებოდა, რომელსაც საღროს ეძახდნენ. თურმე მთელ სიგრძეზე, შუბლიდან დრუნჩამდე, თეთრი ზოლი გასდევდა. პატრონი რომ შეჯდებოდა, უზანგში ფეხს გაუყრიდა თუ არა, ვიდრე უნაგირს გადაევლებოდა, უკვე ადგილიდან მოსწყდებოდა. ძალიან სხარტი და ძლიერი ყოფილა. სხვა მხედრებს ახლოსაც არ იკარებდა, მაგრამ საკმარისი იყო, ქალი შემჯდარიყო, რომ მორჩილი ხდებოდა. მოკლედ, ადამიანისა და ცხენის დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

- თავად თუ გიჯირითიათ?

- როგორ არა, სტუდენტობისას, თანაც, თუში ვარ და ჩემზე ამბობდნენ, რას ამბობთ, მაგის შიშით ცხენი ვერ დაგვიბამსო. მით უფრო დედაჩემის სოფელში, დისწულები დედის ძმების სოფელში მეტად თამამები არიან ხოლმე და არც მე ვიყავი გამონაკლისი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ცხენი ვისი იყო, დავინახავდი თუ არა, მაშინვე ავუშვებდი. მახსოვს, ერთი უძლიერესი ცხენით შენაქოში წავედი და კალთაში მეწყო აღვირები, რომ არ დამკარგოდა.

ერთი ამბავიც მაქვს მწყემსისგან ჩაწერილი: თურმე საპალნით მომავალ ცხენს კვიცი კლდეებზე გადაუვარდა. ცხენმა მწარედ დაიჭიხვინა და გზა გააგრძელა, მაგრამ მეორე წელს იმ ადგილას უსაპალნოდ რომ გაიარა, თურმე ერთი შეხუვლა და თავით ქარაფებში გადაეშვა. უსაპალნოდ რომ იყო, ვალდებულება არ ჰქონდა და კლდეზე მაშინ გადაიჩეხა. აი, ასეთი მგრძნობიარენი არიან.

- კიდევ რაში იყენებენ ცხენს?

- მეცხვარეობაში ყველ-მატყლის სატარებლად. ყველს გუდებით აჰკიდებენ (უნაგირზე აქეთ-იქით გადაკიდებულ გუდებს სარდაბები ჰქვია. კეხის ტახტაზე ჩამოჰკიდებენ და ზედ ტყავის თასმებით აბამენ). ცდილობენ, ტვირთი ორივე მხარეს თანაბარი წონის იყოს, რომ ცხენმა გვერდი არ მოიქციოს. რომელი მხარეც მსუბუქი აღმოჩნდება, გასაწონასწორებლად ქვას ჩაუდებენ. უწინ უფრო დიდი ბარდანებით თითო მხარეს 50-60 კილოგრამი მატყლი დაჰქონდათ. იმ ხურჯინებით არა მარტო მატყლი და ყველი, ბავშვებიც გადაჰყავდათ, გზაში დავარდნილ თუ მოგებულ ბატკნებს, ბოჩოლებსა და ლეკვებსაც სვამდნენ.

- დღესაც ასეა?

- ციკნების, ბატკნებისა და ლეკვებისთვის კიდევ იყენებენ ცხენებს, ბავშვებს აღარ სვამენ ხურჯინებში, რადგანაც თითქმის ყველა სოფლამდე სამანქანო გზა მიდის. დასანანია, რომ მეცხვარეობაში ცხენი მხოლოდ იმ ადგილამდე სჭირდებათ, სადამდეც სამანქანო გზაა, რომ ყველ-მატყლი მიიტანოს.

- მწყემსებსაც ხომ სჭირდებათ საჯდომად?

- კი. ბინაში, სადაც ცხვრის ფარები ჰყავთ (იგულისხმება 2000-მდე ცხვარი) 3 სასაპალნე ცხენი მაინც არის. ადრე მეტი იყო, 15-20 მაინც.

ამასთან, ადრე თუ ოჯახს აუცილებლად რამდენიმე ცხენი ჰყავდა, რომ მთაში ბავშვებითა და საზაფხულოდ საჭირო სანოვაგით წასულიყვნენ, ახლა ცხენს ავტომანქანა ცვლის, თუმცა არის სოფლები, სადაც მანქანა ვერ მიდის, მაგალითად, ჩემს სოფლამდე თუშეთში. მე ორი ცხენი მყოფნის, ორ გზას ვაკეთებთ, რომ ბარგით ავიდეთ. ჩემი სოფელი ბუხურთაა (ახმეტის რაიონი), მანქანა კი ილიურთამდე მიდის. ადრე 5-6 ცხენი გვჭირდებოდა.

- ცხენის საკულტო-სარიტუალო მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?

- ამ ცხოველს არა მარტო სამეურნეო დანიშნულება, არამედ საკულტო-სარიტუალო მნიშვნელობაც ჰქონდა. ბევრ რიტუალში მონაწილეობდა: ქორწილში, დაკრძალვისა და წლისთავის რიტუალში, დოღებში. იყო ასეთი ტერმინი "სულის ცხენი", რომელსაც გარდაცვლილის სახელზე აკურთხებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამუდამოდ მისი იყო, ოღონდ, სიმბოლურად. წლისთავისა და დოღის შემდეგ, ანუ რიტუალის შემდეგ, ჩუქნიდნენ ნაცნობს ან დედის ძმას, ცხენთან ერთად ნაბადი და ხურჯინიც უნდა ეჩუქებინათ. ეს ძველთაგან მომდინარე ჩვეულებაა. არ შეიძლებოდა სულის ცხენის სასაპალნედ და სამხედროდ გამოყენება.

- მოკლედ, ცხენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოველია.

- დიახ, ლაშარის გორზე იმდენი ცხენი მყავს ნანახი, რამდენიც იმწუთას ადამიანი იყო. მთაში მაინც ძირითადი ტრანსპორტია დღესაც.

ცხენს მეურნეობაში დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და დანიშნულება. მიხარია, რომ დღესდღეობით ტურიზმში იყენებენ. იმედია, ქართული ჯიშები მეტად აღორძინდება. ცხენს, რაკი საკულტო ცხოველი იყო, ხალხურ პოეზიაშიც დიდი ადგილი ეკავა. კარგი და ძლიერი ცხენი ვაჟკაცის სრულყოფილების ერთ-ერთი ნაწილი იყო, ამასთან, კარგი მათრახი, აღკაზმულობა, კარგი ჩოხა და ცხენზე დაკრული ნაბადიც ამკობდა.

"ცხენო, პატრონიმც გენაცვლებ,/შევარდენს გიგავ თვალები,/ დოღში წინა-წინ მომიხვალ,/ხედვად გამოვლენ ქალები".

მთავარი ფოტო: გოგა ჩანადირი

ფოტოები: გიორგი ნიკოლავა, თამარ ფურცხვანიძე